დედოფლისწყარო, 9 აპრილის მე-4 შესახვევი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 36
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
კახეთი · დედოფლისწყარო · დედოფლისწყარო, 9 აპრილის ქ. №148
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა მიზნად ისახავს შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. შექმნას მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისათვის საჭირო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება. აღზარდოს სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდა, რომელიც მომავალი წარმატებებისათვის მუდმივად იზრუნებს აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლის ხედვა მოამზადოს მოსწავლე წარმატებისთვის, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე ცხოვრებისეულად. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ის ღირებულებები, რომელიც გარემოში ადაპტაციისა და ცხოვრებისეული პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის საშუალებას იძლევა. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.