რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №90 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ვაზისუბნის დას., დ. კვაჭანტირაძის ქ. №2

რეესტრის კოდი#118
მოსწავლე1057
მასწავლებელი59
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამარ მელიქიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
28/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
28/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ისანი-სამგორი, ვაზისუბნის დას. დ. კვაჭანტირაძის ქ. №2

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
10
სსსმ ლიმიტი
15
სსსმ თავისუფალი ადგილი
14

თბილისი, ისანი-სამგორი, ვაზისუბნის დას. დ. კვაჭანტირაძის ქ. №2

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
16
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები4 დამატებითი მასალა

სსიპ ქ. თბილისი 90 საჯარო სკოლის მისიაა: თითოეული რგოლის ურთიერთთანამშრომლობის პირობებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, განვახორციელოთ როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ისე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სხვადასხვა მეთოდებისა და ხერხების დანერგვით თითოეულ პირს (მოსწავლეს/პროფესიულ სტუდენტს) განვუვითაროთ გონებრივი, ფიზიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებით მივცეთ მომავლის რწმენა და აღვზარდოთ ტოლერანტი მოქალაქე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობები. აღნიშნული მისია შეესაბამება „პროფესიული განათლების შესახებ კანონში დეკლარირებულ ისეთ პროფესიული განათლების მიზნებს, როგორიცაა შრომის ბაზარზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, პიროვნების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ასევე შრომის ბაზარზე ორიენტირებული კვალიფიციური კადრების მომზადებით სკოლა ხელს შეუწყობს ქვეყნის პოლიტიკის ისეთ მიზანს როგორიცაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. სკოლის ხედვა: სკოლა უნდა გახდეს წამყვანი დაწესებულება შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის. ამ მიზნით საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: • სკოლის ყველა საფეხურზე, მაღალი ხარისხის კურიკულუმების და მოდულების შეთავაზება; • თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის/ პროფესიული სტუდენტის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; დაწესებულების ღირებულებები: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და კეთილსინდისიერება, შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მიუკერძოებლობა გამომდინარეობს მისიიდან და ხელს უწყობს მისიის მიღწევადობას. სკოლის ღირებულებები: მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო თემი თანხმდება, რომ ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და კეთილსინდისიერება, შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მიუკერძოებლობა. სასკოლო თემი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას. არის შედეგზე ორიენტირებული და ითვალისწინებს გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს. აკეთებს საერთო საქმეს და არის ჩვენი სკოლის ერთგული. სკოლა ზრუნავს სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე. ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას. აფასებს ინიციატივას და ზრუნავს მის მუდმივ გაუმჯობესებაზე. სკოლის პერსონალისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება. გუნდური მუშაობა და კოლეგიალობა.

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები.pdf26/09/2023 11:56:50 · 0.05 MB
სასკოლო-სასწავლო-გეგმა-2023-2024.pdf11/10/2023 18:50:20 · 0.33 MB
სკოლის მისია, ხედვა, შეცვლილი.docx.pdf04/07/2024 17:10:53 · 0.05 MB
შეცვლილი - სასკოლო-სასწავლო-გეგმა-2023-2024.pdf05/07/2024 17:22:56 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქ.თბილისის N90 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა თავი I. პირების ფუნქციები მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქ.თბილისის N90 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას, ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სადამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენს პედაგოგიურ საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის მოადგილეს, რომელიც დირექტორის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მუხლი 3. დირექტორის მოადგილე/მოადგილეები 1. დირექტორის პირველი მოადგილე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, შინაგანაწესით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 1. 2. დირექტორის მოადგილეს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.

დოკუმენტები

სტრუქტურა.docx.pdf05/10/2023 15:31:58 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

N90 სკოლის შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა.pdf11/10/2023 13:20:57 · 0.23 MB
შესწორებული 2023-2030 N90 სკოლის შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა (1).docx.pdf04/07/2024 16:06:51 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლას აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სტრატეგიული გეგმიდან. სკოლაში ყოველი წლის ბოლოს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეჯამება. სხდომაზე ხდება სამოქმედო გეგმის თითოეული ნაწილის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საჭიროებებს, რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა, რათა მომავალში იქნეს გათვალისწინებული. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტუfრი ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა კონკრეტულია, მასში მითითებულია ვინ, როდის, სად და რას აკეთებს სასწავლო წლის მანძილზე, შესაბამისი ინდიკატორებით გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რამდენად სრულყოფილად განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. 7. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა 8. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში 9. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 10. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის განვითარების სტრატეგიული გეგმა.pdf11/10/2023 16:33:59 · 0.17 MB
შეცვლილი - სასკოლო-სასწავლო-გეგმა-2023-2024.pdf05/07/2024 17:25:45 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას და ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად. სასწავლო წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით სკოლის პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელშიც გაწერილია სკოლის მისია და მიზნები, რადგან მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლის მისია, ხედვა და მიზნები საჭიროებს რევიზირებას, შესაბამისად სამომავლოდ სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას მეტი ყურადღებას დავუთმობთ, რათა მთელმა სასკოლო თემმა მიიღოს მის შემუშავებაში მონაწილეობა. მისიისა და ხედვის შემუშავების შემდეგ, შევიმუშავეთ სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც დაეფუძება სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმა-ეს პროცესი უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მომდევნო სასწავლო წელს. საგანმანათლებლო პროცესის მართვა სკოლაში ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შიდა სამართლებრივი აქტებით (სასკოლო გეგმა, სკოლის შინაგანაწესი, საგანმანათლებლო შიდა დოკუმენტები, დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის დოკუმენტების გაცნობას უზრუნველყოფს სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი, როგორც პირისპირ ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით. სკოლაში შეიქმნა და ფუნქციონირებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით; თანამშრომლების, მოსწავლეების/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი წარედგინება დირექტორს, რომელიც ღებულობს ზომებს შემდგომი რეაგირებისთვის. დისციპლინური დარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, ასევე დირექტორის გადაწყვეტილება საჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში. სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა მიღების- გათავისუფლების, მოსწავლეების წახალისების და საჩივრის განხილვის გამჭირვალე სისტემა, რაც ასახულია სკოლის შინაგანაწესში; სკოლაში შექმნილია სხვადასხვა კოლეგიურო ორგანო, რომელიც შექმნილია თანამშრომელთა, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების თანამონაწილეობით. კერძოდ, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო. პერსონალს თუ მშობელს შესაძლებლობა აქვს მიმართოს ამ ორგანოებს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. რაც ასახულია სკოლის შინაგანაწესსა და შრომით ხელშეკრულებებში. შინაგანაწესი გამოკრულია სკოლის პირველი სართულის ფოიეში თვალსაჩინო ადგილას. ასევე სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ მშობელთა კრებაზე ხდება შინაგანაწესის გაცნობა.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მოსწავლის და მოსწავლის მეურვის კანონიერი უფლებები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლა (შემდგომში - სკოლა) არის ადგილი, სადაც რეალიზდება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - განათლების უფლება. მხოლოდ სკოლის მოსწავლის სტატუსის მოპოვება არ არის საკმარისი ამ უფლების დასაცავად. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების (შემდგომ „მეურვის“), სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით: 2.1. სკოლას აქვს შინაგანაწესი; 2.2. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის სამეურვეო საბჭო; 2.3. სკოლას ჰყავს დისციპლინური კომიტეტი; 2.4. სკოლას ჰყავს მანდატურები/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; 2.5. სკოლას ჰყავს სკოლის ექიმი; 2.6. თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი; 2.7. სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა. 3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. მუხლი 2. მოსწავლისა და მისი მეურვის კანონიერი უფლებები 1. მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და სკოლის მიერ დადგენილი წესების გაცნობას თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა. 2. ინფორმაცია მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციის ან კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულად ეგზავნება ყველა მოსწავლეს. 3. თითოეული მოსწავლის მეურვესთან სკოლა აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.

დოკუმენტები

შინაგანაწესი-2023-2024-წ.pdf06/10/2023 11:18:08 · 0.23 MB
მოსწავლის-ქცევის-კოდექსი.pdf06/10/2023 16:50:21 · 0.09 MB
პროფესიული სტუდენტის უფლებები დანართი N4.docx17/07/2024 15:05:47 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელსაც ევალება დაიცვას სკოლაში თანამშრომელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება. გაკვეთილზე დასწრების კონტროლს ანხორციელებს კლასის დამრიგებელი, მოსწავლის მოსვლის მომენტიდან, გაკვეთილის დასრულებამდე, დამტკიცებულია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; ასევე სკოლაში დირექტორის ბრძანებით არის განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლაში დამონტაჟებულია 15 ცეცხლმაქრი, რომლებიც არის დამუხტული, სკოლაში ყველა სართულებზე გამოკრულია ევაკუაციის გეგმა, რომელიც დამზადებულია შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, (16 ვიდეოკამერა), სკოლას ჰყავს კვალიფიკაციური ექიმი და ექთანი, რომელებიც უზრუნველყოფენ სკოლაში პირველადი დახმარების გაწევას, როგორც სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის. სკოლას გვაქვს პირველადი დახმარების მედიკამენტები და ინვენტარი. სკოლაში შექმნილია პირობები იმისათვის, რომ სასკოლო საზოგადოების წევრებს შევუქმნათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციურად უსაფრთხო გარემო, რაც ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას. (სადამრიგებლო საათი, მრჩეველთა საბჭო, მორიგეობა, სკოლის დარაჯი, მანდატური, ინკლუზიის განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმა, ფსიქოლოგი) სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება დირექციის მიერ შემუშავებული მორიგეობის გრაფიკით, რომელიც ავალდებულებს თითოეულ მასწავლებელს, იმორიგეოს და ადევნოს თვალყური მოსწავლეებს, მისთვის განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულში. (სართულებზე, ფლიგელებში, საპირფარეშოებთან). კლასის დამრიგებლები მუდმივად დგანან და აკონტროლებენ თავიანთ სადამრიგებლო კლასებს დასვენებების პერიოდში. სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მანდატურის სამსახური, (3 მანდატური)რომელთანაც შეთანხმებულად თანამშრომლობს სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებლები. აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობს რეფერირების ინსტიტუტი, სკოლაში მოქმედებს გადაადგილების საშვთა სისტემა, უცხო პირთათვის, მოსწავლეთა სკოლიდან გაშვების საშვი. შემოსასვლელში კარისკაცი, მეთვალყურეობას უწევს უცხო პირთა გადაადგილებას.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N90 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი სკოლას არ აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. ფინანსების დაზოგვის მიზნით ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია. ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია შიდა სასკოლო პროექტებზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობების მხარდაჭერაზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

დოკუმენტები

90-ბიუჯეტი.pdf06/10/2023 11:27:08 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე