ყვარელი, სოფ. გავაზი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 35
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
კახეთი · ყვარელი · ყვარელი, სოფელი გავაზი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, კომუნიკაბელური, შემოქმედი,ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას.სკოლა ცდილობს შეცვალოს სასკოლო საქმიანობა ბავშვის მოთხოვნილების მიხედვით! ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. სკოლის ყველა თანამშრომელი დარწმუნებულია რომ სწავლა /სწავლება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ასევე განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ არ არსებობს ერთი მიდგომით დაკანონებული სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს სხვადასხვა საჭიროებებზე დაფუძვნებული ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი. ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი ერთმანეთთან გვერდით დგომით, ურთიერთგაგებით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით . მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან კეთილმოწყობილი სასწავლო გარემოთი,კვალიფიციური სასწავლო გამოცდილებით, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებით. აქვთ საკუთარი განვითარების ინდივიდუალური გზა. ისინი არიან მოტივირებულნი,თუმცა საჭიროა მეტად გავაღვიოთ მათში სიკეთის,თავაზიანობის,სამართლიანობისა,კულტურისა და მიუკერძოებლობის გრძნობა. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებასა და წარმატებაზე, დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები გამჭირვალობა,მიუკერძოებლობა,თანამშრომლობა,ობიექტურობა,ტოლერანტობა, სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა...
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის სტრუქტურა: დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; ადმინისტრაცია: მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, ინკლ. სპეციალისტები; არა საშტატო ერთეულები: დამლაგებელი, დარაჯი, ცეცხლფარეში; მანდატური; მრჩეველთა საბჭო; მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები; სამეურვეო საბჭო; დისციპლინური კომიტეტი; პედაგოგიური საბჭო; კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა, ესთეტიკის კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 სასწავლო წლის.
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლის
სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს. სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი, სკოლას ყავს - დარაჯი, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, დადგენილია მორიგეობის გრაფიკი - შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3 პედაგოგი ზრუნავს წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები . სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. სკოლაში ბულინგის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი ჩართულია სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მოსწავლეები. მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება; მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება. სკოლას აქვს სამინიტროს მიერ შემუშავებული შინაგანაწესის პირველად ფორმაზე დაყრდნობით სკოლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ სასკოლო საზოგადოების წევრები, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭოში შემავალი მშობლები, თვითმართველობის წარმომადგენელი. სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლასა და მშობელს შორის ფორმდება ხელშკრულება , რომლითაც განსაზღვრულია: სკოლის უფლება-მოვალეობები , მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა უფლებები, მოსწავლის პერსონალური მონაცემების გამოყენება, სასწვლო დრო, დასვენების დრო , უქმე დღეები . ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების შეწყვეტის წესი. სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას
1. წინამდებარე სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის 2023 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 2986,00 (ორი ათას ცხრაას ოთხმოცდაექვსი ლარი, 00 თეთრი) ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 600436,00 ექვსასი ათას ოთხასოცდათექვსმეტი ლარი, 00 თეთრი) ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობამ მოიმატა, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 303273,00 (სამასამი ათას ორასსამოცდაცამეტი ლარი, 00 თეთრი) ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 25200,00 (ოცდახუთი ათას ორასი ლარი, 00 თეთრი) ლარი. 2023 წლის იანვარში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 125,00 (ასოცდახუთი ლარი, 00 თეთი) ლარის (ხელზე ასაღები 100,00 (ასი) ლარი) ოდენობით. 2023 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წელს, სახელფასო ხარჯი ჯამში გაიზარდა 85401,00 (ოთხმოცდახუთი ათას ოთხასერთი ლარი, 00 თეთრი) ლარით. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სკოლა არ აქვს საშუალება სრულად დაფაროს კომუნალური გადასახადების ხარჯი, რის გამოც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამატებით ჩამოერიცხა 21603,00 (ოცდაერთი ათას ექვსასსამი ლარი, 00 თეთრი) ლარის ოდენობით, რაც სრულად იქნა გახარჯული კომუნალურ გადასახადებში. სულ ჯამში 2023 წლის განმავლობაში სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 714019 (შვიდასთოთხმეტი ათას ცხრამეტი ლარი, 00 თეთრი) ლარი, ხოლო ხარჯმა 716841,00 (შვიდასთექვსმეტი ათას რვაასორმოცდაერთი ლარი, 00 თეთრი) ლარი. მათ შორის, სკოლის არასაბიუჯეტო შემოსავლებმა შეადგინა 5790,00 (ხუთი ათას შვიდასოთხმოცდაათი ლარი, 00 თეთრი) ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 10 დეკემბრის N9 სხდომაზე დამტკიცდა სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა ძირითადად გაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარის, რესურსების შეძენაზე და კომუნალურ გადასახადებზე. მცირეოდენი თანხაა გათვალისწინებული საოფისე ხარჯებზე (საკანცელარიო, ქაღალდის, ცარცის, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა). ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გაიხარჯება სხვადასხვა სახის მომსახურების შეძენაზე, მცირე სარემონტო სამუშაოებზე და ა.შ. სკოლის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა მოხმარდება ყველა იმ საჭირო საქონელსა და მომსახურებას, რომელიც სასკოლო საზოგადოების საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ნორმალურად წარმართვისათვის.