რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა

კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი ძველი ანაგა

რეესტრის კოდი#1313
მოსწავლე138
მასწავლებელი25
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ღვედაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
26/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
26/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

სიღნაღი, სოფელი ძველი ანაგა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
18
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
2
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მისია ძველი ანაგის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს ქვეყნის ტრადიციებისა და ინტერესების დამცველი, აკადემიურად წარმატებული, სულიერად და ფიზიკურად განვითარებული , საზოგადოებრივად მოაზროვნე გლობალური მოქალაქე. სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ხედვა ძველი ანაგის საჯარო სკოლა 2030 წლისთვის დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში და უზრუნველყოფს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მზარდ დინამიკას 40%-ით. სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ღირებულებები სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: თანამშრომლობა: სკოლა თანამშრომლობს თემთან, სასკოლო საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. სკოლა მხარს უჭერს მოსწავლეთა ინიციატივებს. სასკოლო საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებს. სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს მიეცემა განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რელიზების საშუალება. ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე: სკოლა სისტემატიურად აფასებს თავის საქმიანობას და გეგმავს განვითარების ინოვაციურ გზებს, ზრუნავს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, რაც პირდაპირ აისახება სწავლის ხარისხზე. სასწავლო პროცესში გამოიყენება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, აქტიურად ვცდილობთ დავნერგოთ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები სკოლაში და ყოველთვის ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე. გუნდური მუშაობა : სკოლა ორიენტირებულია გუნდური მუშაობის პრინციპებზე. სკოლის სტრუქტურული ერთეულები, თემი, საზოგადოება ემსახურება საერთო მიზნის მიღწევას. პასუხისმგებლობა - სკოლა ორიენტირებულია მიზანზე, სადაც ყველა პასუხისმგებლობას იღებს თავის ვალდებულებებსა და ინიციატივებზე, წარმატებებზე და ხარვეზებზე. სკოლა ახორციელებს საკუთარი საქმიანობის, სწავლა - სწავლების პროცესის მუდმივ მონიტორინგს, შეფასებას და გაუმჯობესებას. სკოლაში შექმნილია გარემო, სადაც არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, რაც მოსწავლეებს უქმნის სკოლისადმი მიკუთვნებულობის მაღალ განცდას.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სამეურვეო საბჭო, დირექტორი, დისციპლინარული კომიტეტი, ბუღალტერი, ინფორმაციული მენეჯერი, საქმის მწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ფსიქოლოგი, ასისტენტი, ექიმი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, დამლაგებელი, დარაჯი, მუშა. მოსწავლეთა თვითმმართველობა , დირექტორის მოადგილე, პედაგოგიური საბჭო, ქართული ენისა და ლიტერტატურის კათედრა , მათემატიკის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა , საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა , ესთეტიკა -სპორტის კათედრა, დაწყებითი კლასის კათედრა .

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf15/09/2023 15:01:55 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2030 წელი 1. მოსწვლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება სწავლა სწავლების პროცესში 1.1 სასკოლო კურიკულუმი პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებს, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციები - ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები. 1.2 მოსწავლეთა პროგრესზე ორიენტირებული განმავითარებელი შეფასების სისტემის დანერგვა; 1.3 სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე, ციფრული, ონლაინ და მუტიმედიური (ინტერაქტიური) ტექნოლოგიების აქიურად გამოყენება, არსებული რესურსების დახვეწა და განვითარება; 1.4 გამჭოლი კომპეტენციებისა (წიგნიერება, მედიაწიგნიერება, რაოდენობრივი აზროვნება, სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციები, ეკოლოგია და სხვა) და პრიორიტეტების (მეწარმეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი,და სხვა) განვითარების ხელშეწყობა; 1.5 მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარერის დაგეგმვის ხელშეწყობა; 1.6 თითოეული მოსწავლის განვითარების საჭიროებების გათვალისწინება. 1.7 სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა საგანმანათლებლო რესურსებით. 2. პედაგოგთა პროფესიული განვითარება 2.1 მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, რაც შესაბანისობაში იქნება მასწავლებლის პროფსეიულ სტანდარტთან. 2.2 მასწავლებლის სტატუსის ამაღლების ხელშეწყობა 2.3 საგნობრივი კათედრების, ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფის, კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტის მხარდაჭერა, გაძლიერება სკოლაში. 2.4 პედაგოგთა საჭიროებებიდან გამომდინარე ვებინარებში, საგნობრივ ტრენინგებში, სემინარებში, ვორქ- შოპებში, კონფერენციებში მონაწილეობა და დასწრება. 2.5 პედაგოგთა უზრუნველყოფა საგანმანათლებლო რესურსებით. 2.6 სკოლაში მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვა. 3. არაფორმალური განათლება 3.1 მოსწავლეთა თვითმმართველობის როლის გაძლიერება სკოლაში 3.2 მოსწავლეთა ინტერესისა და მოთხოვნის საფუძველზე წრეების, კლუბების ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. 3.3 საქველმოქმედო, სოციალური , გარემოსდაცვითი აქტივობების ხელშეწყობა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, თეატრალური წარმოდგენების, გამოფენა - გაყიდვების , ლაშქრობა ექსკურსიების და სხვა ღონისძიების მოწყობა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. 3.4 პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობა 3.5 დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება სკოლის მოსწავლეთა და მათი მშობლების ინტერესების შესაბამისად.

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf14/09/2023 14:35:24 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმა 2023-2024 სასწავლო წელი აქტივობა ვადები პასუხისმგებელი პირი გაზომვადი ინდიკატიორები მასწავლებლებთან და სხვა პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; სექტემბერი დირექტორი ხელშეკრულებები სასკოლო სასწავლო გეგმისა (შეფასების ფორმების, დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილის, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის და სხვა) შემუშავება სექტემბერი სამეურვეო საბჭო/ პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწვლ გეგმა წლის საგნობრივი კურიკულუმის შექმნა, საზიარო სივრცეში განთავსება მთელი წელი კათედრები სკოლის სოციალურ ქსელში გაზიარებული კურიკულუმი თვითმართველობის არჩევნები ოქტომბერი დირექტორის მოადგილე ოქმი დისციპლინარული კომიტეტის არჩევნები ოქტომბერი დირექტორი ოქმი მომავალი ფინანსური წლის შესყიდვების გეგმის დამტკიცება ნოემბერი დირექტორი ბრძანება მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება ნოემბერი- დეკემბერი სამეურვეო საბჭო სამეურვეო საბჭოს ოქმი 10 დეკემბრის ანგარიშის მომზადება დეკემბერი დირექტორი სამეურვეო საბჭოს ოქმი 1. მოსწვლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება სწავლა სწავლების პროცესში ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება აგვისტო, მაისი ბიბლიოთეკარი კატალოგი დიაგნოსტიკური ტესტირება 1 -12 კლასი ოქტომბერი/მაისი საგნის პედაგოგოგები მოსწავლეთა ნამუშევრები მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება ოქტომბერი საგნის პედაგოგები/სპეც. მასწავლებელი ინდ. გეგმები მე-4 მე-6 კლასელთა მონაწილეობა პროექტ- შეფასება განვითარებისთვის მაისი დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა შედეგები ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით მშობლებთან უკუკავშირის არხის გააქტიურება, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან ინდივიდუალურად. მთელი წელი დირექტორი/დირექტორის მოადგილე/ საგნის მასწავლებლები/ კლასის დამრიგებელი ელექტრონული ჟურნალი მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებში, კონფერენციებში მთელი წელი დირექტორის მოადგილე/კლასის დამრიგებელი მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები, სერთიფიკატები შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზები მთელი წელი საგნის მასწავლებელი/კათედრა შემაჯამებლის ანალიზები 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა მონაწილეობა/ დასწრება სავალდებულო ტრენინგებზე წლის განმავლობაში საგნის მასწავლებლები მასწავლებლის სახლის მიერ გაცემული ცნობა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა და კონსულტირება; წლის განმავლობაში კათედრა ოქმი გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება სასწავლო წლის განმავლობაში კათედრები ოქმი, დასწრების ფორმა საგნობრივ კათედრებთან შეხვედრა და კათედრის სამოქმედო გეგმის შემუშავება; სექტემბერო-ოქტომბერი კათედრა კათედრის თავმჯდომარე ოქმი მასწავლებელთა უზრუნველყოფა საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით წლის განმავლობაში დირექცია შესაბამისი რესურსები მასწავლებელთა მონაწილეობა კონფერენციებში წლის განმავლობაში საგნობრივი კათედრები სერთიფიკატები მასწავლებელთა წახალისება წლის განმავლობაში საგნობრივი კათედრები/დირექცია ჯილდო/ პრემია/ მადლობის გამოცხადება/სერთიფიკატი 2. არაფორმალური განათლება კლუბებისა და წრეების სამუშაო გეგმების შემუშავება ოქტომბერი წრის/კლუბის ხელმძღვანელი კლუბების სამუშაო გეგმები გამოფენებში, კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა წლის განმავლობაში საგნის მასწავლებელი სოციალური ქსელი თვითმმართველობის კვირეული ოქტომბერი ნოემბერი დირექტორი, დირექტორის მოადგილე ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი. შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი მთელი წელი სპორტის მასწავლებელი /კათედრა ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი. ეროვნული და საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ( მწვანე კალენდარი) მთელი წელი საგნის მასწავლებლები/კათედრა ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი. შეხვედრა სხვადსხვა პროფესიის ადამიანებთან მთელი წელი მოსწავლეთა თვითმმართველობა ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი. ექსკურსია / ლაშქრობების მოწყობა მთელი წელი მოსწავლეთა თვითმმართველობა/მშობლები/ კლასის დამრიგებელი ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი. თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მთელი წელი სასკოლო საზოგადოება / კლუბის ხელმძღვანელი ფოტომასალა,სამუშაო გეგმა,სოციალური ქსელი.

