რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლა

მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი ძეგვი

რეესტრის კოდი#1273
მოსწავლე316
მასწავლებელი32
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
დავით ნავდარაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
16/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
16/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

მცხეთა, სოფელი ძეგვი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
45
თავისუფალი ადგილი
26
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის მისიაა სკოლის სამი მთავარი ფიგურის - მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მივაღწიოთ აღმზრდელობითი პროცესის მთავარ ღირებულებას - თავისუფალი ადამიანის აღზრდას თავისუფალ გარემოში. უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ხარისხიანი განათლების მიცემით, დამოუკიდებელი, კრიტიკული, ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებით მოვამზადოთ კანონმორჩილი, ჰარმონიულად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, ადაპტაციის უნარის მქონე, ეროვნული ინტერესების გამტარებელი, ტოლერანტი, საზოგადოებრივად აქტიური, დემოკრატიული პრინციპების მქონე მოსწავლეები მომავალი გამოწვევებისათვის. სკოლის ხედვა სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ხედვაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობით შექმნას უსაფრთხო, ეფექტური, ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, სადაც მოსწავლეთა 70%-ს ექნება კარგი და მაღალი სასკოლო მოტივაცია, ხოლო 30% სკოლისადმი დადებითი დამოკიდებულება. სკოლის ხედვა დაეფუძნება პრინციპს, რომ იყოს მუდმივ განათლებაზე ორიენტირებული, ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი. სკოლის ხედვით უნდა მოხდეს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს, როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად. მოზარდმა უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. მოახერხოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება და მომავალში არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობას შორის. სკოლის ღირებულებები სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ღირებულებებია: ინკლუზიური გარემო - ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განათლების ერთნაირი პირობები და თანამონაწილეობა მთლიან სასკოლო საქმიანობაში. მრავალფეროვნება - ჩვენ ვიცით და ვიაზრებთ სკოლაში არსებულ მრავალფეროვნებასა და გაკვეთილების დაგეგმვის, სწავლების და შეფასებისას ვითვალისწინებთ ამას. გამჭირვალობა და საჯაროობა - ჩვენ გვაქვს ღია მმართველობა, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ფორმალური და არაფორმალური განათლების და ურთიერთქმედება - ჩვენ კარგად გვესმის, ადამიანის მთელი არსებობა წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესი ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.

სტრუქტურა4 დამატებითი მასალა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: • სამეურვეო საბჭო (სკოლის სამეურვეო საბჭო შედგება 7 წევრისგან, სადაც შესულები არიან თანაბარი რაოდენობით მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლე); • დირექცია (დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ბუღალტერი), • ადმინისტრაცია (საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი); • პედაგოგიური საბჭო (30 მასწავლებელი); • საგნობრივი კათედრები (8 კათედრა: სახელმწიფო ენის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, უცხო ენების, მათემატიკის, ესთეტიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, დაწყებითი); • დისციპლინური კომიტეტი (თანაბარი რაოდენობით შედიან 2 მასწავლებელი, 2 მშობელი და 2 საშუალო საფეხურის მოსწავლე); • მოსწავლეთა თვითმმართველობა (მის შემადგენლობაში შედიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები თანაბარი რაოდენობით); • მანდატურის სამსახური; • უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო (სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლაში მოქმედებს უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია სკოლის დირექტორის ბრძანებით და მისი ფუნქცია-მოვალეობები შეესაბამება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვარის ბრძანებით №06/ნ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. საბჭოს ევალება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და სკოლის დირექტორისათვის წარდგენა შემდგომი რეაგირებისათვის; საბჭო უზრუნველყოფს მანდატურის სამსახურისა და სკოლის კოორდინირებულ მოქმედებას. საბჭო იკრიბება წელიწადში მაქსიმუმ 4-ჯერ. სკოლას ემსახურება მანდატურის სამსახური და მათი დებულების მიხედვით სკოლაში მოქმედებს როტაციის პრინციპის გათვალისწინებით 2 მანდატური.) • ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ; • ტექნიკური პერსონალი(3 დარაჯი და 2 დამლაგებელი, ექიმი). • სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში, შრომით ხელშეკრულებებში, სასკოლო სასაწავლო გეგმაში. მათ შორის თანამშრომლობითი დამოკიდებულება საერთო საქმის მიმართ ინტერესი ხელს უწყობს სკოლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები საკუთარ ფუნქცია-მოვალეობებს ასრულებენ დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ. პერსონალის ფუნქციები, მოვალეობები, ამოცანები და მათი საქმიანობის როლი გაწერილია დაწესებულების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. სკოლას ემსახურება პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი: ნატალია დულუზაური ქ. მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სკოლამდელი განათლების სპეციალისტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ტელ: 551 08 16 29 ელ. ფოსტა: natalia.duluzauri@mes.gov.ge

