რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლა

კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, სოფელი აფენი

რეესტრის კოდი#1178
მოსწავლე310
მასწავლებელი33
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამარი ცქიფურიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
22/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
22/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ლაგოდეხი, სოფელი აფენი

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სკოლის მისიაა მოსწავლეებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება სასიამოვნო და კეთილგანწყობილ, მოტივირებულ გარემოში. აღზარდოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი,სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში. მომავლის ხედვა სკოლის მომავლის ხედვაა, შექმნას მოზარდთა ინტელექტუალური და ფიზიკური აღზრდისათვის საჭირო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი განათლება. აღზარდოს სახელმწიფოებრივად და შემეცნებითად მოაზროვნე ახალგაზრდა, რომელიც მომავალი წარმატებებისათვის მუდმივად იზრუნებს აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ღირებულებები ინსტიტუციის სტრატეგიულ ჩარჩოებში მოქცეულია ფუნდამენტური ღირებულებები: ღიაობა/გამჭვირვალობა ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და სასკოლო საზოგადოება გვენდობა ჩვენ. განვითარება და ინოვაცია მიღწევები ინოვაციის გზით და არსებულის გაუმჯობესება. ერთგულება ერთმანეთის, განათლების სისტემისა და სასკოლო საზოგადოებისადმი ერთგულება; პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

მოკლე ინფორმაცია დირექტორი - თამარი ცქიფურიშვილი მოადგილე - თამარი კუბლაშვილი საინფორმაციო მენეჯერი - ვალერი შეყელაძე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - მარიამ კაპანაძე საქმეთა მწარმოებელი - მაკა გორგიაშვილი ბუღალტერი: ვარდო ცუხიშვილი საბუნებისმეტყველო კათედრის თავმჯდომარე: ლელა ქარაზანაშვილი მათემატიკის და ისტ კათედრის თავმჯდომარე: მეგი ტალახაძე-კაპანაძე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა: ნონა ჭიოკაძე დაწყებითის კათედრა: ეთერი გეწაძე უცხო ენების კათედრა: მარინა მუმლაძე სპორტი და ესთეტიკური აღზრდის კათედრა: ნინო კობახიძე საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა: მიხეილ ლობჟანიძე დამლაგებელი: თამარ გამყრელიძე,ელენე ცქიფურიშვილი, ნინა მიროტაძე დარაჯი: გია მოდებაძე.მერაბი მიროტაძე

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf29/09/2023 19:27:53 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

2-107.pdf16/10/2023 18:12:37 · 0.26 MB
სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის 7 წლიანი გეგმა. 2023-2030 წელი.pdf19/10/2023 11:16:55 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024..pdf29/09/2023 19:38:31 · 0.34 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2023-2024 წ..pdf07/12/2023 13:25:48 · 0.22 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები12 დამატებითი მასალა

სკოლაში პროცესების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება სკოლის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც გამოიყენება სკოლის მიერ შეთავაზებული სერვისების პერიოდული და სისტემური შეფასებისა და მუდმივი განვითარებისთვის. სკოლაში ხორციელდება პროცესებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

დოკუმენტები

4. ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა.pdf19/10/2023 11:09:31 · 0.07 MB
მოსწავლის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf19/10/2023 11:09:32 · 0.14 MB
11.პერსონალური-მონაცემების-დაცვა-1 (1).pdf19/10/2023 11:09:32 · 0.14 MB
2. შეფასების-სისტემის-ვერიფიკაციის-მექანიზმი სსიპ იხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა..pdf19/10/2023 11:09:32 · 0.07 MB
ეკოკლუბი-გეგმა.pdf19/10/2023 14:25:25 · 0.11 MB
სასწავლო-სილაბუსი-იდეებისა-და-მეწარმეობისლაბორატორია.pdf19/10/2023 14:32:27 · 2.71 MB
მოხალისეობრივი ინიციატივების კონკური-განაცხადის ფორმა შვსებუ_ლი ნახევრად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა (2).pdf19/10/2023 15:10:54 · 0.23 MB
Schools application form, restricted.pdf19/10/2023 15:10:54 · 0.37 MB
ინოვატორთა კლუბის წესდება.pdf19/10/2023 15:10:54 · 0.13 MB
სამოქმედო-გეგმა.pdf19/10/2023 15:10:55 · 0.1 MB
კათედრის-დებულება-საჯარო-2022.pdf19/10/2023 15:10:55 · 0.05 MB
მე-7-კლასის-სადამრიგებლო-პროგრამა-2023-2024-1.pdf19/10/2023 15:10:55 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენისN1 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2023წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო _საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ)მატერიალური პასუხისმგებლობა; ი)განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს

დოკუმენტები

შინაგანაწესი-2023-2024წ.pdf29/09/2023 19:30:12 · 0.25 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის ვებგვერდი

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის შემოსავალი არის ვაუჩერული დაფინანსება,სასკოლო პროექტებისგან მიღებული გრანტები,რომლის განკარგვაც ხდება მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მიღწევებისა და იმ უნარჩვევების შესაძენად,რომელიც მათ აძლევს რეალიზების შესაძლებლობას. სასკოლო სასწავლო გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ხდება სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, სასწავლო წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კრექტირება,რომელიც დასტურდება სამეურვეო საბჭოს ოქმებით.