დოკუმენტები

წლიური სამოქმედო გეგმა.pdf14/09/2023 14:43:31 · 0.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი   ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობდა 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის ფილოსოფიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახული იყო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგენეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. ანგარიშის სახით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეივსო ქვემოთ მოცემული ცხრილი თითოეული სტრატეგიული მიმართულების/ამოცანის/აქტივობის შესრულებასთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე შესაბამისი პირების ჩართულობით თითოეულ აქტივობას მიენიჭა სტატუსი: „შესრულდა“, „ნაწილობრივ შესრულდა“, „არ შესრულდა“ და საბოლოოდ, გაკეთდა განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზი. სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა ზოგადი საკითხების მიმდინაარეობის შესახებ სკოლაში მასწავლებლებთან და სხვა პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; სასკოლო სასწავლო გეგმისა (შეფასების ფორმების, დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილის, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის და სხვა) შემუშავება წლის საგნობრივი კურიკულუმის შექმნა, საზიარო სივრცეში განთავსება თვითმართველობის არჩევნები დისციპლინარული კომიტეტის არჩევნები მომავალი ფინანსური წლის შესყიდვების გეგმის დამტკიცება მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება 10 დეკემბრის ანგარიშის მომზადება 1. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება სწავლა სწავლების პროცესში სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება სწავლა სწავლების პროცესში სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება დიაგნოსტიკური ტესტირება 1 -12 კლასი მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება მე-4 მე-6 კლასელთა მონაწილეობა პროექტ- შეფასება განვითარებისთვის ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით მშობლებთან უკუკავშირის არხის გააქტიურება, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან ინდივიდუალურად. მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო ოლიმპიადებში, კონფერენციებში შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზები 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სასწავლო პროცესის მონიტორინგის და შეფასების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება მასწავლებელთა მონაწილეობა/ დასწრება სავალდებულო ტრენინგებზე მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა და კონსულტირება; გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება საგნობრივ კათედრებთან შეხვედრა და კათედრის სამოქმედო გეგმის შემუშავება; მასწავლებელთა უზრუნველყოფა საჭირო საგანმანათლებლო რესურსებით მასწავლებელთა მონაწილეობა კონფერენციებში მასწავლებელთა წახალისება 3. არაფორმალური განათლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები მონიტორინგის შედეგები შესრულდა ნაწილობრივ შესრულდა არ შესრულდა შენიშვნა არაფორმალური განათლება არაფორმალური განათლების ხელშეწყობის საშუალებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სწავლა სწავლების პროცესში კლუბებისა და წრეების სამუშაო გეგმების შემუშავება გამოფენებში, კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა თვითმმართველობის კვირეული შიდა სასკოლო სპორტული ფესტივალი ეროვნული და საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ( მწვანე კალენდარი) შეხვედრა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ექსკურსია/ ლაშქრობების მოწყობა თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

