ყაზბეგი, სოფ.გორისციხე
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · ყაზბეგი · ყაზბეგი, სოფელი გორისციხე
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის მისიაა ყველა დაინტერესებულ მხარის (მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე) ურთიერთთანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო და ინკლუზიური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, განათლებული, სამოქალაქო პასუხისმგებლობით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდას. სკოლის ხედვა სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც 2030 წლისთვის შეძლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებას და ამ ბაზაზე მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე პედაგოგების დახმარებით შექმნის ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც აღიზრდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სერიოზულ წვლილს შეიტანენ საქართველოსა და ჩვენი სასაზღვრო რეგიონის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით: • კოლეგიალობა და გუნდური მუშაობა; • სამართლიანობა და თანასწორობა; • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა; • სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი; • ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
სკოლა ახორციელებს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პროგრამას, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის პროგრამას და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის პროგრამას.