რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ჭილურტი

რეესტრის კოდი#1373
მოსწავლე22
მასწავლებელი17
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
დავით ილურიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

დუშეთი, სოფ. ჭილურტი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
15
თავისუფალი ადგილი
14
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2

დუშეთი სოფელი ებნისი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
10
თავისუფალი ადგილი
7
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

შევუქმნათ მოსწავლეებს უსაფრთხო, ჯანსაღი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, ცოდნის შეძენისა და რეალიზებისთვის საჭირო გარემო და პირობები. ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, მათ შორის მომავალი განვითარების გზის არჩევაში. მუდმივად ვიზრუნოთ პედაგოგთა კვალიფიკაციის ზრდასა და სოციალურ მდგრადობაზე, ხელი შევუწყოთ მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. საჯარო სკოლის ხედვა თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ, საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ჯანსაღი კონკურენცია დაგვიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. პროფესიული ზრდა და განვითარება, ეფექტიანი კომუნიკაცია, საქმის სიყვარული და ერთგულება, სიახლეების მიმღებლობა, განსხვავებული ხედვის ანალიზი, სანდოობა, ტოლერანტობა, ღიაობა, გუნდური კულტურა, სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.

დოკუმენტები

სსიპ სოფ. ჭილურტის საჯარო სკოლა - მისია, ხედვა, ღირებულებები.docx30/04/2024 09:27:19 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა

დოკუმენტები

სსიპ სოფ. ჭილურტის საჯარო სკოლის სტრუქტურა.docx30/04/2024 09:30:20 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა არსებული გამოცდილება და ახალი გამოწვევები. სკოლა ძირითად ამოცანად ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების და პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე შესაძლებელია მოხდეს ამ გეგმის გადახედვა. სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებლივ აქტებს.

დოკუმენტები

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა.pdf30/04/2024 09:37:27 · 0.21 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა წლების გამოცდილების საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთის ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომლის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.

დოკუმენტები

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf30/04/2024 09:38:42 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

1. სკოლა ვალდებულია სასკოლო დროს, სკოლის ტერიტორიაზე შექმნას სსიპ სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო. 2. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პროცედურები და მექანიზმები განისაზღვრება და რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის N 06/ნ ბრძანებით დამტკიცებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

დოკუმენტები

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკა.pdf30/04/2024 09:40:18 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ სოფ. ჭილურტის სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. 4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5. სკოლასა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

დოკუმენტები

სსიპ სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლა - შინაგანაწესი.pdf30/04/2024 09:42:06 · 0.34 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლას აქვს ორი შენობა. სოფელ ჭილურტში მდებარე შენობა აშენდა 1975 წელს, სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, 2013 წელს შეცვლილი აქვს სახურავი, გარე კარებები და ფანჯრები. სოფელ ებნისში მდება შენობა შენდა 1977 წელს, კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია, შეცვლილი აქვს სახურავი, გარე კარებები და ფანჯრები.

ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭილურტის საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტის მონაცემები სკოლის ბიუჯეტი: 400303 ლარი; შრომის ანაზღაურება: 353906 ლარი; კომუნალური გადასახადები: 74750 ლარი; სხვა ხარჯები: 0 ლარი.