თიანეთი, სოფ. ახალსოფელი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · თიანეთი · თიანეთი, სოფელი ახალსოფელი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა, სკოლაში ისეთი ჯანსაღი, მისია მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნა რომელიც უზრუნველყოფს წიგნიერი, ინფორმირებული, კონკურენტუნარიანი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე აქტიური, თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბებას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. გაცნობიერებული ექნება ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობანი, შეეძლება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა ვინაიდან სკოლა წარმოადგენს ერთადერთ საგანმანათლებლო დაწესბულებას თემის მასშტაბით, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებს და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას, რაც უზრუნველყოფს შემოქმედებით და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სასკოლო საზოგადოების წევრებითვის. რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს ის გამოკვეთილი მიმართულებები, რომლებიც ეხმარება დაიკავოს საკუთარი ადგილი თემის განვითარების პროცესში. სწორედ, მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზეა ორიენტირებული გამოკვეთილი მიმართულებები-პოეზია-ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და ინფორმაციული ტექნოლოგიები. სკოლის განვითარების პროცესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და მათ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სკოლას აღზარდოს ისეთი თაობა, რომელიც თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და მოთხოვნებს ღირსეულად უპასუხებს. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოებაში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული ღირებულებები: • პროფესიონალიზმი • ურთიერთთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა • უწყვეტი განვითარება • ემპათიის უნარი • ტოლერანტობა • შემოქმედებითობა • პატრიოტიზმი • ჯანსაღი ცხოვრების წესი • აქტიური მოქალაქეობა • გლობალურ პროცესებში ინტეგრაცია
სამეურვეო საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინარული კომიტეტი დირექია პეედაგოგიური საბჭო
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.