დუშეთის რ-ნი სოფ. მლაშე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 8
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი საკრამული
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის ფილოსოფია
სკოლის სტრუქტურა
დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საკრამულის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.
სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი
სკოლის შენობა არის აშენებული 2005-2006 წელს. სრული რეაბილიტაცია სკოლას ჩატარებული არ აქვს. ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოხდა ორჯერ: შეცვლილია კარ-ფანჯარა, მოშენებულია შიდა საპირფარეშოები .
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.