დედოფლისწყარო, სოფ. გამარჯვება
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 19
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, სოფელი გამარჯვება
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ - პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მისიაა სკოლის, თემისა და საზოგადოების აქტიური ჩარევით აღზარდოს განათლებული, კანონმორჩილი, გარემოს დამცველი ტოლერანტი მოქალაქე. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას. • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა სწავლების მაღალ ხარისხზე. • ჩვენ ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში 2019 - 2020 სასწავლო წლიდან. • ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებრივ ინტერესსა და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას. • ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე. • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება. • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას. ჩენ ვართ შედეგზე ორიენტირებულები და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს. ჩვენი სკოლის მომავლის ხედვა სსიპ - პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.
1. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობისათვის შესაბამის ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსებით. სკოლაში ფუნქციონირებს 26 ლეპტოპი, 9 პერსონალური კომპიუტერი, STEM - ის ლაბორატორია, 6 პროექტორი, გამართული ინტერნეტი, wi – fi, ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზით, სკოლაში არის საკმარისი რაოდენობით სასკოლო ინვენტარი. წიგნადი ფონდი გასაახლებელია, არის შესაბამისობაში სკოლის სასწავლო გარემოსთან.არსებული წიგნადი ფონდით სარგებლობა შეუძლია როგორს მოსწავლეებს და მასწავლებლებს, ისე მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ისეთი ლიტერატურითაც, რომელთა გატანაც ბიბლიოთეკიდან არ შეიძლება, შეუძლიათ ადგილზე გამოიყენონ სამკითხველო დარბაზი.