რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო სკოლა

თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, მირცხულავას ქ.4

რეესტრის კოდი#139
მოსწავლე900
მასწავლებელი62
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანა ოლქიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, მირცხულავას ქ.4

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
84
სსსმ ლიმიტი
16
სსსმ თავისუფალი ადგილი
15
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

მისია: ჯანსაღი, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა: სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც დასაქმდებიან შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.

დოკუმენტები

22 -ე სკოლის მისია ,ხედვა, ღირებულებები (1).docx30/03/2026 07:57:33 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: დირექცია, ადმინისტრაცია, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო.

დოკუმენტები

სტრუქტურა.pdf05/05/2026 11:54:23 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სამოქმედო ერთწლიანი გეგმა.docx16/03/2026 08:54:52 · 0.03 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2025-2032.docx16/03/2026 08:54:53 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

დანართი N2 წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ 2025 წლის 7 ნოემბრის ბრძანება N 2-208 სსიპ დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N 22 საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმა 2025-2026 წლები   სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული პროგრამების/ კურიკულუმების მოდიფიცირება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები ადამიანური რესურსი; სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა ადამიანური რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი; ფინანსური რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი; გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები ადამიანური რესურსი შეფასების ვერიფიკაცია დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი განხორციელებული ვერიფიკაციის შედეგები; ადამიანური რესურსი დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის ოქმები რემედიაციის პროგრამის ფარგლებში დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა ადამიანური რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კათედრის ხელმძღავნელები გაკვეთილზე დასწ

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx16/03/2026 08:58:16 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სსიპ დიმიტრი უზნაზის სახელობის ქალაქ თბილისის N22 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით- სკოლას ჰყავს სოციალური მუშაკი, რომელიც არის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად;

დოკუმენტები

22- საჯარო- მასწავლ. პროფ საჭირ. კვლევა-.docx07/05/2026 06:33:47 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf16/03/2026 09:03:00 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.docx27/03/2026 11:11:22 · 1.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 22 სკოლა - 2024 წელი.pdf11/12/2023 11:08:24 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე