რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლა

კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი პატარა ჩაილური

რეესტრის კოდი#1201
მოსწავლე143
მასწავლებელი21
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მარინე კოჭლამაზაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

საგარეჯო, სოფ. ჩაილური

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
12
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია ყველა მოსწავლეს შეუქმნას თანაბრად უსაფრთხო, პიროვნული და მორალური განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემო; აღზარდოს მაღალი სამოქალაქო ცნობიერების, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ტოლერანტი,საკუთარი უფლება-მოვალეობების პასუხისმგებლობით გამააზრებელი, ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედი, ზოგადსაკაცობრიობო იდეების შემცნობი და გამზიარებელი მოქალაქე. ხედვა 2031 წლისათვის სკოლამ უზრუნველყოს: ყველასათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი, თანაბ არი პირობების მქონე წამახალისებელი გარემო; ეროვნულ საგანმანათლებლო სივრცესი აქტიური ჩართულობა, მიმღებლობის, შემოქმედებითობის , კრიტიკული აზროვნების, უნარის გამომუშავება-განვითარება. ღირებულებები  უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო;  მაღალზნეობრივი, კვალიფიციური, წიგნიერი მასწავლებლები;  გაზიარებული ლიდერობა და გუნდური მუშაობა;  მოსწავლეთა იდეების/კრეტივების მხარდაჭერა-წახალისება;  ინკლუზიური გარემოს შექმნა და ყველა მოსწავლის ჩართვა სკოლის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისთვის დაგეგმილი ღონისძიებები;  ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის ღონისძიებები.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის სტრუქტურა: 1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, დირექციის დამხმარე პერსონალს/ადმინისტრაციას, მრჩეველთა საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას, ახორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა ცხრილის სახით.pdf17/03/2025 15:03:29 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2024-2025 წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx14/05/2025 14:45:09 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

დირექტორის სამუშაო გეგმა..docx14/05/2025 14:44:26 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის შინაგანაწესშია გაწერილი.

დოკუმენტები

საჩივრის-ფორმა.doc28/03/2025 15:53:15 · 0.04 MB
გასაჩივრების ფორმა.docx28/03/2025 16:32:31 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

ამ ეტაპისათვის სკოლა არის სრულად სარეაბილიტაციო.

ფინანსები2 დამატებითი მასალა

სკოლას დაფინანსება წარმოადგენს მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერს, სკოლის ფინანსური მხარე ორიენტირებულია აუცილებელი ხარჯების დაფარვაზე.

დოკუმენტები

ფინანსური ანგარიში.pdf28/03/2025 14:50:36 · 0.11 MB
წერილი (2).pdf28/03/2025 14:50:36 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე