დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 60
- თავისუფალი ადგილი
- 49
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი სამრეკლო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია ჯანსაღ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში ხარისხიანი განათლებით, თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების მიცემით, პროფესიული ორიენტაციის განვითარებით კონკურენტუნარიანი ეროვნული ღირებულებების მქონე ახალგაზრდების აღზრდა . სკოლის ხედვა თითოეული მოსწავლე ხარისხიანი განათლებით აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება და რეალიზება ცხოვრების განმავლობაში. სკოლის ღირებულებები 1. უსაფრთხოება და დაცულობა 2. განათლების მაღალი ხარისხი 3. პროფესიონალიზმი 4. გუნდური მუშაობა 5. სამართლიანობა
სკოლას გააჩნია პასუხისმგებლობის სტრუქტურა. იხ. მიბმული ფაილი.
შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. იხ.მიბმული ფაილი იხ.მიბმული ფაილი 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სამრეკლოს საჯარო სკოლამ განახორციელა ექვსთვიანი მონიტორინგი და წარმოადგინა ანგარიში. იხ.მიბმული ფაილი
სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის პირველი ვერსია წარმოადგენდა რამდენადმე ხარვეზიან დოკუმენტს (არ იყო შექმნილი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიური დოკუმენტის მიხედვით) და მას ჩაენაცვლა ახალი დოკუმენტი . მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. იხ.მიბმული ფაილი
სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა, თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფწსიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში. სასკოლო პროგრამები და მხარდამჭერი სერვისები გაწერილია სკოლის სამოქმედო გეგმაში. დამატებითი მომსახურების სახით 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეებს ვთავაზობთ : დაწყებით საფეხური- ისტ-ს მოყვარულთა კლუბი ,,ციფრული მოქალაქეები",რომლის მიზანია მოსწავლეებში ციფრული, ტექნიკური და კოგნიტური უნარების განვითარება. შეხვედრები შედგება კვირაში ორი დღე. საბაზო საფეხურზე - ისტორიის კლუბი ,,მკვლევარები", რომლის მიზანია სოციალური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. შეხვედრები შედგება კვირაში ერთი დღე. უცხო ენის კლუბი ,,Reading Lovers" , რომლის მიზანია კოგნიტური და შემოქმედებითი უნარების განვითარება, კლუბში არსებული ინტერაქციული გარემო ,რითაც საშუალება მიეცემათ გადალახონ ენობრივი ბარიერები. შეხვედრა შედგება კვირაში ორი დღე. საშუალო საფეხური - ქართული ენისა და ლიტერატურის ,,ლიტერატურის მოყვარულთა კლუბი'', რომლის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს შემოქმედებითი უნარი, აღუძრას მრავალფეროვანი ლიტერატურის გაცნობის სურვილი და განუვითაროს კრიტიკული აზროვნება.შეხვედრა შედგება კვირაში ერთი დღე. ფამატებითი ინფორმაცია განთავსებულია სკოლის საინფორმაციო დაფაზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. იხ.მიბმული ფაილები
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. იხ.მიბმული ფაილები
1. სამრეკლოს საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირებულია 2. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისათვის შესაბამის ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსებით. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით. გამართულია ინტერნეტი, ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, სკოლაში არის საკმარისი რაოდენობით სასკოლო ინვენტარი. წიგნადი ფონდი განახლებულია, არის შესაბამისობაში სკოლის სასწავლო გარემოსთან.არსებული წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლია როგორს მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ისეთი ლიტერატურითაც, რომელთა გატანაც ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება, შეუძლიათ ადგილზე გამოიყენონ სამკითხველო დარბაზი.
წარმოდგენილია ფინანსური ანგარიში იხ.მიბმული ფაილი