რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, კოსტავას №1

რეესტრის კოდი#1206
მოსწავლე517
მასწავლებელი44
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ხათუნა ქვლივიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო, კოსტავას 1

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
43
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია სსიპ - ქალაქ საგარეჯოს #4 საჯარო სკოლის მისიაა: • იზრუნოს მოსწავლეთა შესაძლებლობების აღმოჩენასა და მაქსიმალურ განვითარებაზე, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლეების შეცნობის მსურველ თავისუფლად მოაზროვნე, სამართლიან და ეროვნული სულისკვეთების მქონე განათლებულ თაობად, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის დამკვიდრებასა და რეალიზებას ინოვაციებით სავსე თანამედროვე სამყაროში; • ჩამოაყალიბოს მაღალი აკადემიური ცოდნისა და წიგნიერების დონის მქონე სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვილი თანამედროვე მოქალაქე სახელმწიფოებრივი აზროვნებით, რომელმაც იცის და პატივს სცემს სახელმწიფო ენას, კულტურას, ისტორიას; გაცნობიერებული აქვს მისი დაცვის მნიშვნელობა და ამასთანავე პატივს სცემს ეთნიკურ მრავალფეროვნებას. • აღზარდოს საკუთარი უფლებების, მოვალეობის გაცნობიერების და ცოდნის საფუძველზე სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პიროვნება, რაც ხელს შეუწყობს ტოლერანტობის, სამართლიანობის და ინკლუზიის პრინციპების დაცვას საზოგადოებაში. • იზრუნოს პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ხედვაა, მისიის მისაღწევად შექმნას მუდმივად განახლებადი სასწავლო გარემო, შეინარჩუნოს არსებული და შექმნას აღიარებული, კონკურენტუნარიანი და ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე, სადაც პრიორიტეტული იქნება დემოკრატიულ მონაწილეობასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, არაფორმალური განათლება, პროფესიული უნარების განვითარება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების როლის გაძლიერება სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში, ჰყავდეს მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო თემი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლა უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებით და იცავს მთავარ ღირებულებებს, როგორიცაა: o გუნდური მუშაობა და თანამონაწილეობა; o პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; o პასუხისმგებლობა, პატიოსნება და კეთილსინდისიერება; o სხვისი შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; o თანაგანცდა და თანადგომა; o მოყვასისა და სამშობლოს სიყვარული.

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი .pdf17/10/2024 12:54:39 · 0.43 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა.pdf04/11/2024 13:28:19 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სკოლის ერთწლიანი განვითარების გეგმა.pdf30/10/2024 12:50:21 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

მოკლე ინფორმაცია სკოლას მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველსაყოფად შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობის ფორმები,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი .ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად, სკოლაში დამტკიცებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.ამასთანავე, სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. სკოლის შინაგანაწესით ასევე განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, თუ თვლის, რომ შეილახა მისი უფლება ან/და მომსწრე გახდა სხვისი უფლების შელახვის ფაქტის, მიმართოს დირექციას და მისი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს საქმის გარემოებების მოკვლევა; შესაძლებელია, ადმინისტრაცია/დირექციის მიერ მოხდეს საქმის შესწავლა, ხოლო თუ გამოიკვეთება მასწავლებლის/დამრიგებლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი, საქმე გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს განსახილველად. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილები.

დოკუმენტები

2024-2025 სასწავლო წლის შინაგანაწესი ..doc04/11/2024 13:34:25 · 0.39 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.docx04/11/2024 13:34:26 · 0.02 MB
გასაჩივრების წესი .docx04/11/2024 13:34:26 · 0.09 MB
საჩივრის ფორმა.docx04/11/2024 13:34:26 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე