მცხეთა, სოფელი წეროვანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 100
- თავისუფალი ადგილი
- 40
- სსსმ ლიმიტი
- 10
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 10
მცხეთა-მთიანეთი · მცხეთა · მცხეთა, სოფელი წეროვანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე ვითარდება აკადემიურად , სოციალურად და ფიზიკურად. რათა ისინი ჩამოყალიბდნენ თავისუფალ პიროვნებებად. ამისათვის საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულის მიმართ. სკოლა იზრუნებს მოსწავლეთა პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და გენდერული მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, რათა მოამზადოს საკუთარი თემისა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეები. სკოლა მოსწავლეებს აძლევს ღირებულ სასწავლო გამოცდილებას, რასაც უზრუნველყოფს ინოვაციური მეთოდებით, კონკურენტუნარიანობითა და პედაგოგთა კვალიფიციურობით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და ტოლერანტობაზე. ვქმნით სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს და მხარს ვუჭერთ მოსწავლის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ჩვენ ვაძლიერებთ არაფორმალურ განათლებას და ვზრდით კრიტიკულად შემოქმედებითად მოაზროვნე, პრობლემების გადამჭრელ, ნოვატორ, თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვაყალიბებთ მართვის დემოკრატიულ სისტემას, კვლევაზე დაფუძნებით ვავლენთ გამოწვევებს და ერთობლივად ვნერგავთ გადაჭრის სტრატეგიებს. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში. რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები • თანასწორობა • პატივისცემა/ტოლერანტობა • ურთიერთთანამშრომლობა • სამართლიანობა • გამჭვირვალობა • შემოქმედებითობა/ნოვატორობა • მიზანდასახულობა ურთიერთთანამშრომლობას ვაღწევთ სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით. პატივისცემა და ტოლერანტობა მიიღწევა ერთიანი სოციალური პროექტებით. (დისკუსიები, დებატები, ფილმების ჩვენება -განხილვები, კონფერენციები). ამ ღირებულებების ინტეგრირებას ვახდენთ სასწავლო პროცესში, სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტებსა და არაფორმალურ შეხვედრებშიც. ჩვენი გუნდი ზრუნავს ინფორმაციის გამჭირვალობაზე სხვადასხვა გზით. ანგარიშვალდებულებებით (სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმართველობის ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა მიმართ, მოსწავლეთა მიწვევა სამეურვეო საბჭოზე და ა. შ.). სამართლიანობა მიიღწევა ერთმანეთის მოსმენით, გამჭვირვალე გარემოს შექმნით, კანონის დაცვითა და მოსწავლისთვის კანონების განმარტების გზით. ადამიანის მთავარი ღირებულებების (სიტყვის თავისუფლება, საკუთარი აზრის დაფიქსირება) პატივისცემის გზით. ჩვენი სკოლა მოსწავლეებში აძლიერებს არაფორმალური და ფორმალური განათლების მეშვეობით (დისკუსიები, დებატები, ფილმების ჩვენება-განხილვებით, კონფერენციებით) ტოლერანტობის, მრავალფეროვნების მართვის, სამეწარმეო უნარ-ჩვევებს. ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ადამიანის უფლებათა დაცვას და სხვა გამჭოლი უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების გათავისებას
სკოლის სტრუქტურა
სტრატეგიული განვითარების გეგმა
წლიური სამოქმედო გეგმა
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები
იფრასტრუქტურა
სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი