დუშეთი, სოფ. ლაფანაანთკარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი ლაფანაანთკარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლა არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მთავარი მიზანია უსაფრთხო, ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც აღზრდის განათლებულ, დემოკრატიული პრინციპების დამცველ, სამშობლოს ერთგულ, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღ მომავალ თაობას, რომელიც შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზებას კონკურენტუნარიან გარემოში, ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიული ქვეყნის შენებაში.
დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე მასში ასახულია ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.
სკოლას აქვს შემუშავებული და დამტკიცებული შინაგანაწესი