ქ. დუშეთი, სტალინის ქ. 84
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 70
- თავისუფალი ადგილი
- 38
- სსსმ ლიმიტი
- 7
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სტალინის ქ. №84
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ქალაქ დუშეთის N2 საჯარო სკოლის მისიაა ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და სისტემური აკადემიური ცოდნით აღჭურვილი მოქალაქის აღზრდა, რომელიც მზად არის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების და ინტერესების უწყვეტი განვითარება. ხედვა: სკოლის ხედვა სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით, მშობელთა აქტიური ჩართულობით, შესაბამისი გარემოს შექმნით სკოლა უზრუნველყოფს პიროვნული, პატრიოტული, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისმცემელი, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული კონკურენტუნარიანი, გლობალურად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდას. სკოლის ღირებულებები სკოლის მისიიდან და ხედვიდან გამომდინარე, სკოლის ღირებულებებია: დემოკრატიულობა გუნდურობა პროფესიონალიზმი სამართლიანობა პასუხისმგებლობა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემა ადამიანის ღირსების და უფლებების დაფასება კანონის უზენაესობის დაფასება
სკოლა, გარდა სასწავლო პროგრამებისა, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, სასკოლო ბუფეტის მომსახურების ხელმისაწვდომობას, ჯანსაღი კვების ორგანიზებას, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას, ჯანმრთელობის დაცვისა (სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას) და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისებს, ასევე დამატებითი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას.
პროგრამები სკოლა, გარდა სასწავლო პროგრამებისა, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, სასკოლო ბუფეტის მომსახურების ხელმისაწვდომობას, ჯანსაღი კვების ორგანიზებას, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნას, ჯანმრთელობის დაცვისა (სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას) და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სერვისებს, ასევე დამატებითი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობების განხორციელებას.
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია და ა.შ.
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.