საგარეჯო, სოფ. ბადიაური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 107
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 13
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი ბადიაური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის მისია სკოლა ზრუნავს სასკოლო საზოგადოების უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნაზე,რათა აღზარდოს განათლებული,ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე ,ტოლერანტი, ცოდნის მირებაზე, მეწარმეობის , ციფრული წიგნიერებისა და სამოქალაქო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული თავისუფალი მომავალი თაობა,რაც ხელს შეუწყობს თემისა და სახელმწიფოს გაძლიერებას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს მოსწავლის სულიერ, ფიზიკურ, გონებრივ განვითარებაზე, რასაც ხელს უწყობს ხარისხიანი განთლება , მოწესრიგებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პარტნიორული თანამშრომლობა, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს ცოდნის მიღება და რეალიზება. ღირებულებები მოსწავლეთა ინტერესებზე ორიენტირებული წამახალისებელი სასწავლო გარემოს შექმნა სწავლა-სწავლების პროცესის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა სხვისი მიღწევების აღიარება სამეწარმეო უნარების განვითარება განსხვავებულობის მიმღებლობა და ტოლერანტობა გუნდური მუშაობა ციფრული წიგნიერების უნარების განვითარება
დაწყებითი, საბაზო,შაშუალო. სწავლება ქართულ ენაზე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლებთან და კოლეჯებთან. სკოლას დადებული აქვს მემორანდუმი იორმუღანლნოს საჯარო სკოლასთან და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისთან“. მემორანდუმის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად ქმედითი ურთიერთანამშრომლობა, იდეებისა და გამოწვევების გაზიარებით ცვალებად საგანმანათლებლო გარემოსთან მორგება, ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების დამკვიდრება. გაიზიარონ და გააზიარონ რესურსები და გამოცდილება. მოახდინონ რესურსების ოპტიმიზაცია და გაზარდონ ეფექტიანობა. მემორანდუმის საგანია ურთიერთთანამშრომლობის გზით სკოლების და კოლეჯების სამოქმედო და სტრატეგიული გეგმებით გათვალისწინებული ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად სასკოლო საზოგადოებათა ურთიერთთანამშრომლობა, შეხვედრების ორგანიზება, გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ფარგლებში სკოლის ეკო კლუბმა იორმუღალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი ,,ხის ნარჩენებიდან მეგობრობის სუვენირებამდე“ რომლის ფარგლებში ხის ნარჩენებისგან ერთობლივად დამზადდა სხვადასხავა სუვენირები. აღნიშნული პროექტით სკოლის ეკო კლუბმა მოიპოვა 1000 ლარიანი გრანტი. გრანტის ფარგლებში შეძენილი იყო სხვადასხვა ხელსაწყოები და მასალები სუვენირების დასამზადებლად. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის პირობებში სკოლის ეკოკლუბის ბავშვები და იორმუღალნოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯის ხის დამამუშავებელ საამქროს და დაესწრნენ ხეზე მუშაობის მასტერკლასს, ერთობლივად დაამზადეს ხის დაფები სუვენირებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოხდა იორმუღალნოს საჯარო სკოლაში სტუმრობა, ეკო კლუბის წევრებმა წარადგინეს გაწეული მუშაობის შესახებ პრეზენტაცია, ასევე გააცნეს მათ მდგრადი განვითარების მიზნები და ისაუბრეს იმ აქტივობებზე, რომელიც შეიძლება განახორციელონ ამ მიმართულებით.
სკოლას აქვს შინაგანაწესი და საჩივრისა და განცხადების წარდგენის წესი
სკოლაში ხდება ფინანსური მართვა, რომელშიც იგულისხმება: დაგეგმვა (ანუ ბიუჯეტის შედგენა); განკარგვა (შესყიდვების გეგმის შედგენა), მონიტორინგი (სამეურვეო საბჭოსთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა). სკოლის შემოსავლების წყაროს წარმოადგენს ვაუჩერული დაფინანსება, სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს. სკოლას ემსახურება სახელმწიფო ხაზინა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფინანსური რესურსების მართვა და მონიტორინგი.