ყვარელი, სოფ. საბუე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 45
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი საბუე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია • სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში. აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. ხედვა სკოლა შეძლებს სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს დემოკრატიულ,ჰუმანურ ცოდნაზე ორიენტირებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე,გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას,თაობები რომლებიც შეცვლიან მომავალს უკეთესობისაკენ. ღირებულებები: • გუნდურობა • გამჭირვალობა • დემოკრატიულობა • თანამშრომლობა • ობიექტურობა • განვითარება და ინოვაციურობა
სსიპ-ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს. სსიპ -ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის სასკოლო-სასწავლო გეგმა, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. უფრო კონკრეტულად კი კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო პრინციპს. სწორედ ამ პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:● მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა; შემოქმედებითი აზროვნება ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი; თანამშრომლობა ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები; კომუნიკაცია ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში; ხასიათი/ნებელობა ● მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი; სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა; მოქალაქეობა ● მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდ
. მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ საჯარო სკოლის ფინანსურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას. 2024 წლის ბოლოს დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი. მისი შედგენა ეფუძნებოდა რეალისტურ პროგნოზებს, გათვლებსა და წინა წლების გამოცდილებას. ასევე, ითვალისწინებდა სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის, ერთწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს. ბიუჯეტის დაგეგმვისას მხედველობაში იქნა მიღებული როგორც მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მოსალოდნელი შემოსავლები, ისე ეკონომიკური საქმიანობით მიღებული თანხები. საბიუჯეტო წლის დასაწყისში ბიუჯეტის ნაშთი შეადგენდა 12739 ლარს, ხოლო ჯამური ბიუჯეტი განისაზღვრა 544507 ლარის ოდენობით. საჭიროებიდან გამომდინარე, 2025 წლის განმავლობაში, ბიუჯეტში შეტანილ იქნა კორექტირებები და რამდენიმეჯერ დაზუსტდა სკოლის ბიუჯეტი. სკოლის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც 2025 წლის იანვრიდან შეიცვალა და გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტი. ამასთან, 2024 წელთან შედარებით, 2025 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 513207 ლარი. სსსმ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი დამატებითი დაფინანსება, იგივე დადგენილების საფუძველზე, წლიურად შეადგენდა 27600 ლარს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიცვალა საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალის ხელფასები, გაიზარდა 10%-ით. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, 2025 წლის დეკემბრის შემდეგ გაიზარდა/მცირედით გაიზარდა ბიუჯეტში იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. იგივე ეხება წრეების ფუნქციონირების შედეგად მიღებულ შემოსავლებსაც. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ საანგარიშო პერიოდში ჯამურად შეადგინა 3700 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდებოდა წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების გეგმის შესაბამისად, რომელიც წლის განმავლობაში დაკორექტირდა გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე. სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 544507 ლარი, ხოლო ხარჯმა 519307 ლარი. მათ შორის, სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა ლარი, საიდანაც იჯარიდან მი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტი იხარჯებოდა მიზნობრივად და რაციონალურად. ხარჯებთან დაკავშრებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდა წინასწარ განსაზღვრულ ამოცანებსა და სკოლაში რეალურად არსებულ საჭიროებებს. სკოლის მიერ განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია შეესაბამებოდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ბიუჯეტის ხარჯვის სტანდარტებს.