მცხეთა, სოფელი წეროვანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი წეროვანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მ ი ს ი ა სწავლა/სწავლების პროცესში მოსწავლეთა შესაძლებლობების, საჭიროებების, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს წიგნიერი, დემოკრატიული კულტურის, მულტილინგვური, რაოდენობრივი და ციფრული კომპეტენციის მქონე, სოციალური, მეწარმეობის უნარებითა და სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვილი ახალგაზრდის აღზრდას, რომელიც ინტერკულტურული დიალოგის წარმართვით შეძლებს კარგად გაიაზროს საკუთარი თავი და კულტურა, დაინახოს საკუთარი ადგილი მსოფლიოში და ხელი შეუწყოს გლობალური უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას, ჯანსაღი კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და კვლევისათვის აუცილებელი გარემოსა და პირობების შექმნა. ხ ე დ ვ ა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N1 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები - ორიენტაცია მუდმივ განვითარებაზე - ზრუნვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებაზე და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სიახლეებზე მისაწვდომობის ხელშეწყობა გუნდურობა - სკოლისთვის პრიორიტეტია, რომ მისი საქმიანობის დაგეგმვა/წარმართვა/შეფასებაში ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე (ადმინისტრაცია, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) და მათ ჰქონდეთ სკოლის განვითარების საერთო გაზიარებული ხედვა, რომელიც ორიენტირებული იქნება სკოლის მისიასა და მიზნებზე გამჭვირვალობა - სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, სკოლა არის ღია და მისი ღიაობა აისახება შესაბამს წესებსა და პროცედურებში, ასევე საინფორმაციო საშუალებებში (ვებგვერდი, სოციალური ქსელი); თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები - სკოლა ორიენტირებულია განავითროს ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელშიც სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს იგრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, დაცულად, უსაფრთოდ, მიუხედავად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი სხვა ნიშნით. სასკოლო საზოგადოების თოთოეულ წევრს მიეცემა განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების საშუალება.
სკოლის სტრუქტურა
სტრატეგია არის ორგანიზაციის მიერ მრავალწლიან პერსპექტივაში დანახული განვითარების მიმართულება. მასში განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს სკოლას განაგრძოს განვითარება. სტრატეგიული განვითარების გეგმა ფასდება მისი მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. სტარტეგიული გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს: სტრატეგიულ მიზნებს ამოცანებს შესრულების ვადებს
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ასახავს სტრატეგიულ გეგმაში (შვიდწლიან გეგმაში) წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს. სამოქმედო გეგმა აუცილებლად უნდა მოიცავდეს: სტრატეგიულ მიზნებს; ამოცანებს; აქტივობებს; შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს/სტრუქტურულ ერთეულებს; შესრულების ვადებს; შესრულების ინდიკატორებს; რესურსებს.
შინაგანაწესი სკოლის შინაგანაწესი იქმნება სკოლის დირექტორის მიერ და მას ამტკიცებს სამეურვეო საბჭო. სკოლის შინაგანაწესი არეგულირებს დისციპლინურ გადაცდომებს. შინაგანაწესი გამოკრულია სკოლაში და ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის, ასევე სკოლის თემისთვის.
ბიუჯეტი