გურჯაანი, სოფ. კალაური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 34
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
კახეთი · გურჯაანი · გურჯაანი, სოფელი კალაური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება, მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და XXI საუკუნის უნარჩვევებით აღჭურვა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კანონმორჩილ, ტოლერანტ, გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და იბრძოლებენ და იშრომებენ მსოფლიოს უკეთესობისკენ შესაცვლელად. ხედვა: უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვა: ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნა მასწავლებელთა მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა კათედრების მუშაობის გაძლიერება თანამშრომლობითი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა არაფორმალური განათლების გაძლიერება პანდემიისაგან გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრა. მშობელთა ჩართულობის გააქტიურება თვითმართველობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა _________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ხედვა: უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვა: ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო და კონკურენტული გარემოს შექმნა მასწავლებელთა მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა კათედრების მუშაობის გაძლიერება თანამშრომლობითი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა არაფორმალური განათლების გაძლიერება პანდემიისაგან გამოწვეული ხარვეზების აღმოფხვრა. მშობელთა ჩართულობის გააქტიურება თვითმართველობის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა _________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლის ღირებულებებია: ინკლუზიური გარემო - სკოლა ქმნის გარემოს, სადაც მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია სწავლისა და განვითარების ერთნაირი პირობები, თანამონაწილეობა სასკოლო საქმიანობაში. გამჭვირვალობა და საჯაროობა -სკოლაში ჩამოყალიბებულია ღია მმართველობა, რომელიც სასკოლო საზოგადოებასა და ყველა დაინტერსებულ პირს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად იყოს ჩართული და გათვითცნობიერებული სკოლის საქმიანობაში. კოლეგიალობა - სკოლაში დამკვიდრებულია თანამშრომლობითი კულტურა-,,კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი“ პედაგოგიური გამოცდილების, ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების, ინოვაციების უანგარო გაზიარებისთვის. ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება- სკოლაში დამკვიდრებულია საკუთარი და სხვისი გამოცდილების გათვალისწინება ინოვაციური მიდგომების დასანერგად სწავლა-სწავლების პროცესში. ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა- სკოლას აქვს მზადყოფნა მიიღოს სასკოლო საზოგადოების წევრების ინიციატივები, შეაფასოს და ხელი შეუწყოს განხორციელებაში. ფორმალური და არაფორმალური განათლების ურთიერთქმედება - სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს კარგად ესმის, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება წარმოადგენს სწავლების მუდმივ პროცესს, რომლის შედეგადაც მიიღწევა ცნებების, ცოდნა-უნარების ათვისება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება. ამისათვის უმნიშვნელოვანესია ფორმალური განათლებისა და არაფორმალური სწავლების ინტეგრაცია, რადგანაც ორივე წარმოადგენს ცხოვრების მანძილზე სწავლების შემადგენელ ნაწილს.
სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა (2023-2030 წ) წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დაგეგმილი მოქმედებების გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სკოლის საქმიანობა ეფუძნება საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებულ პრინციპებსა და მიდგომებს, რომელსაც საკუთარი დაწესებულების საქმიანობის ძირითად ფუნდამენტად მიიჩნევს. დაწესებულების თანმიმდევრული განვითარებისათვის აუცილებელია - სკოლის სტრატეგიის ფორმულირება, რომელშიც გაცხადებული იქნება სკოლის მიდგომა და ხედვა, რომელსაც ირჩევს დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, სამოქმედო კურსი, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის წარმატება და განვითარება მნიშვნელოვანწილად მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობას ეფუძნება. მათ მაღალი პროფესიონალიზმი, დიდი პასუხისმგებლობა, ძალისხმევა და ენთუზიაზმი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. მუდმივი სწრაფვა განვითარებისაკენ, ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიებისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება, საკუთარი გამოცდილებისა და უნარების მობილიზება არის საკვანძო საკითხები სკოლის მიერ წარმატების მისაღწევად. სკოლა დარწმუნებულია, რომ მისი სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია მხოლოდ შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად და მის მოდიფიცირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს სკოლის ყველა დაინტერესებულმა პირმა.
სიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის საჯარო სკოლას შემუშავებული აქვს 2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც არის საჯარო.