დედოფლისწყარო, სოფელი ოზაანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი ოზაანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები მისია: ხარისხიანი განათლების მეშვეობით სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს უკეთესი მომავალი თაობა. ხედვა: სწავლა- სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეეწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი, პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას. თაობები, რომლებიც შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ. ღირებულებები: • პროფესიონალიზმი • საქმის სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და კეთილსინდისიერება • სხვათა შრომის მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, • მიუკერძოებლობა • ერთგულება • ინდივიდუალური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა • პროფესიული ზრდა - განვითარება • გუნდური მუშაობა
1. დირექტორი - პასუხისმგებელია სკოლის მართვაზე, სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის წარმართვაზე. 2.საქმისწარმოებელი - უზრუნველყოფს სკოლის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და სამართლებრივ საქმეებს. 3.ბუღალტერი - პასუხისმგებელია სკოლის ფინანსურ საკითხებზე, ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური ანგარიშგებების შედგენაზე. 4.დარაჯი - პასუხისმგებელია სკოლის უსაფრთხოებას, ტერიტორიაზე შესვლასა და გამოსვლას, ასევე სკოლაში წესრიგის დაცვას. 5.ცეცხლფარეში - პასუხისმგებელია სკოლის შენობის უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას. 6.დამლაგებელი - პასუხისმგებელია სკოლის სისუფთავეს, შენობისა და კლასების გაწმენდისა და მოვლა-შენახვის საკითხებზე. 7.მასწავლებელი - პასუხისმგებელია საგნების სწავლებაზე, სასწავლო პროცესის განხორციელებაზე და მოსწავლეთა შეფასებაზე. 8.სპეც. მასწავლებელი - უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლებასა და დახმარებას. 9.ფსიქოლოგი-პასუხისმგებელია ინლკუზიური განათლების მხარდაჭერაზე 10.სსსმ პირის ასისტენტი-უწევს დახმარებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებს. 9.ექიმი - პასუხისმგებელია სკოლის ჯანმრთელობის საკითხებზე, პირველადი დახმარების გაწევასა და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მონიტორინგზე. 10.პედაგოგიური საბჭო - აკონტროლებს სასწავლო პროცესს, განსაზღვრავს სასწავლო გეგმებსა და სტანდარტებს. 11.სამეურვეო საბჭო - უზრუნველყოფს სკოლის მართვის ეფექტიანობას, ხვდება მნიშვნელოვან საკითხებზე და იღებს შესააბამის გადაწყვეტილებებს. 12.დისციპლინური კომიტეტი - განიხილავს მოსწავლეთა ქცევის დარღვევების საკითხებს და ადგენს შესაბამის ზომებს. 13.თვითმმართველობა - მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იღებს მონაწილეობას სკოლის მართვის პროცესში და წარმართავს სხვადასხვა აქტივობებს