რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლა

კახეთი · სიღნაღი · სიღნაღი, სოფელი მაღარო

რეესტრის კოდი#1297
მოსწავლე144
მასწავლებელი29
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
სოფიო ღვინიაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
10/10/2024
ავტორიზაციის დასრულება
10/10/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

სიღნაღი, სოფელი მაღარო

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
13
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სსიპ -სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის მისიაა, გამოავლინოს მოსწავლეთა პოტენციალი, რათა შემდეგში ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, საზოგადოებაში ინტეგრირებულ, სამართალსა და ადამიანის უფლებების დამცველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქეებად, რითაც ისინი შეძლებენ თანამედროვე გლობალურ სამყაროში რეალიზაციას. სკოლა დიდი ფილოსოფოსის და მეცნიერის XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორის სოლომონ დოდაშვილის სახელს ატარებს, ამიტომ ჩვენი მიზანია მოსწავლეები აღიზარდონ ეროვნული სულისკვეთებით, განუვითარდეთ მამულისადმი სიყვარული და თავდადება. ხედვა სკოლის გუნდს გააზრებული აქვს, რომ საჯარო სკოლა მომავალში იქნება სასკოლო ცხოვრებითა და კულტურით გამორჩეული სკოლა მუნიციპალიტეტში. სკოლის მიზანია, მოსწავლეებს შესთავაზოს მრავალფეროვანი სწავლა-სწავლების მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მოზარდი შეძლებს 21-ე საუკუნის უნარების დაუფლებას. ღირებულებები სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • კეთილგანწყობილი და თანამშრომლობითი გარემო, რომელიც გულისხმობს ურთიერთობას თემთან, სასკოლო საზოგადოებასა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან; • მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელშიც იგულისხმება მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული ზრდა, რომელიც უკავშირდება სწავლის ხარისხს; • ინკლუზიური და ტოლერანტული გარემოს შექმნა, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები; • ჯანსაღი გარემო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სრულყოფილ განათლებას და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღესა და თავისუფლებას; • გამჭვირვალობა - სკოლის საქმიანობა, ხედვა და ღირებულება საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

• სამეურვეო საბჭო; • სკოლის დირექცია; • პედაგოგიური საბჭო; • მოსწავლეთა თვითმმართველობა; • დისციპლინური კომიტეტი;

დოკუმენტები

სტრუქტურული ერთეულების სამუშაო აღწერის დოკუმენტი.pdf27/06/2024 14:04:11 · 10.89 MB
სკოლის სტრუქტურა.pdf12/09/2024 10:14:54 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.pdf12/09/2024 10:12:08 · 0.22 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2024-2025).pdf12/09/2024 10:15:17 · 0.24 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2024-2025).pdf12/09/2024 10:15:18 · 0.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ანალიზი მონიტორინგის (2024-2025 სასწავლო წელი).docx25/12/2025 17:07:40 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები3 დამატებითი მასალა

სსიპ - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები;

დოკუმენტები

მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის წესი.pdf27/06/2024 14:20:01 · 1.71 MB
მოსწავლის ჩარიცხვის საფეხურის დაძლევის, მობილობის სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის წესი.pdf27/06/2024 14:20:02 · 6.7 MB
მოსწავლის, პერსონალის, მშობლის-კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვა.pdf27/06/2024 14:20:04 · 4.25 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

სკოლის შინაგანაწესი.pdf27/06/2024 13:56:44 · 10.71 MB
გასაჩივრების პროცედურები.pdf27/06/2024 14:20:41 · 4.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

2024 წლის სკოლის ბიუჯეტი

დოკუმენტები

სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი.pdf27/06/2024 14:29:34 · 1.54 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე