რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ჭოპორტი

რეესტრის კოდი#1375
მოსწავლე95
მასწავლებელი20
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნათია საძაგლიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

დუშეთი, სოფ. ჭოპორტი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
18
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

ჭოპორტი არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ძველი სოფელია. სკოლა ფერდობზე მდებარეობს. ზემოთ, ეზოს ბოლოში ნაძვები დგას. ამ ნაძვებთან საფლავია, ნიკო გოგიტაურის საფლავი… აქედან სკოლის შენობაც, ეზოც და სოფელიც ხელისგულივით ჩანს. ,,დიდებული ადამიანი”, ,,კეთილშობილი კაცი”, ,,მამასავით მზრუნველი”, ასე შეთანხმებულივით იწყებენ მასზე საუბარს ყოფილი მოსწავლეები – უკვე ოთხმოცს მიტანებულები. ნიკო გოგიტაური ამ სოფლის სკოლის დირექტორი იყო, სკოლაშივე ცხოვრობდა, ოჯახი არ ჰყავდა, იშვიათად მხოლოდ და აკითხავდა. – 30-იან წლებში უკვე აქ იყო. ოღონდ სკოლას მაშინ ერთი პატარა, ძველი შენობა ჰქონდა, ახალი მის ხელში აშენდა ,უკვე ჭარმაგი ,,მოსწავლეები” დირექტორის ამბებს კარგად ნასწავლი გაკვეთილებივით იხსენებენ: – ეს იყო დიდებული ადამიანი, სკოლაზე და ბავშვებზე შეყვარებული კაცი. ჩვენს სოფელს დიდი ამაგი დასდო. სკოლას და მის შემოგარენს თავს დასტრიალებდა. წესრიგს ითხოვდა ყველასგან და თავადაც იცავდა ამ წესებს. გამცდენი არც მოწაფე მოსწონდა და არც მასწავლებელი. სწავლის გარდა, შრომაც გვასწავლა. სკოლას დიდი ეზო ჰქონდა და ყველა კუნჭულს ვამუშავებდით, შრომის გაკვეთილებს ვიღებდით. გამწვანებულ-დანარნარებული გვქონდა იქაურობა, ყველაფერი მოგვყავდა. ამბობდა, დრო მოვა და შრომას საგნად შემოიღებენო, ასეც მოხდა….გაჭირვებული წლები იყო, ხალხი შიმშილობდა. ნიკო მასწავლებელმა სკოლის დაბლა სართულში უფასო სასადილო მოაწყო. ეზოში მოწეული მოსავლით დიდ დასვენებაზე ბავშვების დაპურებას ახერხებდა. რამდენჯერ ფულითაც დახმარებია ბავშვებს. ამ ადამიანმა ჩვენი სოფლისთვის და სკოლისთვის იცხოვრა და ისე მოხდა, სკოლის საქმეს შეეწირა ტრაგიკულად. დიდი სანაცნობო ჰყავდა და ძალიან ცდილობდა სკოლის ბაზაზე სასოფლო ტექნიკუმი დაეარსებინა. საჭირო იყო ფართის მომატება. სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. ხის მასალა მოჰქონდათ სატვირთოთი, თავად კი მსუბუქი მანქანით მოჰყვებოდა...სატვირთოს შეეჯახნენ და ნიკო გოგიტაური გარდაიცვალა. 1960 წელი იყო. მეხივით დაატყდა ეს ამბავი სოფელს. ყველა თავზარდაცემული იყო.სკოლაში დარჩა სამუდამოდ. სოფელმა აქვე დაკრძალა, თავისი ნაამაგარი სკოლის ეზოში…სკოლის ეზოში, მაღლა, ბექობზე ნაძვები დგას. ბავშვებს დაგვარგვევინა ეს ნაძვები გოგიტაურმა. წყალი ვედროებით აჰქონდა, რომ არ გამხმარიყო. მერე საწყალს იქ მიუჩინეს საბოლოო ბინა... ნიკოლოზ პავლეს ძე გოგიტაური დაბადებულა 1902 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბასილეთში. საშუალო სასწავლებელი ოზურგეთში დაუმთავრებია. 1921 წელს დაინიშნა ხიდისთავის საბაზო სკოლის გამგედ. შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და 1933 წელს ფასანაურის საშუალო სკოლის დირექტორად, 1935 წლიდან კი უკვე სოფელ ჭოპორტის საშუალოს სკოლის დირექტორად დაინიშნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ნიკოლოზ გოგიტაურს მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იყო ლენინის, ორი შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენოსანი.

დოკუმენტები

მისია,ხედვა,ღირებულებები.docx21/04/2024 10:17:07 · 0.02 MB
მისია,ხედვ,ირებულებები.docx22/04/2024 08:19:13 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში

დოკუმენტები

სტრუქტურა.pdf21/04/2024 10:12:38 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარება.docx21/04/2024 10:13:33 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სკოლაში მოქმედებს სკოლის შინაგანაწესი და ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია

დოკუმენტები

შინაგანაწესი-2023-2024.pdf21/04/2024 10:15:08 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლას აქვს ორი კორპუსი.პირველი აშენებულია 1935 წელს,ხოლო მეორე-1961 წელს.ეზოს ფართობია 1,4 ჰა.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.