თბილისი, ძველი თბილისი, ვლადიმერ ვეკუას ქ. N1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ვეკუას ქუჩა №1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას სკოლაში უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, თითოეული მოსწავლის მიმართ მაღალი აკადემიური მოსწრების მოლოდინი, რათა აღზარდოს ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის მქონე, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული, ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების კლასიკური მემკვიდრეობის საუკეთესო ტრადიციების დამცველი მოქალაქეები. მომავლის ხედვა სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კონკურწნტუნარიანი და ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ინსტიტუციური ღირებულებები სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება. სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროგესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას. სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.
სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას სკოლაში შემუშავებულია ადამიანური რესურსების ნართვის პოლიტიკია, ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა. სკოლისათვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა და სკოლას ააქვს შემუშავებული მშობლებთან თანამშრომლობის დებულება.
სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში შემუშავებულია შინაგანაწესი.
სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 524732 ლარს. აქედან შრომის ანაზღაურება 483938 ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაა 15266 ლარი, კომუნალურები 13954 ლარი და სკოლის განვითარებისთვის 13511 ლარი.