თიანეთი, სოფ. ზარიძეები
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · თიანეთი · თიანეთი, სოფელი ზარიძეები
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისიის, ხედვის, ღირებულებების და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია სკოლის დასახელება სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა დამტკიცების გრიფი სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების პედაგოგიური საბჭოს მიერ, ოქმი N , , შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან,ოქმი N თავი 1. ეს წესი ადგენს სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) მმართველობითი პროცესის - მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების ძირითად ეტაპებს, განსაზღვრავს პროცესზე პასუხისმგებელ პირსა და პროცესში ჩართულ მხარეებს. წესი ასევე განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების შემუშავების, განხილვის, დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანის და გაზიარების მექანიზმებს, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის, შეფასებისა და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თავი 2. სტრატეგიულ დაგეგმვასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი სკოლაში სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია დირექტორის მ.შ. თავი 3. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ქვეპროცესები სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი მოიცავს შემდეგ ქვეპროცესებს: • მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება/გაზიარების პროცესი; • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაზიარება/დამტკიცების პროცესი; • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგისა და შეფასების პროცესი; • მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებში ცლილების შეტანის პროცესი; • სტრატეგიული გეგმის ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წლიური ანგარიშის მომზადების პროცესი. თავი 4. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული მხარეები სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების პროცესში ჩართული არიან შემდეგი მხარეები: • სკოლის დირექცია; • სასკოლო საზოგადოება (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე/მოსწავლეთა თვითმმართველობა, მშობელი); • სამეურვეო საბჭო;3 • თემი. თავი 5. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები სკოლა სტრატეგიული დაგეგმვისას იცავს შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1. თანამონაწილეობა - სტრატეგიული დაგეგმვა თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფილია პროცესების სამუშაო ჯგუფის ფორმატში წარმართვით და დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტების პროექტ(ებ)ის გაზიარებით. 2. სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს სასკოლო საზოგადოების წევრთა მოლოდინს, რისთვისაც, სტრატეგიული დაგეგმვის ყოველი ახალი ციკლის დასაწყისში განსაზღვრავს სასკოლო საზოგადოების წევრებს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად და უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მათ ჩართულობას ან/და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში შემუშავებული დოკუმეტების მათთვის გაზიარებას. 3. გამჭვირვალობა - სკოლა სტრატეგიული დაგეგმვის და მისი განხორციელების პროცესში მუდმივად ახდენს ინფორმაციის გაზიარებას სასკოლო საზოგადოების წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რითაც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას. 4. ანგარიშვალდებულება - სკოლა ყოველწლიურად ამზადებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს, ხოლო ყოველ 2 წელიწადში - სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. თავი 6. გაზიარების მექანიზმები 1. სკოლაში დოკუმენტების გაზიარებისათვის გამოიყენება შემდეგი საკომუნიკაციო არხები: ა) სკოლის ვებგვერდი; ბ) ელექტრონული ფოსტა; გ) დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა; დ) პორტალი ვებგვერდზე; ე) სოციალური მედია; ვ)საჯარო ღონისძიებები - ინტერაქტიული ორმხრივი კომუნიკაცია აუდიტორიასთან; ზ) ბეჭდვითი მასალები - ე.წ.”ხილვადი მასალა” (visibility material). 2. ინფორმაციის გაზიარება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: დოკუმენტი/პროცესი ვისთან ხდება გაზიარება გაზიარების რეკომენდებული მექანიზმები მისიის, ხედვის, სასკოლო საზოგადოების ელექტრონული ფოსტა ღირებულებების, წევრები/სამეურვეო ან/და ღია შეხვედრა და სტრატეგიული და საბჭო/თემის საჯარო განხილვა ან/და სამოქმედო გეგმის წარმომადგენლები პედსაბჭოს სხდომა ან/და პროექტები სამეურვეო საბჭოს სხდომა ან/და სკოლის ვებგვერდი დამტკიცებული, სასკოლო სკოლის ვებგვერდი8 და შეთანხმებული ან/და საზოგადოება/სამეურვეო ელექტრონული ფოსტა განახლებული საბჭო/თემი ან/და დოკუმენტების დოკუმენტები ელექტრონული ბრუნვის სისტემა ან/და სოციალური მედია ან/და საჯარო ღონისძიებები ან/და ბეჭდვითი მასალები სტრატეგიული/სამოქმედო სამუშაო ელექტრონული ფოსტა გეგმის მონიტორინგისა და ჯგუფი/მონიტორინგისა ან/და პორტალი/დრაივი შეფასების პროცესში და შეფასების ჯგუფი ვებგვერდზე ან/და არსებული დოკუმენტები დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა წლიური სამოქმედო გეგმის სასკოლო სკოლის ვებგვერდი 9და და სტრატეგიული გეგმის საზოგადოება/სამეურვეო ელექტრონული ფოსტა შესრულების ანგარიში საბჭო/თემი ან/და დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვის სისტემა ან/და სოციალური მედეა ან/და საჯარო ღონისძიებები ან/და ბეჭდვითი მასალები 3. ცხრილში მოტანილი მონაცემები გაზიარების მექანიზმებთან დაკავშირებით არის სარეკომენდაციო ხასიათის. სკოლა იტოვებს უფლებას ყოველ კონკრეტულ დოკუმენტთან ან პროცესთან
II. სკოლის სტრუქტურა და მართვა მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ კომიტეტს. მუხლი 4. სამეურვეო საბჭო 1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგოიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენელისგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა უნდა იყოს 6. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პადაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობა 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. 6. სამეურვეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3. 7. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 8. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები: სკოლის სამეურვო საბჭო: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს; ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დიციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანისს წესს; დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. ე) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; ვ) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ზ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; თ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ი) უფლებამისილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება; კ) უფლებამოსილია მოთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელის ხელშეკრულების პირობების დარვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევვაში; ლ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს; მ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს; ნ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს; ო) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. პ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს. 2. ამ მუხლის “ბ”, “გ”, “დ” და “ი” ქვეპუნქტებით გათვასლიწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. მუხლი 6. სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის და ბუღალტრისგან. 2. სკოლის დირექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის. 3. სკოლის დირექტორს ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით. 4. სკოლის დირექტორის არჩევის და მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 6. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
სტრატეგიული განვითარების გეგმა 1. შესავალი: სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია (2023-2030 წწ) წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების კრიტერიუმები,რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას. 2. სკოლის მანდატის მიმოხილვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად დაფუძნდა. იგი ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას. ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად სკოლა: • ქმნის პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის; • ხელს უწყობს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, მოსწავლეთაა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლებამოვალეობების გაცნობიერებას. • საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. • საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. • საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა- ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. • სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში. • დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. • სკოლა უფლებამისილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრი
1.სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 1.1 სკოლის დოკუმენტაციის, სასწავლო პროცესის მიმართებაში, შესაბამისობაში მოყვანა დირექცია, მასწავლებლები 1.2 საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმოება დირექცია, საქმისმწარმოებელი 1.3 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი, 1.4 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, პედაგოგიური საბჭო სამეურვეო საბჭო 1.5 შინაგანაწესის შემუშავება,შეთანხმება,გაცნობა დირექტორი, სამეურვეო საბჭო,სასკოლო თემი 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი I X X X I XI I I I I II I I V V V I 2.1 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი 2.2 მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა დირექტორი, მასწავლებელები, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი 2.3 კათედრების მიერ რეკომენდაციების შემუშავება თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით; შემაჯამებელი დავალებების ანალიზი კათედრები 2.4 საგაკვეთილო პროცესის მოდერნიზაცია და ხარისხიანობის/ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი დირექტორი, კათედრები,მასწავლებლები, 2.5 საგნობრივი კათედრების სამუშაო გეგმების შემუშავება, დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა. საგნობრივი კათედრები 2.6 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება დირექტორი, დამრიგებელი 2.7 კლასების მიხედვით დამრიგებლის ფუნქციის განსაზღვრა დირექტორი 2.8 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, რეიტინგის განსაზღვრა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება დირექტორი, მასწავლებლები. 2.9 შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, საოლიმპიადო ჯგუფების დაკომპლექტება სხვადასხვა საგნებში დირექტორი, კათედრები, შესაბამისი საგნის პედაგოგები 2.10 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები 2.11 კლუბური მუშაობის დანერგვა და მართვა კათედრები, 3. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი 2023 წელი 2024 წელი პირი IX X XI XII I II III IV V VI 3.1. საინფორმაციოსაკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება. დირექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგი 3.2. სკოლის მონაცემთა ბაზის ელექტრონულ ფორმატში ორგანიზება საქმისმწარმოებელი 4. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 4.1. სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება დირექტორი. 4.2. სკოლის ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება დირექტორი; სკოლის ექიმი. 4.3. შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორი 5. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებე ლი პირი 2023 წელი 2024 წელი I X X X I XI I I I I II I I V V V I 5.1. სკოლის შევსება კომპიუტერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით პროექტორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა. დირექტორი, 5.2. წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება. დირექტორი, ბიბლიოთეკა რი 5.3. მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა დირექტორი, ბიბლიოთეკა რი 5.4. დამატებით სკოლის საოფისე და სასწავლო ინვენტარის შეძენა. დირექტორი, 5.5 სკოლის კეთილმოწყობა/ სანიტარულ ი, ჰიგიენური დირექტორი, დამლაგებელ 6. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 6.1. უსაფრთხო, ორგანიზებული და კარგად დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა დირექტორი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი , დარაჯი 6.2 სკოლის ტერიტორიის დაცვა დარაჯი 6.3 სახანძრო უსაფრთხოების წესების სკოლის საზოგადოებისათვის გაცნობა დირექტორი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.
I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. საჯარო სკოლის სტატუსი 1. სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. 2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 3. სკოლა შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებული ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა (გერბი, დროშა, ჰიმნი, დევიზი). 6. სკოლის იურიდიული მისამართია: თიანეთის მუნიციპალიტეტი,სოფელი ზარიძეები ტელ: 577511805 მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი სკოლის მიზანია: ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთაA ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. II. სკოლის სტრუქტურა და მართვა მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას დისციპლინურ კომიტეტს. მუხლი 4. სამეურვეო საბჭო 1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგოიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენელისგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა უნდა იყოს 6. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით. 2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პადაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობა 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. 6. სამეურვეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3. 7. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 8. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები: სკოლის სამეურვო საბჭო: ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს; ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს. რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დიციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანისს წესს; დ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიას და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. ე) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; ვ) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ზ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; თ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ი) უფლებამისილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულ
რეგულაციები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შინაგანაწესის შემუშავების პროცესში: 1. საქართველოს შრომის კოდექსი; 2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; 3. „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანება; 4. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერი №448 ბრძანება; 5. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების დანამატების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების მასწავლებლებზე გაცემის მიზნით საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 18 დეკემბრის №163/ნ ბრძანება; 6. „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანება; 7. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება; 8. „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის №15/ნ ბრძანება; 9. „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანება; 10. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის დადგენილება №241; 11. „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №167/ნ ბრძანება; 12. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანება. I თავი. ზოგადი დებულებები მუხლი 1. 1. სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 4. სკოლა უზრუნველყოფს შინაგანაწესის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური მუხლი 3. შინაგანაწესის მიზნები 1. შინაგანაწესის მიზნებია: ა) დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა; ბ) დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება; გ) შრომის დისციპლინის დაცვა; დ) თანამშრომელთა მიერ შრომისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა და კორპორატიული კულტურის დამკვიდრება; ე) დასაქმებულებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად ხელშემწყობი სამუშაო გარემოს, აგრეთვე, შრომის ჯანსაღი პირობების შექმნა; ვ) სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება. ზ) დაწესებულების გამართული და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა. მუხლი 4. შრომითი ურთიერთობის პრინციპები 1. სკოლაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო. 2. შრომითი ურთიერთობები ეფუძნება დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდ