ყვარელი, სოფ. ჭიკაანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 37
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი ჭიკაანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები) ჭიკაანის საჯარო სკოლის მისია სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ტოლერანტი, კრიტიკულად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, კანონმორჩილი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე თაობა, რომელსაც ექნება არა მარტო ხარისხიანი განათლება, არამედ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისა და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრების უნარი. ჭიკაანის საჯარო სკოლის ხედვა სკოლა მოსწავლეებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უსაფრთხო, მეგობრულ გარემოს, სადაც სასკოლო საზოგადოების წევრები თავს გრძნობენ დაცულად და მხარში უდგანან ერთმანეთს. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან თანამშრომლობითი, კონკურენტული გარემოთი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს და ინოვაციურ იდეებს. მასწავლებლები იყენებენ სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ეფექტური უკუკავშირის საშუალებით საშუალებას აძლევენ მათ, დაინახონ საკუთარი სწავლის პროგრესი. სკოლა ზრუნავს თითოეული მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ განვითარებაზე და ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. სკოლა აღიარებს, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი და შესაძლებლობები და ხელს უწყობს მათ მაქსიმალურად გამოვლენას. სკოლის ყველა თანამშრომელი აცნობიერებს, რომ სწავლა-სწავლება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და თითოეული მათგანი ინფორმაციას სხვადასხვა გზით ითვისებს. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეს დაინახოს და გაიაზროს საკუთარი სწავლის პროცესი, რათა მისცეს მას დამოუკიდებლად სწავლისა და გნვითარების საშუალება. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ღირებულებების განვითარებას და ზრუნავს მათ ტოლერანტ, კრიტიკულად მოაზროვნე გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე, რათა მომავალში მათ შეძლონ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოში თავის დამკვიდრება. ჭიკაანის საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ემპათია, ტოლერანტობა
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია: დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები, მატ. ტექნიკური უზ. კოორდ.; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა; სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: სახელმწიფო ენის კათედრა, დაწყებითების კათედრა, ზუსტ. და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე, კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.