ყვარელი, სოფ. კუჭატანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი კუჭატანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს პატრიოტი,.მოაზროვნე,ახლის შემოქმედი -ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი,ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება. ხედვა - 2031 წელს რეგიონში იქნება მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. იქნება გამორჩეული, წარმატებული, თანამშრომლობასა და არაფორმალურ განათლებაზე ორიენტირებული სკოლა. სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა პასუხისმგებლობა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემა პატრიოტიზმი თანადგომა ტოლერენტობა
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია: დირექტორი, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მრჩეველთა საბჭო; ხარისხის განვითარების ჯგუფი, მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: სახელმწიფო ენის კათედრა, მათემატიკის და ტექნოლოგიების კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
კუჭატნის საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი
სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე, კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის შემოსავალი არის ვაუჩერული დაფინანსება, რომლის განკარგვაც ხდება მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მიღწევებისა და იმ უნარჩვევების შესაძენად, რომელიც მათ აძლევს რეალიზების შესაძლებლობას. სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ხდება სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, სასწავლო წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კრექტირება, რომელიც დასტურდება სამეურვეო საბჭოს ოქმებით.