დუშეთი, სოფ. მაღაროსკარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი მაღაროსკარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლა დაარსდა 1900 წელს ვაჟა და ბაჩანა რაზიკაშვილების მიერ. არსებობის მანძილზე სკოლა მუდმივად ზრუნავს შეუქმნას მოსწავლეებს უსაფრთხო, ჯანსაღი, გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, ცოდნის შეძენისა და რეალიზებისთვის საჭირო გარემო და პირობები.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში, შრომით ხელშეკრულებებში, სასკოლო სასაწავლო გეგმაში. მათ შორის თანამშრომლობითი დამოკიდებულება საერთო საქმის მიმართ ინტერესი ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ. პერსონალის ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები და მათი საქმიანობის როლი გაწერილია დაწესებულების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.
სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული განცვითარების შვიდწლიანი გეგმა.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას.
სსიპ მაღაროსკარის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს უსაფრთხოების პოლიტიკა.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლაში მოქმედებს სკოლის შინაგანაწესი.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარის საჯარო სკოლის შენობა აშენებულია 1987 წელს. სრული რეაბილიტაცია სკოლას ჩატარებული არ აქვს. ჩატარდა ნაწილობრივ რეაბილიტაცია: შეცვლილია გარე კარ-ფანჯარა, მოწყობილია შიდა სველი წერტილები. .
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.