დოკუმენტები

სტრუქტურა.pdf14/11/2023 11:11:36 · 0.03 MB
პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.docx03/11/2025 10:29:55 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა_2023-2030

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა_ძეგვი.pdf06/02/2024 12:28:25 · 4 MB
სკოლის განვითრების სტრატეგიული გეგმა 2023-2030.pdf16/10/2025 13:35:50 · 3.62 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა_ 2023-2024

დოკუმენტები

სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf14/11/2023 11:06:58 · 1.71 MB
ერთწლიანი სამუშაო გეგმა 2025-2026.pdf16/10/2025 14:15:31 · 7.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგი

დოკუმენტები

სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგები.pdf31/10/2025 12:55:15 · 0.85 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა და შესრულების ანგარიში.pdf18/11/2025 13:38:12 · 5.66 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

,,პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის" ფარგლებში 2018 - 2022 წლებში სკოლას გაფორმებული ჰქონდა მემორანდუმი ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯთან. საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის მიმდინარეობდა კურსი ორი მიმართულებით: სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი და მეხილეობა. მოწავლეთა მხარდაჭერის მიზნით სკოლა ჩართულია საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამაში.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები11 დამატებითი მასალა

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის შინაგანაწესი

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf09/11/2023 15:45:39 · 9.75 MB
მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესი.pdf16/10/2025 13:39:50 · 2.85 MB
მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი.pdf16/10/2025 13:39:51 · 1.05 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf16/10/2025 13:39:51 · 2.79 MB
შინაგანაწესი 2025-2026.pdf16/10/2025 15:12:26 · 12.11 MB
გასაჩივრების დეტალური პროცედურების დებულების შესახებ_ბრძანება.pdf13/11/2025 10:35:15 · 3.03 MB
კანონიერის უფლებების დაცვის მექანიზმის შესახებ_ბრძანება N240.pdf13/11/2025 10:35:16 · 5.2 MB
ბრძანება N247_ადამიანური რესურსებისა მართვისა და განვითარების დოკუმენტი.pdf17/11/2025 13:33:48 · 6.84 MB
სკოლაში ახალი თანამშრომლის სამუშაოზე მიღებისა და ადაპტაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ.pdf18/11/2025 10:09:54 · 5.07 MB
ბრძანება N267_რემედიაციის განხორციელების წესი.pdf02/12/2025 11:33:12 · 1.28 MB
ბრძანება №167ნ_მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ.pdf06/05/2026 11:29:07 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის შენობა რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მილენიუმის პროგრამის ფარგლებში. საკლასო ოთახები აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით. სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა. უზრუნველყოფილია დენისა და წყლის უწყვეტი მიწოდებით, საკლასო ოთახებს აქვს ბუნებრივი განათება, დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალური სისტემა, სველი წერტილები განთავსებულია პირველ სართულზე, არის ადაპტირებული საფირფარეშო. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა სპორტული ინვენტარით. სკოლაში არ მოქმედებს ბუფეტი. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის სასწავლო დროის ნებისმიერ მონაკვეთში, მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით. სკოლის შენობა დაფარულია როგორც ინტერნეტ ქსელით, ასევე WiFi მოწყობილობებით. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლებს შუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერი კათედრის კომპიუტერით, აგრეთვე დაწყებითი კლასების ყველა დამრიგებელს აქვს სამუშაოდ კომპიუტერები, რომელიც ჩართულია ინტერნეტ ქსელში. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლა სწავლების პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის , მათი ინტეგრაციისს და ზოგადად სკოლაში ინკლუზიური გარემოს შექმნის ერთ-ერთი წინაპირობაა მოსწავლეზე მორგებული , ადაპტირებული გარემო. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლას აქვს პანდუსი, რომელიც ხელს უწყობს ეტლით მოსარგებლე მოსწავლის შეუფერხებელ გადაადგილებას, სკოლის პირველ სართულზე განთავსებულია ადაპტირებული საპირფარეშო. სასწავლო პროცესის წარმართვისათვის სკოლაში არსებობს მრავალფეროვანი რესურსით აღჭურვილი რესურს-ოთახი. რესურს ოთახში მუშაობა მაქსიმალურად უწყობს ხელს სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართულობას და განვითარებას. რესურს-ოთახი აღჭურვილია ტექნიკით ( პერსონალური კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი ). ოთახში მრავლადაა განმავითარებელი რესურსები.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სკოლის 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 861 040.00 ლარს შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 772 060.00 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია -87 980.00 ლარი

დოკუმენტები

ბიუჯეტის გეგმა.pdf21/03/2024 12:39:46 · 0.21 MB
2026 წლის ბიუჯეტის პროექტი - Copy -.xlsx16/10/2025 14:21:19 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე