ლაგოდეხი, სოფელი ლელიანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 10
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, სოფელი ლელიანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, 21-ე საუკუნისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ფორმალური და არაფორმალური განათლებით, აღზარდოს კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების მქონე მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაშიც. სკოლის ხედვა სკოლის ხედვაა, იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული. თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს ყოველმხრივ განვითარებული, თავისუფალი, კომპეტენტური პიროვნების ფორმირებაზე. მოსწავლეების აქტივობებისა და ინიციატივების მაქსიმალური მხარდაჭერით, შესაძლებლობების თვითრეალიზაციით, სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, მათთვის სტიმულის მიცემით, სკოლამ შექმნას სათანადო პირობები, რათა მოსწავლეებმა არ შეწყვიტონ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა და შემეცნება. ღირებულებებია: განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტულ ღირებულებებზე: • პროფესიონალიზმი; • თანამშრომლობა და პატივისცემა; • უწყვეტი განვითარება; • ემპათია; • ტოლერანტობა; • შემოქმედებითობა; • პატრიოტიზმი; • გუნდურობა; • ჯანსაღი ცხოვრების წესი; • მოქალაქეობა.
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის დირექტორი: ირინე ჭუმბურიძე; მოადგილე: სოფიო რეხვიაშვილი; სამეურვეო საბჭოს თავ-რე: ნუნუ ხარაიშვილი; მოსწავლეთა თვითმმართველობის თავ-რე: თეკლა ბუზალაძე.
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლა ახორციელებს მოსწავლეთა ტრანსპორტირებას თემის ყველა მიმართულებაზე. I კლასის მოსწავლეთა ტრანსპორტირების სერვისის მიწოდება ხდება ცალკე, მათი განსხვავებული საგაკვეთილო დროის შესაბამისად.