ქ. დუშეთი, სტალინის ქ. 45
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 70
- თავისუფალი ადგილი
- 28
- სსსმ ლიმიტი
- 7
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · ქალაქი დუშეთი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N47
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. არსებობის თითქმის ორსაუკონოვანი ისტორიის მანძილზე მან შეძლო წარუშლელი კვალი დაეტოვებინა არა მარტო მრავალი ათეული თაობის, არამედ მთელი ერის ისტორიაში. სკოლის ისტორია არ არის მხოლოდ პედაგოგთა თაობების მიერ შრომით და ღვაწლით განვლილი წლები. მისი ძველი კედლები ინახავს სხვადასხვა დროს აქ მოღვაწე ღირსეული ადამიანების სახელებს, იმ დიდი სიყვარულისა და ერთგულების ამბავს, რომლის გარეშე სკოლა ვერ შეძლებდა თავისი უმთავრესი მისიის შესრულებას.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა წინარე გამოცდილება და ახალი გამოწვევები. სკოლა ძირითად ამოცანად ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის 2025 – 2026 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2025-2026 წლებში.
სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი პერსონალის მართვის პოლიტიკა ვერიფიკაციის მექანიზმი სტრუქტურული ერთეულების პირების ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; თანამდებობრივი ინსტრუქციები
2020-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. კეთილმოწყობილი გარემო, სველი წერტილებითა და გათბობის სისტემით, მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით.
სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორის 2024 წლის ფინანსური ანგარიში და 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სამეურვეო საბჭოს მიერ 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა 2024 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 176.00 ლარს. 2024 წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 771000.00 ლარზე. 2024 წელს ვაუჩერული დაფინანსებიდან სკოლამ მიიღო 790652,00 ლარი. ეკონომიკური საქმიანობიდან კი მიიღო 3933,00 ლარი. ბიუჯეტით განსაზღვული თანხა ძირითადად გაიხარჯა შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამტები) და კომუნალურ გადასახადებზე. გარკვეული თანხა გაიხარჯა ოფისის ხარჯებზე (საკანცელარიო, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა) და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურებაზე. 2024 წლის ბიუჯეტში საჭირო გახდა ცვლილების შეტანა ვაუჩერული დაფინანსების გაზრდის გამო, როგორც შემოსავლით, ასევე ხარჯვით ნაწილში. 2024 წელს ფინანსური ოპერაციები განხორციელდა სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. 2025 წლის ბიუჯეტი 2025 წლის ბიუჯეტში ვაუჩერული დაფინანსებიდან მისაღები შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 970000,00 ლარი. სკოლამ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსაზღვრა ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები შემოსავალიც, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული შემოსავალი სავარაუდოდ იქნება 4000,00 ლარი. ბიუჯეტით განსაზღვული თანხა ძირითადად გაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, დანამატები) და კომუნალურ გადასახადებზე. თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ოფისის ხარჯების დასაფარად (საკანცელარიო ნივთების, ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა). 2025 წელს იგეგმება სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიხარჯება კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებზე, სასკოლო ინვენტარის შეძენაზე, ყველა იმ საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც სასკოლო საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ნორმალურად წარმართვისათვის.