დუშეთი, სოფ. პირმისაანთკარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი პირმისაანთკარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
იზრუნოს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და უწყვეტ განვითარებაზე. შექმნას, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდების აღზრდისთვის აუცილებელი, ინკლუზიური, უსაფრთხო გარემო - პირობები, ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, მათ შორის მომავალი განვითარების გზის არჩევაში. მუდმივად იზრუნოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ზრდაზე და ხელი შეუწყოს მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ, საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ჩართულობა 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. სკოლის მისიის და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იხელმძღვანელებს შემდეგი პრინციპებით და მიდგომებით: პროფესიული ზრდა და განვითარება, ეფექტიანი კომუნიკაცია, საქმის სიყვარული და ერთგულება, სიახლეების მიმღებლობა, სანდოობა, ტოლერანტობა, ღიაობა, გუნდური კულტურა, სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. შვიდ წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის წლიური სამოქმედო გეგმა.
2020-2022 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მოხდა სკოლის შენობის და ეზოს სრული რეაბილიტაცია. სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა: გარე და შიდა სპორტული მოედნები, რეკრიაციული სივრცე, სველი წერტილები, ცენტრალური გათბობის სისტემა, გარემო სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სკოლაში ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, რესურს ოთახი, კომპიუტერული ლაბორატორია. სკოლა აღჭურვილია ახალი სასკოლო ინვენტერით და კომპიუტერული ტექნიკით.