საგარეჯო, ლეონიძის 1
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 116
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 13
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, ლეონიძის ქ. №1
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფილოსოფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების,სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა ურთიერთთანამშრომლობით, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხო, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების წარმატებით დაძლევას,შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და თანამედროვე მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლას სურს განვითარება და კვლევის ჩატარება ადგილობრივი სრულყოფილებისთვის და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ასევე, სკოლის მიზანია ახალგაზრდები მოამზადოს ადგილობრივ თემში და მსოფლიო მაშტაბით პოზიტიური ცვლილებების შესატანად. მათი ინტელექტუალური , სულიერი, ფიზიკური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკოლამ შთააგონოს და მოტივაცია აუმაღლოთ მათ. სწავლების თანამედროვე მეთოდებით აზიაროს ციფრულ სამყაროს, თითოეულ მონსწავლეს განუვითაროს სწრაფვა სრულყოფილებისკენ და გამოუმუშაოს პასუხისმგებლობის გრძნობა.სკოლის ინტერესია საზოგადოებას, თემს, მოსწავლეებს შესთავაზოს გზა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ. სკოლა მიიჩნევს, რომ თითეული ბავშვი არის უნიკალური , რომელსაც სჭირდება უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებებად, ამიტომ სკოლა ეხმარება მათ სხვადასხვა სფეროში თავიანთი პოტენციალის სრულად დაკმაყოფილებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები . ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სკოლა მიიჩნევს, რომ თითეული ბავშვი არის უნიკალური, რომელსაც სჭირდება უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებებად, ამიტომ სკოლა ეხმარება მათ სხვადასხვა სფეროში თავიანთი პოტენციალის სრულად დაკმაყოფილებაში, რის მისაღწევადაც ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით
სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წწ. შესავალი სსიპ - ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის ( შემდგომში - სკოლა) 2023-2030 წლების სტარტეგიული გეგმის მიზანია განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. განვითარების სტრატეგიული გეგმის საშუალებით სკოლა უზიარებს დაინტერესებულ მხარეებს სკოლის ხედვას, მისიას, ღირებულებებს, მიზნებს, მათი მიღწევის გზებს და ეხმარება სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას . სკოლის დირექტორმა, დირექტორის მოადგილემ, კათედრის წარმომადგენლებმა SWOT ანალიზის მეთოდით გამოვლენილ სკოლის საჭიროებებზე დაყრდნობით განსაზღვრა სკოლის სტრატეგია და შეიმუშავა 7 წლიანი სამოქმედო გეგმა. ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის N84 დადგენილება „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ“; გ) ეროვნული სასწავლო გეგმა; დ) სკოლის წესდება. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტის სასკოლო საზოგადოების გაცნობის მიზნით სტრატეგიულ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ჩაატარა შეხვედრები კათედრის წარმომადგენლებთან, ადმინისტრაციის წევრებთან, მოეწყო მშობელთა კრებები და სტრატეგიულ გეგმაში შესაბამისად გათვალისწინებული იქნა მათი უკუკავშირი. თავი I სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის ხედვა, მისია და ღირებულებები მისია სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს კვალიფიციური პედაგოგების,სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა ურთიერთთანამშრომლობით, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, უსაფრთხო, ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი სასწავლო გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების წარმატებით დაძლევას, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას და თანამედროვე მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ხედვა სკოლას სურს განვითარება ადგილობრივი სრულყოფილებისთვის და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ასევე, სკოლის მიზანია ახალგაზრდები მოამზადოს ადგილობრივ თემში და მსოფლიო მაშტაბით პოზიტიური ცვლილებების შესატანად. მათი ინტელექტუალური , სულიერი, ფიზიკური და ემოციური განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკოლამ შთააგონოს და მოტივაცია აუმაღლოთ მათ. სწავლების თანამედროვე მეთოდებით აზიაროს ციფრულ სამყაროს, თითოეულ მონსწავლეს განუვითაროს სწრაფვა სრულყოფილებისკენ და გამოუმუშაოს პასუხისმგებლობის გრძნობა.