რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლა

კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი მელაანი

რეესტრის კოდი#1242
მოსწავლე102
მასწავლებელი23
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანი მთავრიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
07/10/2024
ავტორიზაციის დასრულება
07/10/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

გურჯაანი, სოფ. მელაანი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
17
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია აღზარდოს განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი და კონკურენტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე,ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. სკოლის ხედვა სკოლა მომავალი შვიდი წლის განმავლობაში დემოკრატიული მართვის გზით იზრუნებს შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, წამახალისებელი გარემო, რისთვისაც ეფექტურად გამოიყენებს არსებულ ადამიანურ რესურსებს, ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და იზრუნებს მის მუდმივ განვითარებაზე. სკოლის მრავალწლიანი გამოცდილება და 21-ე საუკუნის გამოწვევების გათვალისწინება თვალსაჩინოს ხდის სკოლის ხედვასა და სამომავლო გეგმებს . ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, საკუთარი პოტენციალის სრულყოფილად გამოვლენას, მომზადებას თანამედროვე გამოწვევებისთვის. სკოლა უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების, მოსწავლეთა და მშობელთა თანამშრომლობით სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების მომზადებას თანამედროვე გამოწვევებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის. სკოლის ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: 1. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი • სკოლა იზრუნებს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე შეძლებს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. 2. უსაფრთხო ,ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემო • ჩვენ, უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებით, უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას, ინფორმაციულ უსაფრთხოებას. 3. პასუხისმგებლიანობა და კეთილსინდისიერება • ჩვენ მიერ გაცემული დაპირებების შესრულებით, საკუთარ ქმედებასა ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობის აღებით და ადეკვატური რეაქციით, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებით, მოსწავლეებს ვაძლევთ პასუხიმგებლობის კარგ მაგალითს. ვასწავლით მათ პასუხიმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებაზე, უმოქმედობაზე და გადაწყვეტილების შედეგზე. 4. სამართალიანობა • ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. 5 . ზრუნვა მუდმივ განვითარებაზე: • ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწავლა/სწავლება და განვითარება უწყვეტი პროცესია, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ როგორც საკუთარ, ისე მოსწავლეთა მუდმივ ზრდა-განვითარებაზე. 6. სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესება • სკოლის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოებასთან, მათ შორის მოსწავლეებთან, მშობლებთან ურთიერთობის სისტემის ჩამოყალიბება. ვუზრუნველყოფთ სასკოლო საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე პროცესებზე, წარმატებებსა და ინიციატივებზე. სწორედ ამიტომ, სკოლის მმართველობითი კოლეგიური ორგანოების შემადგენლობა დაკომპლექტებულია როგორც სკოლის თანამშრომლების, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისაგან. 7. სიყვარული: • ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს - ურთიერთობებს, სწავლას, პასუხისმგებლობას, უსაფრთხოებას - საფუძვლად უდევს სიყვარული.

დოკუმენტები

სკოლის მისია,ხედვა და ღირებულებები.docx10/09/2024 14:39:24 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურული სქემა. (იხ. ფაილი)

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურული სქემა.docx23/09/2024 14:44:00 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული განვითარების გეგმა.მელაანის საჯარო სკოლა.docx10/09/2024 14:42:55 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი:  განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე  დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლები   ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024– 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი.მელაანის საჯარო სკოლა (2).docx18/09/2024 09:00:59 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები51 დამატებითი მასალა

ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.იხ ფაილი თანამდებობრივი ინსრუქციები.იხ.ფაილი სასკოლო საზოგადოების წევრების ინიციატივების მხარდაჭერის სქემა.იხ ფაილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი.იხ ფაილი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი.იხ ფაილი მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.იხ ფაილი ციფრული განვითარების გეგმა.იხ ფაილი ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება.იხ ფაილი ბიბლიოთეკის დებულება.იხ ფაილი ლაბორატორიის გამოყენების წესი.იხ ფაილი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.იხ ფაილი

დოკუმენტები

დანართი 11 - ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.pdf22/05/2024 13:34:28 · 7.61 MB
დანართი 20 - ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცება.pdf13/06/2024 09:30:40 · 3.31 MB
დანართი 21 - ციფრული განვითარების გეგმის დამტკიცება.pdf13/06/2024 09:30:42 · 2.09 MB
დანართი 22 - მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.pdf13/06/2024 09:30:42 · 2.26 MB
დანართი 28 - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი.pdf13/06/2024 09:30:43 · 2.47 MB
დანართი 18 - პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი.pdf13/06/2024 09:30:46 · 4.58 MB
დანართი 15.სასკოლო საზოგადოების წევრების ინიციატივის მხარდაჭერის სქემა.docx13/06/2024 09:30:48 · 0.25 MB
დანართი 10 - თანამდებობრივი ინსტრუქციები.pdf13/06/2024 09:30:48 · 11.61 MB
დანართი 12 - ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულება.pdf13/06/2024 10:23:54 · 2.92 MB
დანართი 14 - ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი.pdf13/06/2024 10:23:55 · 2.82 MB
დანართი 17.მოსწავლის,პერსონალის,მშობლის კანონიერი წ-ის უფლების დაცვა.pdf13/06/2024 10:24:03 · 5.62 MB
დანართი 24 - ლაბორატორიის გამოყენების წესის დამტკიცება.pdf13/06/2024 10:24:06 · 2.48 MB
დანართი 23 - ბიბლიოთეკის დებულება.pdf13/06/2024 10:24:07 · 4.87 MB
დანართი N100 - ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმა.docx17/06/2024 14:01:08 · 3.77 MB
დანართი N 109 - ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა.docx17/06/2024 14:01:10 · 0.03 MB
დანართი N 108 - რთული ქცევის მართვის გეგმა.docx17/06/2024 14:01:10 · 0.03 MB
დანართი N 105 - ინკლუზიური განათლების მონიტორინგის ჯგუფის ბრძანება.docx17/06/2024 14:01:11 · 1 MB
დანართი N 104 - ისგ- შეფასება.docx17/06/2024 14:01:11 · 4.69 MB
დანართი 83.მშობლებთან ურთიერთობის დებულება.pdf17/06/2024 14:01:13 · 2.83 MB
დანართი 82.მშობელსა და სკოლას შორის დადებული ხელშეკრულება (1).pdf17/06/2024 14:01:14 · 1.59 MB
დანართი 32 - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.pdf17/06/2024 14:01:15 · 1.08 MB
დანართი 31 - მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის წესი.pdf17/06/2024 14:01:15 · 1.07 MB
დანართი 30 - მოსწავლეთა ადაპტაციის ხელშეწყობის წესი (1).pdf17/06/2024 14:01:16 · 2.95 MB
დანართი 29 - მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf17/06/2024 14:01:17 · 8.49 MB
4-კლასი.მე და საზოგადოება.docx14/07/2024 12:02:37 · 1.45 MB
3-კლასი.მე და საზოგადოება.docx14/07/2024 12:02:38 · 0.55 MB
მათემატიკაი I კლ..docx14/07/2024 12:02:39 · 0.81 MB
მათემატიკა VI კლ..docx14/07/2024 12:02:39 · 0.09 MB
მათემატიკა V კლ..docx14/07/2024 12:02:39 · 0.07 MB
მათემატიკა IV კლ..docx14/07/2024 12:02:39 · 0.09 MB
მათემატიკა III კლ..docx14/07/2024 12:02:40 · 2.54 MB
მათემატიკა II კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.29 MB
ისტ V კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.05 MB
ისტ V I კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.05 MB
ისტ IV კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.04 MB
ისტ III კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.03 MB
ისტ II კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.03 MB
ისტ I კლ..docx14/07/2024 12:02:41 · 0.03 MB
ინგლისური VI კლ.docx14/07/2024 12:02:42 · 0.06 MB
ინგლისური V კლ..docx14/07/2024 12:02:42 · 0.08 MB
ინგლისური IV კლ.docx14/07/2024 12:02:42 · 0.06 MB
ინგლისური III კლ..docx14/07/2024 12:02:42 · 0.15 MB
ინგლისური II კლ.docx14/07/2024 12:02:42 · 0.07 MB
ინგლისური I კლ.docx14/07/2024 12:02:42 · 0.18 MB
ბუნებისმეტყველება VI.docx14/07/2024 12:02:42 · 0.22 MB
ბუნებისმეტყველება V კლ..docx14/07/2024 12:02:42 · 0.22 MB
ბუნებისმეტყველება IV კლ..docx14/07/2024 12:02:43 · 0.05 MB
ბუნებისმეტყველება IIკლ.docx14/07/2024 12:02:43 · 0.06 MB
ბუნებისმეტყველება III კლ..docx14/07/2024 12:02:43 · 0.06 MB
ბუნებისმეტყველება I კლ..docx14/07/2024 12:02:43 · 0.41 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

გასაჩივრების წესი იხ. დანართი

დოკუმენტები

გასაჩივრების წესი.pdf15/04/2024 16:56:50 · 1.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის ფოტოები.docx16/07/2024 20:35:42 · 3.93 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები2 დამატებითი მასალა

ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდგენთ სსიპ - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის საჯარო სკოლის, 2022-2023 სასწავლო წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ვაუჩერული დაფინანსება, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელი იქნებოდა ბანკის სარგებლიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის სავარაუდო ბიუჯეტში, რომელიც შეიქმნა 2022 წლის დეკემბრის თვეში, წინა წლიდან გადმოსული სავარაუდო ნაშთი შეადგენდა 15000 ლარს, ამიტომ 2023 წლის სავარაუდო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 485282 ლარით. 2023 წლის დასაწყისში, კერძოდ იანვრის თვის ბოლოს, ხელფასების ცვლილებასთან დაკავშირებით (გაიზარდა ვაუჩერი) და რეალურად წინა წლის ნაშთის სხვაობის გამო, გარკვეული ცვლილებების განხორცილება, რაც ასახული იქნა სკოლის კორექტირებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებებით. წლის განმავლობაში გაუთვალისწინებელი ხარჯის და სსსმ მოსწავლეების სწავლებისთვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსების ცვლილების გამო კვლავ დაგვჭირდა ბიუჯეტის ცვლილება. ყოველი ბიუჯეტის ცვლილება ხდება სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. 2023 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. მცირეკონტიგენტიანი, მთის სტატუსის მქონე სკოლა ვართ და გვერიცხება სტანდარტული ვაუჩერი, რომლითაც სტაბილურად ივსებოდა ჩვენი ბიუჯეტი მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 498391 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების, სანიტარული და ჰიგიენური საშულებების, სამეურნეო საქონლის შესყიდვა, რომელთა შეძენა ხდებოდა კანონმდებლობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სკოლას საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა, საიდანაც სარგებლის სახით (დარიცხული პროცენტი) ჯამურმა შემოსავალმა 2023 წლის განმავლობაში შეადგინა 2052 ლარი. 2023 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ასევე შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები. 2023 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 500442 ლარი, წინა წლის ნაშთი გადმოვიდა 21831 ლარი, ხოლო ხარჯმა შეადგინა -505642 ლარი. მათ შორის, სკოლის სხვა შემოსავალია 2052 ლარი. 2024 წლის 1 იანვრისთვის ნაშთი შეადგენს 16631 ლარს, რომელიც ძირითადად განკუთვნილია კომუნალური ხარჯებისათვის. მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.

დოკუმენტები

2022-2023 სასწ.წლის ანგარიში ფინანსური საქმიანობის შესახებ.docx31/03/2024 13:27:42 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე