საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი ლამბალო
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 56
- სსსმ ლიმიტი
- 7
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
კახეთი · საგარეჯო · საგარეჯო, სოფელი ლამბალო
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ-საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა იზრუნებს : 1. სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებაზე და მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და თემის ინტეგრაციაზე ქართულ საზოგადოებასთან. 2. რათა შეიქმნას გარემო კრიტიკულად მოაზროვნე,შემოქმედი,კომუნიკაბელური,ზნეობრივად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდეების აღზრდისათვის,რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივი,კულტურული,მეცნიერული,ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას,განვითარებას და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი იზრუნებს თითოეული მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ განვითარებაზე, რათა ის ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად და ამავე დროს ,შეინარჩუნოს მისი ინდივიდუალურობა. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად უნდა ესმოდეს, რომ თვითრეალიზაციისათვის მოსწავლეს დასჭირდება სახელმწიფო ენის ცოდნა. ამიტომ,მას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.სწავლებისას კი უნდა გავითვალისწინოთ,რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა იზრუნებს , თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი. როგორ? პროფესიონაციზმით, თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით …სკოლა ხელს შეუწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.
სკოლის ძირითადი ღირებულებები იქნება: პროფესიონალიზმი, სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). სკოლის ძირითადი პრიორიტეტები იქნება: 1.სკოლის ინსტიტუციური განვითარება. 2.მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია. 3.უსაფრთხო და მოწესრიგებული სასკოლო და სამუშაო გარემო. 4.მშობელთა ჩართულობის გაძლიერება. 5.მუდმივი განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებობა. 6.სკოლაში არსებული რესურსის ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენება. 7.სკოლაში კაბინეტებისა და ლაბორატორიების შექმნა. 8.შიდა სასკოლო პარტნიორობა და გარე პარტნიორული ურთიერთობები.