რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს №2 საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. №19

რეესტრის კოდი#1204
მოსწავლე383
მასწავლებელი32
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეკა ქვრივიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
18/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
18/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო, აღმაშენებლის 19

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
89
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
12
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია: მოსწავლეს მისცეს საფუძვლიანი საშუალო ზოგადი განათლება, აღზარდოს დემოკრატიული სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე. მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. ხელი შეუწყოს მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, საფუძველი ჩაუყაროს მოსწავლეში აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერების ხელშეწყობას. ნიადაგი მოუმზადოს პიროვნების შემდგომი განვითარებისათვის მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიცემას და როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნისა და ღირებულებების აღზრდა-ჩამოყალიბებას. უზრუნველყოს სსსმ მოსწავლეების ჩართვა ზოგად- საგანმანათლებლო პროცესში სხვა მოსწავლეებთან ერთად, რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრად. სკოლის ხედვა: უზრუნველყოს უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, განათლების ხელმოსაწვდომობა ყველასთვის, რათა მისცეს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თითოეული მოსწავლის ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენას, აღზარდოს ისინი დემოკრატიული ღირებულებებით და პრინციპებით. სკოლის ღირებულებები: კვალიფიციური მასწავლებლები საგანთაშორის დაგეგმილი ინტეგრირებული აქტივობები უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა ჯანსაღი წესის დაცვასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის დაგეგმილი ექსკურსიების ორგანიზება მოსწავლეთა ოჯახის წევრების ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზება მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა. სსსმ მოსწავლის ჩართულობა სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

7 წლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf20/11/2023 09:42:05 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-23024.pdf20/11/2023 09:41:40 · 0.23 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-23025.pdf28/11/2024 14:12:46 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

საჩივრის ფორმა.docx20/11/2023 10:05:40 · 0.01 MB
გასაჩივრების წესი 2023.docx20/11/2023 10:05:40 · 0.09 MB
შინაგანაწესი 2023.pdf20/11/2023 10:05:40 · 0.44 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

10 დეკემბერი ფინანსური ანგარიში 2022.pdf01/12/2023 10:08:32 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე