რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის №3 საჯარო სკოლა

კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. №49

რეესტრის კოდი#1191
მოსწავლე364
მასწავლებელი32
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თეა მეტრეველი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
26/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
26/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ლაგოდეხი, ჭავჭავაძის ქ. №49

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
5
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
4
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მოსწავლის ფიზიკურ, გონებრივ, მორალურ განვითარებას. დაეხმაროს მოსწავლეს ჩამოყალიბდეს გლობალურად მოაზროვნე, პატრიოტ , მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ინიციატივის მქონე, თანამედროვე უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვილ მოქალაქედ. აუმაღლოს მოსწავლეებს თვითშეფასება და განუვითაროს შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნება. განუვითაროს მოსწავლეებს კულტურული მრავალფეროვნებისა და ფასეულობათა პატივისცემა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სკოლა ატარებს ქართველი საზოგადო მოღვაწის, ,,დედა ენის“ ავტორის , იაკობ გოგებაშვილის სახელს, ჩვენი სკოლის მისიაა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლა არაფორმალური განათლების, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების გზით და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას. ამასთან, მოთხოვნები, რომლებსაც თანამედროვეობა უყენებს ახალგაზრდობას, ქმნის ახალი უნარებისა და კომპეტენციების ფლობის მაღალ სტანდარტებს. შესაბამისად, სკოლის მისიაა არაფორმალური განათლების გზით გააძლიეროს სწავლება უცხო ენებისა და ტექნოლოგიური მიმართულებებით. ასევე შექმნას სივრცე არაფორმალური განათლების გაძლიერებისათვის , სადაც გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის ინტერესი და საჭიროება. მიეცემა შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს რეალიზებულ , ინიციატივის მქონე , განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებად. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სასკოლო საზოგადოებამ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით:  პროფესიონალიზმი;  მუდმივი პროფესიული ზრდა;  პატიოსნება და კეთილსინდისიერება;  თანამშრომლობა და კოლეგათა მიღწევების აღიარება და გაზიარება;  მიუკერძოვებლობა;  სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი;  ინიციატივა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა;  გამოცდილების გაზიარება;  კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება;  გუნდურობა და გაზიარებული პასუხისმგებლობა;  ჰოლისტური სწავლება;  ტოლერანტობა;  ინკლუზია;  დემოკრატიული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იყოს მდგრადი, მუდმივგანვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა.თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად. ზრუნავდეს თავისუფალი, დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე თანამედროვე უნარებითა და კომპეტენციებით აღჭურვილი მოქალაქის ჩამოყალიბებაზე.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის დირექტორი : თეა მეტრეველი მოადგილე : მეგი კურტანიძე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე : მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე :

დოკუმენტები

სკოლის ორგანოგრამა .pdf23/12/2025 15:03:34 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

7 სტრატეგიული განვითარების გეგმა-2023-2030 წწ (1) (1).docx23/12/2025 19:44:58 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.docx23/12/2025 19:45:36 · 0.08 MB
2025-2026-ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.docx25/12/2025 15:23:05 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები5 დამატებითი მასალა

სკოლა აქტიურად არის ჩართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და აქტივობებში, ეროვნულ ოლიმპიადებში, ასევე ადგილობრივ პროექტებში. სკოლაში შექმნილია არაფორმალური განათლების ხელშემწყობი გარემო. სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, ეკო-კლუბი, ჭადრაკის კლუბი, მკითხველთა კლუბი. სკოლა არის მოსწავლეთა თვითმმართველობის ქსელის წევრი; ასევე, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის წევრი. სკოლა ჩართულია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამაში და არის არაერთი პროექტის გამარჯვებული. მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო მუსიკალური სივრცე. 2021 წლიდან სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტები, რომელშიც აქტიურადაა ჩართული სასკოლო საზოგადოება. სკოლაში იმართება კონფერენციები, სემინარები და პროექტის პრეზენტაციები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ვერბალური და წერითი უნარების განვითარებას, ასევე ანალიტიკურ აზროვნებასა და ფართო საზოგადოებსთან ურთიერთობას.

დოკუმენტები

მოსწავლეთა-ინიციატივების-მხარდაჭერის-წესი.pdf26/12/2025 13:36:20 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2023.pdf17/01/2024 17:35:41 · 0.26 MB
კანონიერი უფლებების დაცვა.docx02/12/2025 17:36:13 · 0.04 MB
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.docx02/12/2025 17:36:13 · 0.02 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამტკიცების წესი_0001.pdf26/12/2025 13:39:38 · 1.73 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა