სიღნაღი, სოფელი ბოდბე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 21
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი ბოდბე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მ ი ს ი ა სსიპ-სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის საჯარო სკოლის მისიაა, შექმნას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო და აღზარდოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი, კომუნიკაბელური და კანონმორჩილი პიროვნებები. შესძინოს მათ საჭირო ცოდნა და უნარი, განავითარონ საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები, შეითვისონ 21-ე საუკუნისთვის საჭირო, გლობალური კომპეტენციები, გარემოსდაცვითი და ტექნოლოგიური უნარები, შეძლონ შეძენილი ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი და საზოგადოებაში თვითრეალიზაცია. იყვნენ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების მატარებელი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქეები და მუდმივად იაზრებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება და შეცვალონ საკუთარი ქვეყანა და მსოფლიო უკეთესობისკენ. ხ ე დ ვ ა სსიპ-სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბოდბის საჯარო სკოლა ესწრაფვის გახდეს ცნობადი, წარმატებული თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო დაწესებულება; აკმაყოფილებდეს თანამედროვე მოთხოვნებს: აღიჭურვოს უახლესი სასწავლო ტექნოლოგიებით და დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური კადრებით, ემსახურებოდეს დემოკრატიას და გამჭირვალობას. მისცეს თითოეულ მოსწავლეს ხარისხიანი განათლება, აუმაღლოს სწავლის მოტივაცია, განუვითაროს თანამედროვე უნარები, მისცეს დამოუკიდებლად ცხოვრების და აზროვნების შესაძლებლობა, საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის საჭირო რესურსები. სკოლის მიზანია ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი, ჰყავდეს მაღალკვალიფიციური კადრები, ჰქონდეს მართვის დემოკრატიული მიდგომები და ეფექტური სისტემა; იყოს კონკურენტუნარიანი, სწრაფად რეაგირებდეს წარმოქმნილ პრობლემებზე; შექმნას ესთეტიკურად ლამაზი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, სადაც ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავი იგრძნოს დაცულად, შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და თანამედროვე,21-ე საუკუნის გამოწვევებთან ღირსეული გამკლავება. 2030 წლისთვის სსიპ- სოფელ ბოდბის საჯარო სკოლა იქნება თანამედროვე,უმაღლესი სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული დაწესებულება, სადაც სასწავლო პროცესი იქნება ხარისხიანი, კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე დაფუძნებული და მოემსახურება სამეწარმეო უნარებით აღჭურვილი, მედიაწიგნიერი თაობის აღზრდას. იზრუნებს მოსწავლეებში არაფორმალური განათლების გაძლიერებასა და პროფესიული ორიენტაციის სწორად დაგეგმვაზე და სოფლისთვის საჭირო პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება მათ. 2030 წლისთვის სკოლა იქნება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი აქტიური და კონკურენტუნარიანი სასწავლო დაწესებულება. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ საქმიანობა ბავშვთა მოთხოვნების მიხედვით. ღირებულებები სკოლის მისიის და გამოცხადებული ხედვის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • სამართლიანობა; • ტოლერანტობა; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების დაგეგმვა, რესურსების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელის შეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; • გუნდურობა.
დირექტორი, ბუღალტერი, საქმის მწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, დამლაგებელი, დარაჯი, მუშა. სამეურვეო საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა , პედაგოგიური საბჭო, ქართული ენისა და ლიტერტატურის კათედრა , მათემატიკის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა , საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, უცხო ენების კათედრა , ესთეტიკა -სპორტის კათედრა .
1. სკოლის შინაგანაწესის და სხვა საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების განახლება, ახალი რედაქციით დამტკიცება მასწავლებლებთან და სხვა პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; სექტემბერი დირექტორი . სასკოლო სასწავლო გეგმისა (შეფასების ფორმების, დღის რეჟიმის, გაკვეთილების ცხრილის, მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის და სხვა) შემუშავება სექტემბერი პედაგოგიური საბჭო წლის საგნობრივი კურიკულუმის შექმნა, საზიარო სივრცეში განთავსება სექტემბერი კათედრები.დირექცია სკოლის მისიის,ხედვის,ღირებულებების შემუშავება და საზიარო სივრცეში განთავსება სექტემბერი სასკოლო საზოგადოება,დირექცია სტრატეგიული გეგმის მეთოდოლოგიის შემუშავება და საზიარო სივრცეში განთავსება ოქტომბერი სასკოლო საზოგადოებადირექტორი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და სკოლის ვებგვერდზე განთავსება ოქტომბერი სასკოლო საზოგადოება,დირექტორი მომავალი ფინანსური წლის შესყიდვების გეგმის დამტკიცება ნოემბერი დირექტორი,ბუღალტერი მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება ნოემბერი სამეურვეო საბჭო 10 დეკემბრის ანგარიშის მომზადება დეკემბერი დირექტორი 2. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება აგვისტო, მაისი ბიბლიოთეკარი საოფისე მასალების შეძენა სექტემბერი, იანვარი დირექცია, სამეურვეო საბჭო 3. საინფორმაციო არხების გამართვა სკოლის ვებგვერდის მუდმივი განახლება სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად ვებ-გვერდის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი. კათედრების საქმიანობის მონიტორინგი იანვარი, ივნისი მონიტორინგის ჯგუფი ელექტრონული ჟურნალის წარმოება, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებთან ოქტომბერი, დეკემბერი, მაისი,ივნისი დამრიგებლები მშობლის უკუკავშირის კითხვარის შევსება, შედეგების ანალიზი სექტემბერი,იანვარი,ივნისი დამრიგებლები მოსწავლეთა ხმის მიღების/უკუკავშირის ეფექტიანი სისტემის შექმნა ეტაპობრივად მოსწავლეთა თვითმართველობა 4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ღია და სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება და ჩატარება; სასწავლო წლის განმავლობაში კათედრები მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა და კონსულტირება; სასწავლოწლის განმავლობაში კათედრის თავმჯდომარეები, ხარისხის მართვის ჯგუფი გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება სასწავლო წლის განმავლობაში კათედრები 4. საგნობრივი კათედრების ეფექტურად ფუნქციონირების ხელშეწყობა საგნობრივ კათედრებთან შეხვედრა და კათედრის სამოქმედო გეგმის შემუშავება; სექტემბერი კათედრების თავმჯდომარეები კათედრების მიერ ღონისძიებების განსახორციელებელი გეგმისა და გრაფიკის შემუშავება და ჩატარება; სასწავლო წლის განმავლობაში კათედრების თავმჯდომარეები კათედრის სხდომების, კათედრაზე და კათედრებს შორის შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება სასწავლო წლის განმავლობაში კათედრების თავმჯდომარეები საჭიროებაზე დაფუძნებული შიდა სასკოლო ტრენინგების ჩატარება სასწავლო წლის განმავლობაში დირექტორი, ხარისხის მართვის ჯგუფი კათედრის მუშაობის სემესტრული ანალიზის წარდგენა იანვარი, ივნისი კათედრების თავმჯდომარეები 5. სასწავლო პროცესის მართვა მოსწავლეთა განვითარების დინამიკის-დადგენა და რეიტინგის განსაზღვრა წელიწადში ორჯერ დირექტორი, დამრიგებლები შემაჯამებელი წერების მონიტორინგი თითოეული სემესტრის ბოლოს დირექტორი,კათედრების თავმჯდომარეები შიდა სასკოლო და საქალაქო სასწავლო საგნობრივ ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა საჭიროებისამებრ,წლის განმავლობაში. კათედრები სადამრიგებლო პროგრამის, დამრიგებელთა აღმზრდელობითი სამუშაო გეგმების მომზადება- განახლება. საჭიროებისამებრ,წლის განმავლობაში კათედრები განმავითარებელი შეფასებების გაზიარება მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის დეკემბერი, მარტი, ივნისი დამრიგებლები,საგნის მასწავლებლები ისგ ჯგუფების შექმნა და ისგ გეგმების შემუშავება შსს. მოსწავლის არსებობის შემთხვევაში სადამრიგებლო პროგრამის, დამრიგებელთა აღმზრდელობითი სამუშაოს ანალიზის წარდგენა იანვარი, ივლისი დამრიგებლები დაბალი მზაობის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის შექმნა ოქტომბერი ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი 6. მშობელთა ჩართულობის გააქტიურება სკოლასა და მშობლის შორის ხელშეკრულების დადება სექტემბერი საქმისმწარმოებელი მშობლებთან შეხვედრები აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დამრიგებლები მშობელთა კლუბის შექმნა და მუშაობისათვის ხელისშეწყობა მთელი წლის განმავლობაში დამრიგებლები 7. არაფორმალური განათლება კლუბებისა და წრეების სამუშაო გეგმების შემუშავება ოქტომბერი კლუბის და წრის ხელმძღვანელები კლუბებისა და წრეების მუშაობის ანგარიშების წარდგენა იანვარი, ივლისი კლუბის და წრის ხელმძღვანელები გამოფენებში, კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა წლის განმავლობაში კათედრები,დამრიგრბლები,მოსწავლეთა თვითმმართველობა. დამატებითი საქმიანობის ანგარიშგების მკაფიოდ განსაზღვრული სისტემის შექმნა ნოემბერი, დეკემბერი ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი 8. ტრადიციული ღონისძიებები სასწავლო წლის გახსნა 15 სექტემბერი ესტეთიკის, დაწყებითის კათედრა მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი საღამო 27 ოქტომბერი დირექტორი STEM ფესტივალი ნოემბერი საბუნებისმეტყველო კათედრა საახალწლო კარნავალი დეკემბერი თვითმართველობა ტვინების ბრძოლა ოქტომბერი საზოგადოებრივი მეცნ კათედრა კალათბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი ოქტომბერი, ნოემბერი სპორტის კათედრა მხიარული სტარტები დეკემბერი სპორტის კათედრა სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მიღება სექტემბერი, მაისი საბუნებისმეტყველო კათედრა დაუნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაისი, ივნისი დამრიგებლ