რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ლაგოდეხის №1 საჯარო სკოლა

კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, რუსთაველის ქ. №1

რეესტრის კოდი#1190
მოსწავლე597
მასწავლებელი38
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ქეთევან ტალახაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
24/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
24/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ლაგოდეხი.რუსთაველის ქ #1

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
35
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
8
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

,,იყავი ტოლერანტი, იცხოვრე კულტურულ მრავალფეროვნებაში მშვიდობიანად, დაიწყე დედამიწის დაცვა შენი სახლიდან." მისია მრავალეთნიკურ გარემოში, ფორმალური და არაფორმალური განათლების ორგანული შერწყმით და პროფესიული განათლების მხარდაჭერით, პატრიოტული სულისკვეთების მქონე, ტოლერანტი მოქალაქის აღზრდა, რომელიც იაზრებს გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობას. ხედვა სკოლა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით, სკოლაში განხორციელებული სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, მოსწავლეები შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას და თავის დამკვიდრებას შრომით ბაზარზე. ღირებულებები • თანამშრომლობა; • გუნდურობა; • ღიაობა; • დემოკრატიული მართვა; • ტოლერანტობა. • გამოცდილების გაზიარება • პროფესიონალიზმი; • უწყვეტი განვითარება; • ემპათიის უნარი; • შემოქმედებითობა; • პატრიოტიზმი;

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულება.docx16/10/2025 13:13:32 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა4 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის სტრუქტურა. იხილეთ მიმაგრებულ ფაილში სამეურვეო საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შწდეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შასახებ განკარგულება, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში

დოკუმენტები

განკარგულება.docx17/07/2025 11:23:27 · 0.16 MB
1. სტრუქტურა (1) (1).docx02/12/2025 19:40:22 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2023-2024 სასწავლო წლიდან 2029-2030 სასწავლო წლის ჩათვლით შესავალი სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმის მიზანია განსაზღვროს ის სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში. სკოლა გაუზიარებს მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით დაინტერესებულ მხარეებს სკოლის ხედვას, მისიას და ღირებულებებს, მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. ყოველწლიური SWOT ანალიზით დეტალურად დავადგენთ რამდენად მივაღწიეთ დასახულ მიზნებს. სკოლის დირექტორის სახელზე შემოსული მომართვის საფუძველზე ,რომელიც გულისხმობდა შვიდ წლიან სტრატეგიულ განვითარების გეგმაში, ასევე სკოლის ფილოსოფიაში :მისია , ხედვა, ღირებულებებში ცვლილების შეტანას, სასკოლო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ცვლილების გამო ,სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, 2024-2025 სასწავლო წლის მე-2 სემესტრში სტრატგიული გეგმაში ცვლილებების შეტანის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სკოლის სტრუქტრული ერთეულების მონაწილეობით. ჯგუფმა მოამზადა საჭიროებების შეფასება (swot ანალიზი) და მისი დასრულების შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა საჭიროებათა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სკოლის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრასა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ცვლილების შეტანას. ზემოთ ხსენებულ დოკუმენტებში შეტანილი ცვლილებების გაცნობის მიზნით, ჩატარდა შეხვედრები სასკოლო საზოგადოებისთვის, დაინტერესებული მხარეებისთვის.

დოკუმენტები

+7-წლიანი-სტრატეგიული-განვითარების-გეგმა.pdf20/10/2025 10:28:10 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა 2023-2030 სასწავლო წელი

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა ერთწლიანი სამოქმედო გეგმა იხილეთ მიბმული დანართის სახით

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2022-2023 (1).docx15/01/2024 16:02:34 · 0.07 MB
სამოქმედო-გეგმა-2024-2025 ლაგოდეხი.xlsx27/06/2024 14:08:14 · 0.02 MB
+ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf20/10/2025 11:06:00 · 0.37 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 ლაგოდეხი N1.pdf20/10/2025 14:57:28 · 0.31 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

ანგარიში-2024-2025წ.სამოქმედო გეგმა -პროფესიული.pdf20/10/2025 14:35:24 · 0.11 MB
ანგარიში- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 სკოლის.pdf20/10/2025 14:57:28 · 0.34 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები11 დამატებითი მასალა

იხილეთ მიბმული დანართი

დოკუმენტები

პროგრამა კომპ.ქსელი და სისტემები.docx27/06/2024 15:29:26 · 0.07 MB
სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისებისმიწოდების რეგულაცია.pdf28/10/2025 10:58:49 · 0.07 MB
რემედიაცია-ლაგოდეხი.pdf28/10/2025 10:58:50 · 0.14 MB
მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf28/10/2025 10:58:50 · 0.12 MB
მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება 2-254.pdf28/10/2025 10:58:51 · 0.13 MB
დამრიგებლის დებულება.pdf28/10/2025 10:58:51 · 0.23 MB
აქტივობების ანგარიში.pdf28/10/2025 10:58:51 · 0.89 MB
ეკო-კლუბის-კონცეფცია-დედამიწის-მცველები-ლაგოდეხისN1-საჯარო-სკოლა (1).docx28/11/2025 11:44:03 · 17.91 MB
სამოქალაქო-განათლების-კლუბი-ათენა-ლაგოდეხის-1-საჯარო-სკოლა (1).docx28/11/2025 11:44:05 · 14.3 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026-ლაგოდეხი N1 საჯარო სკოლა.pdf07/12/2025 21:24:51 · 0.38 MB
მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი-ლაგოდეხი N1 საჯარო სკოლა.pdf07/12/2025 21:24:52 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მუხლი 24. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების წესი 1. მოსწავლეთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სზდ-ში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს ზსდ-ში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა; ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. 2. დაუშვებელია ზსდ-ს მიერ მოსწავლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ზსდ-ს ტერიტორიის გარეთ ჩაიდინა. 3. წინამდებარე შინაგანაწესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს ზსდ-ის დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისციპლინური სახდელის 5-დან 10 დღემდე დათხოვნის დაკისრების გამო, კონკრეტული დისციპლინური გადაცდომა განსახილველად უნდა გადაეცეს დისციპლინურ კომიტეტს. 4. წინამდებარე შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ (5-დან 10 დღემდე ვადით) და ,,თ“ (გარიცხვა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით. შინაგანაწესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი.გ", ,,ი.ვ“, ,,ი.კ“ და ,,ი.ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ გამოყენებისა ან/და ამავე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებს განიხილავს დისციპლინური კომიტეტი. 5. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის ზსდ-დან გარიცხვა. 6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს ან/და კანონიერ წარმომადგენელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ან/და კანონიერ წარმომადგენელთან ერთად წარდგეს. 7. დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. თუ მხარე უარს ამბობს ახსნა-განმარტების მიცემაზე ან შეუძლებელია მისი ჩამორთმევა, შედგება აქტი, რომელსაც ხელს მოაწერენ დამსწრე პირები. 8. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი ფორმით გაცხადებული უარი მოსწავლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე, არ საჭიროებს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აქტის შედგენას. 9. საგაკვეთილო პროცესის ჩაშლის ან ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების უფლება აქვს მასწავლებელს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი იძახებს ზსდ-ს მანდატურს/უფლებამოსილ პირს/ ზსდ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელს და მოსწავლეს მათი თანხლებით ატოვებინებს საგაკვეთილო პროცესს. 10. მანდატური/უფლებამოსილი პირი/ ზსდ-ს ადმინისტრაცია ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და უზრუნველყოფს მის აღრიცხვას. 11. გაკვეთილის დასრულებამდე/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს მანდატურის/ უფლებამოსილი პირის/ ზსდ-ს ადმინისტრაციის მეთვალყურეობის ქვეშ. 12. ზსდ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მასწავლებლის, მანდატურისა და ზსდ-ში დასაქმებული სხვა პირების კანონიერი მოთხოვნისადმი მოსწავლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მანდატური/უფლებამოსილი პირი/ზსდ-ს ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. 13. მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ზსდ-ში გამოცხადებამდე მანდატური/უფლებამოსილი პირი/ ზსდ-ს ადმინისტრაცია ვალდებულია მოსწავლე არ დატოვოს უმეთვალყურეოდ. 14. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ზსდ-ს შენობას დატოვებს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ზსდ-ში გამოცხადებამდე, მანდატური/უფლებამოსილი პირი/ზსდ-ს ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, მანდატური/უფლებამოსილი პირი/ ზსდ-ს ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ს; 15. მოსწავლისთვისზსდ-თვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი ზსდ-ს ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ ზსდ-თვის სას

დოკუმენტები

+შინაგანაწესი ლაგოდეხი 2025წ..pdf20/10/2025 11:00:12 · 0.35 MB
+მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის,სტატუსის,შეჩერების, შეწყვეტის წესი დანართიN1.pdf20/10/2025 11:00:13 · 0.2 MB
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.docx01/12/2025 19:35:17 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები2 დამატებითი მასალა

იხილეთ დანართის სახით

დოკუმენტები

დ.30 კომპ.ქსელი და სისტემები პროგრამის ბიუჯეტი.docx27/06/2024 15:29:19 · 0.02 MB
სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა. 2024 წლის ფინანსური ანგარიშგება.docx01/12/2025 19:00:35 · 2.81 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე