რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ საგარეჯოს №1 საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, აღმაშენებლის ქ. №58

რეესტრის კოდი#1203
მოსწავლე687
მასწავლებელი50
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია ხებრელაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო,დავით აღმაშენებლის ქუჩა N58

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
250
თავისუფალი ადგილი
191
სსსმ ლიმიტი
25
სსსმ თავისუფალი ადგილი
23
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები9 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის ფილოსოფია სკოლის მისია: თანასწორუფლებიან და მხარდამჭერ გარემოში აღზარდოს თავისუფალი პიროვნება,რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის ინტერესების,ღირებულებების მიმართ და მზადაა მონაწილეობა მიიღოს უკეთესი მომავლის შექმნაში. სკოლის ხედვაა,რომ თითოეული მოსწავლე თავს გრძნობდეს დაცულად,მიისწრაფოდეს საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფისაკენ.ჩვენი სკოლა წარმოადგენს,ისეთი დანიშნულების ადგილს,რომელშიც მუდმივად ხდება ცოდნის გაზიარება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდასაჭერად. სკოლის ღირებულებები: 1. თანამშრომლობა-ჩვენ მიმღებლობით გამოვირჩევით,განვიხილავთ სიახლეებს და ორიენტირებულნი ვართ პრობლემისს გადაჭრაზე. 2. გამჭვირვალობა-ჩვენი საქმიანობა,ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის,უზრუნველყობილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. 3. სამართლიანობა-ჩვენ ვუზრუნველყოფთ,რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს. 4. ურთიერთპატივისცემა-ჩვენ ვიზიარებთ განსხვავებულ აზრს,ურთიერთობები დამყარებულია ურთიერთპატივისცემაზე. 5. განვითარებისკენ სწრაფვა-სისტემატურად ვაფასებთ ჩვენ საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით,ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. 6. მოსწავლის მხარდაჭერა-ჩვენი ვალია დავიცვათ მოსწავლის უფლებები:შევქმნათ მოსწავლის საჩივრის მექანიზმები,დავაინტერესოთ არაფორმალური განათლებით და პატივი ვცეთ,როგორც პიროვნებას. სკოლის მიზანია: უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვან გარემოსი აღზარდოს მაღალი სამოქალაქო ცნობიერების (სამართლიანობის განცდა,სანდო გარემო,თავისუფალი აზრის გამოხატვა,არაფორმალური განათლება) და ციფრული მოქალაქეობის(აქტიურადაა ჩართული ციფრულ სამყაროში,საკუთარი და სხვისი უფლებელის დაცვის) მქონე ინდივიდები.

დოკუმენტები

დანართი N8 ინდ გეგმა ნიმუში 12 კლასისთვის..pdf05/09/2024 22:47:51 · 0.3 MB
დანართი N8 ინდ გეგმის ნიმუში 1-11 კლასები.pdf05/09/2024 22:47:51 · 0.22 MB
დანართი N6 გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხა..docx05/09/2024 22:47:51 · 0.04 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკა.docx05/09/2024 22:47:51 · 0.05 MB
დანართი N3 გაკვეთილის შეფასების რუბრიკა..pdf05/09/2024 22:47:51 · 0.44 MB
სასკოლო კალენდარი 2025-2026 სასწავლო წელი.pdf10/09/2025 20:58:15 · 0.14 MB
სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026..pdf10/09/2025 20:58:15 · 0.99 MB
დასწრებული სწავლების დღის განრიგი 2025-2026 სასწავლო წელი.docx13/09/2025 23:47:27 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

დოკუმენტები

სსიპ ქალაქ საგარეჯოს 1 საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა.pdf06/07/2024 19:30:44 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-საგარეჯოს 1 საჯარო სკოლა 2024-2031.pdf06/07/2024 19:33:52 · 0.26 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წლიური სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან.იხილეთ თანდართული ფაილი.

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა საგარეჯოს 1 საჯარო სკოლა-2024-2025.pdf06/07/2024 19:33:57 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება. საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ისწავლება სხვადასხვა უცხო ენა : ინგლისური, იტალიური, ფრანგული, რუსული;

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

სკოლას მოსწავლის კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვისა და გარანტიების უზრუნველსაყოფად შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, სადაც გაწერილია მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები, მათ დარღვევაზე პასუხისმგებლობის ფორმები,განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი .ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაცია, სკოლის დირექციასთან ერთად, შინაგანაწესის სრული დაცვით უზრუნველყოფს სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად, სკოლაში დამტკიცებულია ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია.ამასთანავე, სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო, სადაც მოსწავლეები, მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები ახდენენ თავიანთი უფლებების დაცვას. სკოლის თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ მოსწავლის კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ტარდება ადმინისტრაციული წარმოება, რომლის საფუძველზეც გადაცდომის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის პირს ეკისრება დისციპლინური სახდელი. სკოლის შინაგანაწესით ასევე განსაზღვრულია დისციპლინური გადაცდომის სახეები, მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და დისციპლინური წარმოების განხორციელების წესი. მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს, თუ თვლის, რომ შეილახა მისი უფლება ან/და მომსწრე გახდა სხვისი უფლების შელახვის ფაქტის, მიმართოს დირექციას და მისი მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნეს საქმის გარემოებების მოკვლევა; შესაძლებელია, ადმინისტრაცია/დირექციის მიერ მოხდეს საქმის შესწავლა, ხოლო თუ გამოიკვეთება მასწავლებლის/დამრიგებლის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი, საქმე გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს განსახილველად. სსიპ ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში.განსაზღვრულია აპელაციის მექანიზმები. დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილები.

დოკუმენტები

მოსწავლეთა ქცევის კოდექსი.pdf06/07/2024 20:40:07 · 0.13 MB
სსიპ-ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2025..pdf10/09/2025 20:53:58 · 1.41 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და დამატებითი ეკონომიური შემოსავლები.