თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სამღერეთის 3
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 44
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სამღერეთის ქუჩა №3
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს მისცეს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანამედროვე და მომავლის მოთხოვნების შესაბამისი მდგრადი განათლება. ჩამოაყალიბოს კრიტიკულად მოაზროვნე, ჰუმანური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის ხედვაა მოსწავლეებს მისცეს ისეთი განათლება, რომელიც ეფუძნება უახლეს განათლებისა და სწავლების მეთოდებს, პატივს სცემს ეროვნულ ღირებულებებს და მათი გათვალისწინებით აღიარებს სხვათა უფლებებს. სკოლა უზრუნველყოფს: მიაწოდოს მოსწავლეებს მრავალფეროვანი ინფორმაცია; განუვითაროს ინდივიდუალური და გუნდური პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები; ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას; განუვითაროს ადაპტაციის უნარი. სკოლის ღირებულებებია: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. სკოლის მიზნები: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება.
სკოლის სტრუქტურული სქემა
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით არასავალდებულო ხასიათის ფასიან საგანმანათლებლო/სააღმზრდელო მომსახურებას წრეების სახით. თუმცა ამ ეტაპზე ფასიანი წრეები არ ფუნქციონირებს. საჭიროების შემთხვევაში, წრეები შეიქმნება დირექტორის ბრძანებით. ამჟამად, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, სკოლის მიერ გაცემულია იჯარის ფორმით ფართები, სადაც ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: კალათბურთი, ფრანბურთი, ცურვა, ქართული ცეკვები, ხატვა, ძიუდო და ტანვარჯიში.
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლის შინაგანაწესი
სსიპ ქალაქ თბილისის N190 საჯარო სკოლა შედგება ორი შენობისაგან ძირითადი და დამხმარე. ძირითადი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია რესურსოთახი, ბიბლიოთეკა, ექიმისა და მანდატურის ოთახები. სკოლის შემოსასვლელში არის პანდუსი და ძირითადი შენობის ორივე ფლიგელში დამონტაჟებულია ლიფტები და ადაპტირებული სველი წერტილები შშმ მოსწავლეებისთვის. სკოლაში ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორიები. დამხმარე შენობაში განთავსებულია სააქტო და სპორტული დარბაზები.
სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და დამატებითი ეკონომიური შემოსავლები.