ყვარელი, სოფელი სარუსო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი სარუსო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მისიაა მოზარდების პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა და განვითარება. რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ მოტივირებულ თაობად, რომლებიც იზრუნებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესის უწყვეტ განვიტარებაზე, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვაზე, შეძლებენ კომინიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან და იქნებიან კანონმორჩილი, ტოლერანტი თავისუფლად მოაზროვნე სრულფასოვანი მოქალაქეები. სკოლის ხედვა ჩვენი სკოლა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ. ვიზრუნებთ მოზარდები ჩამოვაყალიბოთ დემოკრატული კულტურის მქონე გლობალურ მოქალაქეებად, რომლებიც თავისი ცოდნითა და უნარებით კონკურენტუნარიანები იქნებიან და შეძლებენ ღირსეული წვლილი შეიტანონ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლაში. სკოლის ღირებულებები გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში არის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა და კლუბები; ხარისხის განვითარების ჯგუფი. სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023–2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. ( იხ. ქვემოთ მიბმული ფაილები: სარუსოს საჯარო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, ასევე გეგმის ანალიზი და მონიტორინგი)
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი.
სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლამ შეიმუშავა მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმები.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებას, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ შეიმუშავა საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი მექანიზმი.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს სკოლას 2023 წელს დამტკიცებული აქვს 2024 წლის ბიუჯეტი.(იხ.დანართი) სკოლის მიერ შემოსავლები მიღებულია და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამეურვეო საბჭომ 2022 წლის ბოლოს დაამტკიცა 2023 წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 6244 ლარს, ხოლო მთლიანი წლის ბიუჯეტი შედგენილი იყო ჯამში 276714 ლარზე. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 135760 ლარი. 2023 წლის იანვარში მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 125 ლარის (ხელზე ასაღები 100 ლარი) ოდენობით. 2022 წელს 01 დეკემბრის შემდეგ სტატუსი აიმაღლა ერთმა მასწავლებელმა რომლებზეც შესაბამისად გაიცა სტატუსის დანამატები. 2023 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენდა 209360 ლარს. სულ ჯამში 2023 წლის განმავლობაში სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 302768 ლარი, ხოლო ხარჯმა 252460 ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). სკოლას ესაჭიროებოდა შიდა და გარე საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება რაზედაც დაიხარჯა 6900 ლარი სკოლის საკუთარი სახსრებით>