რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · დუშეთი · დუშეთი, სოფელი აბანოსხევი

რეესტრის კოდი#1339
მოსწავლე104
მასწავლებელი19
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლეილა არაბული
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

დუშეთი, სოფ.წითელსოფელი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
10
თავისუფალი ადგილი
9
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1

დუშეთი, სოფ. აბანოსხევი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
15
თავისუფალი ადგილი
12
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

იზრუნოს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებასა და უწყვეტ განვითარებაზე. შექმნას, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული ახალგაზრდების აღზრდისთვის აუცილებელი, ინკლუზიური, უსაფრთხო გარემო - პირობები, ჩამოუყალიბოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები, მათ შორის მომავალი განვითარების გზის არჩევაში. მუდმივად იზრუნოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ზრდაზე და ხელი შეუწყოს მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაში. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად მუდმივი სწრაფვა თვითგანვითარებისკენ, საგანმანათლებლო სივრცეში აქტიური ჩართულობა 2030 წლისთვის დაგვიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს საქართველოს საუკეთესო სკოლებს შორის. სკოლის მისიის და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი იხელმძღვანელებს შემდეგი პრინციპებით და მიდგომებით: პროფესიული ზრდა და განვითარება, ეფექტიანი კომუნიკაცია, საქმის სიყვარული და ერთგულება, სიახლეების მიმღებლობა, სანდოობა, ტოლერანტობა, ღიაობა, გუნდური კულტურა, სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა.

დოკუმენტები

მისია.ხედვა.pdf20/04/2024 15:46:48 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სტრუქტურა.docx19/04/2024 14:33:40 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის აბანოსხევის საჯარო სკოლის 2023 – 2024 სასწავლო წლის ერთწლიანი განვითარების სამოქმედო გეგმა, გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მიზნად ისახავს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და მიზნად ისახავს გამოკვეთოს ის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელის მიხედვითაც სკოლა იხელმძღვანელებს 2023-2024 წლებში.

დოკუმენტები

სსიპ სოფელ აბანოსხევის საჯარო სკოლა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 23-24.pdf19/04/2024 12:55:00 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

აბანოსხევის საჯარო სკოლა- უსაფრთხოების პოლიტიკა 2023.pdf20/04/2024 15:55:49 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სკოლას შემუშავებული აქვს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.

დოკუმენტები

შინაგანაწესი abanosxevi 2021.pdf20/04/2024 14:50:54 · 0.45 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლის საჭიროებებს. სკოლის ბიუჯეტის ცვლილება ხდება საჭიროებიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.