რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი პატარძეული

რეესტრის კოდი#1202
მოსწავლე343
მასწავლებელი47
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ნადირაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
08/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
08/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო, სოფ. პატარძეული

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
14
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.

სტრუქტურატექსტური ინფორმაცია

1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ- გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2023–2030 სსიპ- გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლა 2019 წლიდან აქტიურადაა ,,ახალი სკოლის მოდელის“ რეფორმის პროცესში ჩართული. ამ პერიოდიდან მოყოლებული სკოლა ქმნის ,,მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის“ მოსწავლეთათვის ეროვნული სტანდარტების მქონე განათლების მისაღებად. დაამკვიდრა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შესძინა მათ თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება,სწავლების კომპლექსურად მიდგომის და თითოეულ მოსწავლზე მორგებული სასწავლო აქტივობები. ეფექტურმა მატერიალურმა ბაზამ და შესაბამისმა სასწავლო გარემომ უზრუნველყო მოსწვლეთათვის ხარისხიანი განათლების მიღება. სკოლა მზადაა მიიღოს ახალი გამოწვევები, შექმნას თანამედროვე სტანდარტების კონკურენტუნარიანი სკოლა და ორიენტირებულია გრძელვადიან მიზნებზე , როგორიცაა ადამიანური რესურსის განვითარება, მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, ასევე თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროცესის ორგანიზება. მისია სკოლის მისიაა მოამზადოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, აქტიური და სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც იქნება ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნება. მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავალი ცხოვრებისათვის, რათა სკოლის კურსთამთავრებულებმა შეძლონ თავისუფლად დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში.სკოლის უმთავრესი მიზანია - ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი! სკოლის მიზანი: შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები როგორც საქართველოში არსებული ასევე საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად. სკოლის ღირებულებები: სკოლის ფუნდამენტური ღირებულებებია: 1. გუნდურობა 2. განვითარებაზე ზრუნვა; 3. ინოვაციურობა; სტრატეგიული მიზნები: სტრატეგიული მიზნების მისაღწევად სკოლამ განსაზრვრა კონკრეტული ამოცანები სტრატეგიული მიზანი N1 სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლებისა და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა სტრატეგიული მიზანი N2 მატერიალური ბაზის გაუმჯობესება სტრატეგიული მიზანი N3 უსაფრთხო გარემოს დამკვიდრება და უზრუნველყოფა სტრატეგიული მიზანი N 4 ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარება სტრატეგიული მიზანი N1 სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლებისა და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა ამოცანები მოსალოდნელი შედეგი პასუხისმგებელი პირები მონიტორინგი ვადები 1.1. სასკოლო სასწავლო გეგმაში მიმდინარე ცვლილებების და მათი შესაძლო გავლენის გათვალისწინება მოსწავლეთა მიღწევებზე; მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წარმატებული შედეგები; მოტივაციის ზრდა. მასწავლებლები ხარისხის მენეჯერი 2023-2030 1.2. სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების მუდმივი შეფასების უზრუნველყოფა მათი შედეგების გაუმჯობესების მიზნით; ინფორმაცია მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ; ხარისხის მართვის განვითარების უზრუნველყოფის ჯგუფი, დირექტორი 2023-2030 1.3. სასწავლო პროცესის მონიტორინგი სწავლის ხარისხის გაუმჯობესება ხარისხის მართვის მენეჯერი/დირექტორის მოადგილე დირექტორი 2023-2030 1.4. მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის მასწავლებლები, დირექტორის მოადგილი 2023-2030 1.5. მოსწავლეთა მასტიმულირებელი ბერკეტებისა წამახალისებელი ფორმების ეფექტურად გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა ბუღალტერი, დირექტორის მოადგილე დირექტორი 2023-2030 1.6. საკლუბო და საწრეო მუშაობის გაუმჯობესება (დებატების კლუბი, კინოკლუბი, საგნობრივი კლუბები და წრეები) არაფორმალური განათლების განვითარება; განვითარებული სოციალური უნარები; თვალსაწიერის გაფართოება მასწავლებლები ხარისხის მენეჯერი 2023-2030 1.7. დაგეგმილი სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვისა და დაწესებულების რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა მასწავლებლები ხარისხის მენეჯერი; დირექტორის მოადგილე 2023-2030 სტრატეგიული მიზანი N2 მატერიალური ბაზის გაუმჯობესება ამოცანები მოსალოდნელი შედეგი პასუხისმგებელი პირები მონიტორინგი ვადები 2.1 სასწავლო გარემოს აღჭურვა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი სასწავლო რესურსებით სასწავლო და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ბუღალტერი, დირექტორი 2023-2030 2.2 ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა სხვადასხვატიპის ლიტერატურით და ელექტრონული რესურსით საბიბლიოთეკო რესურსის განახლება ბუღალტერი, დირექტორი 2023-2030 2.3 სასკოლო ინვენტარის განახლება შეძენა განახლებული სასწავლო გარემო ბუღალტერი, დირექტორი 2023-2030 2.4 პროექტორების და მონიტორების შეძენა განახლებული სასწავლო გარემო ბუღალტერი დირექტორი 2023-2030 სტრატეგიული მიზანი N3 ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარება ამოცანები მოსალოდნელი შედეგი პასუხისმგებელი პირები მონიტორინგი ვადები 3.1. ადმინისტრაციული პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის საჭიროებების დადგენა საჭიროებების დადგენის შემდეგ არსებული მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა ხარისხის მართვის განვითარების უზრუნველყოფის დირექტორი დირექტორის მოადგილე 2023-2030 3.2. მასწავლებელთათვის ტრენინგების ჩატარება მაღალკვალიფიციური კადრის არსებობა

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ - გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (დამტკიცებულია 2023 წლის 4 სექტემბრის N1 პედსაბჭოს სხდომაზე) პედსაბჭოს თავმჯფომარე: /ხათუნა ახვერდაშვილი/ მდივანი: / მარეხი უსტიაშვილი/ სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ამოცანები აქტივობები შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი/პირები შესრულების ინდიკატორები რესურსები IX X XI XII I II III IV V VI VII VIII ახალი პროგრამების შემუშავება კურიკულუმების (მატრიცების/შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებების/) წლიური პროგრამების შემუშავება/განხორციელება მასწავლებლები, საგნობრივი კათედრები კურიკულუმი; საგნობრივი კატედრის ოქმები; პედ. საბჭოს ოქმები; სამეურვეო საბჭოს ოქმები გზამკვლევი; მასწავლებლები, მოსწავლეები, არსებული მატერიალური რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებელი სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული მატერიალური რესურსი, დამრიგებელი, მოსწავლეები, სადამრიგებლო პროგრამების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობა დირექტორის მოადგილე დირექტორის მოადგილის ანგარიში არსებული მატერიალური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა (პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და სხვა); დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები კონფერენციებში, პროექტებში და ოლიმპიადებში მონაწილეობის შედეგები, ექსკურსიების მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა, მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის; დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კათედრები, საგნის მასწავლებლები დარეგისტრირებული მოსწავლეები, მოსწავლეთა მომზადების საკონსულტაციო გრაფიკი არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის დახვეწა, გაუმჯობესება და მონიტორინგი; დირექტორი, დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო მენეჯერი, მასწავლებლები Teams პლათფორმაზე ჩატარებული გაკვეთილების ჩანაწერები არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის მიერ, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო მომსახურებების შეთავაზება; დირექტორი კლუბების შექმნის და მათი სამუშაო გეგმის დოკუმენტაცია არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება; დირექტორის მოადგილე, საგნობრივი კათედრები დირექტორის მოადგილის და საგნობრივი კათედრები კათედრების ანალიზები; დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვა, მისი ანალიზი და ანალიზის შედეგების გათვალისწინება, თანმდევი ღონისძიებების განხორციელება დირექტორი, დირექტორის მოადგილე შედგენილი კითხვარები; კითხვარების ანალიზი; დაგეგმილი ღონისძიებები არსებული მატერიალური რესურსი, მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული საგნობრივი ტრენინგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეობის ხელშეწყობა დირექტორი, დირექტორის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში გაგზავნილი დარეგისტრირებული მასწავლებლების სიები სტატუსების მიხედვით; ცენტრის მიერ გაცემული ცნობები არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები ზოგადი განათლების რეფორმის (ახალი სკოლის მოდელის) ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს საგნობრივ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობა დირექტორი, დირექტორის მოადგილე ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი შეხვედრებზე დასწრების მაჩვენებელი; კურიკულუმი არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები შიდა სასკოლო ტრენინგების ორგანიზება კურიკულუმისა და კომპლექსური დავალებების შექმნა/წარმოების თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში) დირექტორი, დირექტორის მოადგილე კურიკულუმი კომპლექსური დავალებები არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები ტუტორების აქტიური მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში შიდა სასკოლო კონსულტაციების გამართვა მაძიებელ მასწავლებლებთან დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ტუტორები ტუტორის განსაზღვრის ბრძანება; კონსულტაციების გრაფიკი არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისათვის უკუკავშირის გაზიარება ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი ჩატარებული გაკვეთილი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის გაკვეთილის ანალიზი და უკუკავშირი არსებული მატერიალური რესურსი, მასწავლებლები, მოსწავლეები კოლეგების ურთიერთდასწრება და საუკეთესი პრაქტიკის ერთმანეთისათვის გაზიარება კათედრები დაგეგმილი და ჩატა

პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

თავი 13. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე მუხლი 40. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე 1. მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. 2. დაუშვებელია იმგვარი სამოსელის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა. 3. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. 4. მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული. 5. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. მუხლი 42. განცხადების / საჩივრის განხილვის წესი 1. სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით. 2. სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად. 3. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების“ შესაბამისად. 4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

ინფრასტრუქტურა4 დამატებითი მასალა

სკოლას აქვს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა. ..ათასწლეულის განვითარების ფონდის" მიერ 2017 წელს განხორციელდა პატარძეულის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. სკოლის საბიბლიოთეკო ფონდი შეიცავს 6500 წიგნს. საგანმანათლებლო რესურსები გამოყენებულია სასწავლო პროცესში მიზნობრივად და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.რესურსები ცალკეული კათედრების მიხედვით განთავსებულია მიბმულ ფაილებად. საბიბლიოთეკო ფონდი სრულიად ელექტრონულია და აღრიცხული ლიტერატურა იხილეთ დანართის სახით.

დოკუმენტები

წიგნების ელექტრონული ფონდი 2.xlsx05/10/2023 22:19:59 · 0.02 MB
წიგნების ელექტრონული ფონდი.xlsx05/10/2023 22:19:59 · 0.04 MB
საგანმანათლებლო და მიზნობრივი,სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი რესურსი საზოგადოებრივ მეცნიერებებში.docx05/10/2023 22:19:59 · 0.02 MB
საგანმანათლებლო და მიზნობრივი,სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი რესურსი მათემატიკაში.docx05/10/2023 22:19:59 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სკოლას დაფინანსება წარმოადგენს მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერს, სკოლის ფინანსური მხარე ორიენტირებულია აუცილებელი ხარჯების დაფარვაზე.