სკოლის ინტერესია საზოგადოებას, თემს, მოსწავლეებს შესთავაზოს გზა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ. სკოლა მიიჩნევს, რომ თითეული ბავშვი არის უნიკალური , რომელსაც სჭირდება უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს პიროვნებებად, ამიტომ სკოლა ეხმარება მათ სხვადასხვა სფეროში თავიანთი პოტენციალის სრულად დაკმაყოფილებაში. ღირებულებები მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ ყველა წევრმა ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: თავი II სტრატეგიული ჩარჩო სტრატეგიული მიზანი N 1: უზრუნველყოფილია სკოლის ორგანიზაციული განვითარება განხორციელების პერიოდი ამოცანა N1 სკოლას აქვს საკუთარი ადგილი, მაღალი ცნობადობა და დადებითი იმიჯი საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში 2023-2030 წწ ამოცანა N2 სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პოლიტიკა და პროცედურები ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სკოლის ხედვისა და მისიის შესაბამისად და ორიენტირებულია სკოლის განვითარებასა და ეფექტურ მუშაობაზე 2023-2030 წწ ამოცანა N3 სკოლის ორგანიზაციული მოწყობა და პერსონალის მართვის პოლიტიკა უზრუნველყოფს სკოლის განვითარებას 2023-2030 წწ ამოცანა N4 უზრუნველყოფილია უსაფრთხო სასწავლო გარემო 2023-2030 წწ სტრატეგიული მიზანი N 2: უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარება განხორციელების პერიოდი ამოცანა N1 კურიკულუმი შემუშავებული სასკოლო საზოგადოების ჩართულობით და დაფუძნებულია ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტების და მეთოდური ორიენტირების მოთხოვნებზე. 2023 – 2025წწ ამოცანა N2 კურიკულუმი ეფუძნება სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებს სტანდარტით გათვალისწინებულ გრძელვადიან მიზნებს, მოსწავლეზე ზრუნვასა და მხარდაჭერას 2023 – 2025წწ ამოცანა N3 კურიკულუმის მონიტორინგი და შეფასება ემსახურება სასკოლო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას და ატარებს ჰოლისტურ ხასიათს 2023-2030წწ სტრატეგიული მიზანი N 3: უზრუნველყოფილია ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება განხორციელების პერიოდი ამოცანა N1 შემუშავებულია პერსონალის შეფასებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების დადგენის მექანიზმი 2023 წ ამოცანა N2 პერსონალის განვითარება ხორციელდება გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად 2023-2030 წწ ამოცანა N3 სკოლა ზრუნავს პერსონალის კარიერულ ზრდაზე 2023-2030 წწ სტრატეგიული მიზანი N 4: უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა განხორციელების პერიოდი ამოცანა N1 სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით 2023-2030 წწ ამოცანა N2 სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის ინკლუზიურ სასწავლო გარემოს და და ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას 2023-2030 წწ
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის მიმდინარე პროექტები "SMART სკოლები მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის" პროექტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და პროექტის მართვის პრინციპებს შერჩეულია 5 სკოლა. (პირველი სემესტრი) ნიუ-ვიჟენ ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ პროექტი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სკოლა შეარჩია იმ 20 საპილოტე სკოლაში, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პროექტში. ევროსაბჭო (2022-23 სასწავლო წელი 2023-24 სასწავლო წლის პირველი სემესტრი) მაკმილანის სახელმძღვანელოს დანერგვა მათემატიკის გაძლიერებული სწავლების მიზნით მეხუთე მეექვსე კლასებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (ESTDEV) და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის NCEQE-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სემინარი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის სისტემის მხარდაჭერა ხორციელდება 15 შერჩეულ სკოლასთან თანამშრომლობით. (2023-2024 სასწავლო წელი) სკოლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გზამკვლევის პროექტი; სკოლების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი; მოსწავლის შეფასების მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი; მოსწავლის უფლებების დაცვის მექანიზმების მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი; მასწავლებლის პროფესიული განვითარების მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი; სასკოლო კურიკულუმის განვითარების მეთოდოლოგიური გზამკვლევის პროექტი. "ინოვაციები და გამოწვევები ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში" (კომპლექსური დავალება - მოსწავლის პიროვნული განვითარების გზა) ესტონური პროექტი. (2023-2024 სასწავლო წელი) 20 საჯარო სკოლა საპილოტედ შერჩეული „დებატების ხელოვნება“ - დებატ კლუბები (4 საჯარო სკოლა) (2023-2024 სასწავლო წელი) ექიმის საათის პროექტის დანერგვის გადამზადებული ტრენერები. ლიდერ მასწავლებელთა პროექტი დაწყებით საფეხუზე მათემტიკის და ქართულის გაძლერებული სწავლების მიმართულებით. სსიპ ქალაქ საგარეჯოს N 3 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო პროექტები კათედრების მიხედვით საბუნებისმეტყველო კათედრა: პროექტის სახელწოდება ,,მწვანე ხედვა,, პროექტის მიზანი: მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, ნარჩენების მდგერადი მართვის ინიციატივების და აქტივობების წახალისება. სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, მეშვიდე , მერვე, მეცხრე მეათე კლასები. (ეკო კლუბის ფარგლებში) განხორციელების პერიოდი: ოქტომბერი-აპრილი 2023-24 წ. მათემატიკის კათედრა: პროექტის სახელწოდება: „ძიებაში განვითარდი“ პროექტის მიზანი: მოსწავლეებში განვიტარდეს ლოგიკური აზროვნება, გამოუმუშავდეთ გუნდურობის, კვლევის, ძიების უნარები. სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე კლასი. განხორციელების პერიოდი: მარტი-აპრილი 2024 წელი. სასკოლო პროექტი ესთეტიკის კათედრა პროექტის სახელწოდება: -- მუსიკა, სპორტი და ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში. პროექტის მიზანი; მოსწავლეები გაეცნობიან ყველა კუთხის ქართულ ხალხურ სიმღერებს, კულტურას, წესჩვეულებებს, ასევე მხატვრობას და სპორტულ ჯანსაღ ცხოვრებას. სამიზნე ჯგუფი; სკოლის მოსწავლეები - მე-5 , მე-6, მე- 7, მე-8 , მე-9 და მე-10 კლასები. განხორციელების პერიოდი; ნოემბერი-- დეკემბერი. 2023 სასწ. წელი. სასკოლო პროექტი უცხო ენაში პროექტის სახელწოდება ა ) კულინარიულ დუელში მონაწილეობა ბ) სპექტაკლი ,როგორც შოუ გ) სახალისო აქტივობების კორიანტელი დ) კედლის გაზეთის გამოშვება ე)კოსტიუმირებული შოუ პროექტის მიზანი: 1) მოსწავლეები შეძლებენ ცოდნის ტრანსფერს კლასგარეშე აქტივობებში . 2) მოსწავლეები წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები, მეშვიდე , მერვე, მეცხრე მეათე კლასები. (ეკო კლუბის ფარგლებში) განხორციელების პერიოდი: დეკემბერი ( აქტივობები გაწერილია ერთ კვირაზე) 2023 წ. სასკოლო პროექტი დაწყებითი კათედრა: პროექტის სახელწოდება ,,წელიწადის დროები,, პროექტის მიზანი: მოსწავლეებში წელიწადის დროების მიმართ ცნობიერების და მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის ხელშეწყობა/ სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი კლასების მოსწავლეები (პირველი კლასი, მეორენ კლასი, კლასი მესამე, მეოთხე კლასი) განხორციელების პერიოდი: ოქტომბერი- დეკემბერი 2023- წ. სასწავლო პროექტი საზოგადოებრივ მეცნიერებაში პროექტის სახელწოდება „ტრადიციები საქართველოში’ პროექტის მიზანი მოსწავლეებმა შეისწავლონ, შეიყვარონ და პატივი სცენ საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებს მოსწავლეთა ასაკი 15წ.(მე-9 კლ) პროექტზე მუშობის პერიოდი ნოემბერი - დეკემბერი მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეები შეისწავლიან ქართულ ტრადიციებს გეოგრაფიულ გარემოსთან ურთიერთკავშირში, განსაზღვრავენ რეგიონების გეოგრაფიულ მდებარეობას (რელიეფი, ჰავა, ჰიდროგრაფიული ქსელი, ფლორა-ფაუნა) საქართველოს კუთხეების მიხედვით. გამოიმუშავდებათ თანამშრომლობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და შემოქმედებითი უნარი. მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა ფორმით წარმოადგინონ ამა თუ იმ მხარის ტრადიციები.
სკოლას დაფინანსება წარმოადგენს მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერს, სკოლის ფინანსური მხარე ორიენტირებულია აუცილებელი ხარჯების დაფარვაზე.