მოსწავლის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის წესი სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა 2023 წელი მუხლი 1. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის პრინციპები და მნიშვნელოვანი ფაქტორები მოსწავლის სასკოლო პროცესში ადაპტაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ფაქტორები: ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი; ბ) უფროსი და-ძმის / მშობლის გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე – ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას; დ) იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი ან კულტურული განსხვავებულობა, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის დამრიგებლის/პედაგოგის როლი. მან უნდა სცადოს, რომ თუნდაც თანამედროვე თარგმნის საშუალებების გამოყენებით, გააცნოს მოსწავლეებს კონკრეტული კულტურის ზოგადი მახასიათებლები მათთვის საინტერესო კუთხით, გამოხატოს პატივისცემა იმ კონკრეტული კულტურის მიმართ, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლესთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშები და ა.შ. ე) დამრიგებლის/პედაგოგის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ დავალებებს, თამაშებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია. ვ) მშობლის ფაქტორი – მოსწავლის სკოლაში ადპტაციისათვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა თუ დეზადაპტაციის ტემპების შესახებ, რათა დროულად იქნას დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება; ზ) ფსიქოლოგის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდება დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლეზე ფსიქოლოგის დაკვირვება და შემდგომი აქტივობების დაგეგმვა; თ) საორიენტაციო ვიზიტი – სასწავლო პროცესის დაწყებამდე ან პირველივე დღეს უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს დათვალიერება, გაცნობა, მოსწავლისათვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მიწოდება. მუხლი 2. პირველკლასელთა ადაპტაცია 2.1. პირველ კლასელის ადაპტაციისათვის, პირველ რიგში, სასურველია ბავშვისთვის სკოლის შესახებ პოზიტიური განწყობის შექმნა; 2.2. მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლასის დამრიგებლის, მასწავლებლისა, ფსიქოლოგის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები. ადაპტაციას შესაძლებელია ხელი შეუწყოს დაგეგმილმა თამაშებმა, მოსწავლისათვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებამ, სასურველი ქცევის წახალისებამ, თანაკლასელებთან კომუნიკაციამ, წყვილსა და ჯგუფში მუშაობამ ა.შ.; 2.3. საბავშვო ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელების მოწვევა სკოლაში შენობის დათვალიერების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენების, სპორტულ და მხატვრულ ღონისძიებებზე დასასწრებად სასკოლო გარემოსთან შეგუების მიზნით. მუხლი 3. სსსმ მოსწავლეთა ადაპტაცია 3.1. სსსმ მოსწავლეთა წარმატებული ადაპტაციისთვის საჭიროა ინფორმაცია ბავშვის ფუნქციური, სოციალურ-ემოციური, წინა აკადემიური, უნარების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესების, ქცევის თავისებურებების და პიროვნული მახასიათებლების ცოდნა. სკოლამ აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიპოვოს ბავშვის ოჯახთან თანმიმდევრული კომუნიკაციით. ობიექტურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ბავშვის საჭიროებები და მოცემულია სასწავლო პროცესისა და გარემოს მორგების რეკომენდაციები. 3.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეგისტაციის შემთხვევაში, სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის საჭიროებები (მაგალითად ფიზიკური გარემოს ადაპტირებასთან დაკავშირებული საჭიროებები), რათა მომავალმა მოსწავლემ შეძლოს გარემოში თავისუფლად გადაადგილება. 3.3. რიგ შემთხვევებში, შეიძლება გამოიკვეთოს ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების მობილიზების საჭიროებაც (სპეციალური მასწავლებელი, ბავშვის ინდივიდუალური ასისტენტი და სხვა). აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დროულად უნდა მოხდეს სათანადო სპეციალისტების შერჩევა. 3.4. მნიშვნელოვანია, სკოლის მხრიდან მშობლებმა მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია, თუ რა დამხმარე სერვისებია

დოკუმენტები

მოსწავლეთა ადაპტაციის წესი 2023.pdf19/09/2023 14:22:35 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა 2023 წ თავი I მოსწავლის და მოსწავლის მეურვის კანონიერი უფლებები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სკოლა არის ადგილი, სადაც რეალიზდება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - განათლების უფლება. მხოლოდ სკოლის მოსწავლის სტატუსის მოპოვება არ არის საკმარისი ამ უფლების დასაცავად. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების (შემდგომ „მეურვის“), სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით: 2.1. სკოლას აქვს შინაგანაწესი; 2.2. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის სამეურვეო საბჭო; 2.3. სკოლას ყავს დისციპლინური კომიტეტი; 2.4. სკოლის ექიმი 2.5. თითოეულ კლასს ყავს დამრიგებელი; 2.6. სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა. 3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. მუხლი 2. მოსწავლისა და მისი მეურვის კანონიერი უფლებები 1. მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და სკოლის მიერ დადგენილი წესების გაცნობას თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა. 2. ინფორმაცია მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციის ან კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულად ეგზავნება ყველა მოსწავლეს. 3. თითოეული მოსწავლის მეურვესთან სკოლა აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები. მუხლი 3. სკოლის შინაგანაწესი 1. თითოეული მოსწავლე და მისი მეურვე ვალდებულია იცნობდეს შინაგანაწესს 2. მოსწავლეებსა და მათ მეურვეებს ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებელი გააცნობს შინაგანაწესს, ასევე შინაგანაწესში შეტანილ ცვლილებებს ცვლილების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 3. თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს: 3.1. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; 3.2. ხელშეუხებელი იყოს მისი რელიგიური თავისუფლება; 3.3. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან; 3.4. დასაბუთებული უარი თქვას სკოლის მიერ დაწესებული სასკოლო ფორმის ტარებაზე, ან შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში მოითხოვოს სკოლისგან მისი შეძენა; 3.5. არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ეთნიკური, რელიგიური, გენდერული იდენტობის შესახებ; 3.6. არ გაამჟღავნოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ თუ ეს საფრთხეს არ უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას ან მოსწავლის სიცოცხლეს; 3.7. ფლობდეს ინფორმაციას სკოლის მიერ მოსწავლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება, მონაცემების დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, რა გზით შეგროვდა მონაცემები, ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები გაცემის საფუძვლისა და მიზნის მითითებით; 3.8. სკოლის დირექტორთან წარადგინოს საჩივარი/მოთხოვნა სკოლის პერსონალის ან სხვა მოსწავლის ან სხვა მოსწავლის მეურვის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება; 3.9. თოთოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს საჩივარი/მოთხოვნა სკოლის დირექტორის მხრიდან თავისი უფლებების დარღვევის გამო და მოითხოვოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება; 3.10. დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით, რაც არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან; 3.11. იცნობდეს სკოლის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას; 3.12. სკოლის მიერ დადგენილი წესების დაცვით შეუზღუდავად ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკით; 3.13. სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სკოლის მიერ დადგენილი წესით ისარგებლოს სკოლის სხვა სივრცეებით: სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი და სხვა. 3.14. თავისუფლად შეიკრიბონ სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით სკოლის წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ასევე ამ შეკრებაზე მიიწვიონ სხვა პირი; 3.15. შექმნას სასკოლო კლუბები, მოსწავლეთა თვითმმართველობა ან სხვა გაერთიანება. 4. მეურვეს უფლება აქვს: 4.1. მოითხოვოს სკოლის შენობაში შესვლა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს, ან განსხვავებულ პერიოდში სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით; 4.2. მოითხოვოს ინდივიდუალური შეხვედრა მასწავლებელთან, სკოლის დირექციის წარმომადგენელთან, სკოლის ფსიქოლოგთან, სკოლის ექიმთან; 4.3. ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ზომების შესახებ. მუხლი 4. სასკოლო სასწავლო გეგმა 1. ყველა მოსწავლესა და მის მეურვეს აქვს უფლება იცნობდეს სასკოლო სასწავლო გეგმას. სასკოლო სასწავლო გეგმა განთავსებულია სკოლის ვებგვერდზე 2. სასკოლო სასწავლო გეგმას ყოველწლიურად შეიმუშავებს სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. სასკოლო სასწავლო გეგმის ზოგიერთი საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს მოსწავლეებთან/მეურვეებთან. 3. სსსმ მოსწავლის ან სხვა მოსწავლის ინდივ

დოკუმენტები

გასაჩივრების-პროცედურები 2023 წ.pdf19/09/2023 14:29:33 · 0.6 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია 2020 წელს. სკოლა ადაპტირებულია, აღჭურვილია ინტერნეტით, ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსით და ინვენტარით.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულია 2023 წლის ბიუჯეტი , სახელწიფო შესყიდვების გეგმა და შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირი.

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2023 20.06.pdf19/09/2023 14:43:32 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე