რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი წყაროსთავი

რეესტრის კოდი#1287
მოსწავლე48
მასწავლებელი18
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია ნადირაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
12/09/2024
ავტორიზაციის დასრულება
12/09/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო, სოფ. წყაროსთავი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
55
თავისუფალი ადგილი
54
სსსმ ლიმიტი
6
სსსმ თავისუფალი ადგილი
6
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და აკმაყოფილებს ესგ-ს მოთხოვნებს. სკოლის მისია გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე და ორიენტირებულია სკოლის საზოგადოებაზე და სკოლის, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციის არსებობაზე. სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლის მისიაა იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული სასწავლო აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს; გახდის კონკურენტუნარიანს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას. მისცემს საშუალებას სრულად გამოავლინოს თითოეულმა ინდივიდუალური პოტენციალები, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების, პრობლემის გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა აღიზარდოს განვითარებული ქვეყნის პროგრესული უნარ-ჩვევების მქონე საზოგადოება, ინტელექტუალური, საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციების და ღირებულებების პატივისმცემელი, ტოლერანტი, ადამიანური რესურსების სრულყოფილი მაჩვენებლებით, რაც დაეხმარებათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა: ✓ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდა; ✓ მოსწავლეთა გონებრივი და ფიზიკური განვითარების თანაბარი და უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა; ✓ კანონმორჩილებისა და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრება; ✓ ემსახუროს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცოდნის წარმატებით გადატანას და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციაში. სკოლა, ოჯახთან ერთად, ზრუნავს მოსწავლის უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე. სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა მისიისა და ხედვის პოზიციიდან გამომდინარე არის საზ ოგადოებისათვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირი სოციო-კულტურული სივრცე. სკოლა თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის, პირველადი დახმარების აღმოჩენას და საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას. ჩვენი სკოლა მუდმივად ხელს უწყობს, როგორც თანამშრომლობითი გარემოს შექმნას სკოლის საზოგადოების წევრებისთვის, ასევე ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვას. ორგანიზებას უწევს სპორტულ, სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც არიან ჩართულნი. სკოლაში ვითვალისწინებთ ცალკეული მოსწავლის შესაძლებლობებს და ინტერესებს. სკოლას გააჩნია სსსმ მოსწავლის სასწავლო სივრცესა და პროცესში ადაპტაციის პრაქტიკა. სკოლა მუშაობს არაფორმალური განათლების მიმართულებაც. მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებულ კონკურსებში, პროექტებში და საგანმანათლებლო აქტივობებში. სკოლის მართვა პროცესზე ორიენტირებულ მიდგომაზე დაყრდნობით ხორციელდება. მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავება/ გაზიარება და შემდგომ გასაჯაროება, ეს არის ის ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც სკოლა გეგმავს მიაღწიოს დასახულ მიზანს. 4 წლის წინ მისიის და ხედვისა ჩამოყალიბებაში სასკოლო საზოგადოების გარკვეული ნაწილი იყო ჩართული. მონაწილე პირებს განემარტათ მისიის და ხედვის სწორად ჩამოყალიბების მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების განვითარებაში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელიც დაკომპლექტებული იყო დირექციის წარმომადგენლებისაგან, მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისა (თვითმმართველობის წარმომადგენლები) და მშობლებისგან. ჯგუფებმა განიხილეს ვერსიები, გააერთიანეს იდეები და ჩამოაყალიბეს სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ; ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში დამრიგებლები მშობელთა კრებებზე, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშობლებსა და მოსწავლეებს აცნობენ სასკოლო სასწავლო გეგმას, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები, რასაც ისინი ადასტურებენ ხელმოწერით. ასევე, სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის მისია და ხედვა გამოკრულია ფოიეში. დამრიგებლები ასევე აცნობენ მოსწავლეებს სკოლის შინაგანაწესის საჭირო მუხლებს. ასევე, შინაგანაწესიც გამოკრულია ფოიეში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას. პედაგოგიურ საბჭოზე მასწავლებლები ეცნობიან სასკოლო სასწავლო გეგმას, შინაგანაწესს, რასაც ასვე ხელის მოწერით ადასტურებენ. ვებ- გვერდის საშუალებით ეს დოკუმენტი არის გაზიარებული .

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf22/07/2024 13:23:34 · 0.51 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

წყაროსთავის სკოლა--7 წლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf18/03/2024 14:50:19 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

წყაროსთავის საჯარო-ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 (1).pdf18/03/2024 14:53:25 · 0.24 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში

დოკუმენტები

საჩივრის ფორმა.docx18/03/2024 15:49:37 · 0.01 MB
საჩივრის-ფორმა.doc18/03/2024 15:49:37 · 0.04 MB
წყაროსთავის საჯარო სკოლაში შემოსული განცხადებისა და საჩივრის განხილვის პროცედურა.docx18/03/2024 15:49:37 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის ინფრასტრუქტურა არის ძველი რეაბილიტირებული, სკოლაში არის ცენტრალური გათბობა, ადაპტირებული საპირფარეშოები, პანდუსი, სარინელი, სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია, სამედიცინო კაბინეტი; მოწესრიგებული გარე სპორტული მოედანი; რესურსოთხი;

ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

დანართი 19-დირექტორის ანგარიში ფინანსებზე.doc27/03/2024 11:04:20 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე