ლაგოდეხი, სოფელი აფენი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
კახეთი · ლაგოდეხი · ლაგოდეხი, სოფელი აფენი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №2 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს 21-ე საუკუნის უნარებით და ეროვნული ღირებულებებით აღჭურვილი პიროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში. ,,სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. აფენის №2საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა მოსწავლეებში ხელი შეუწყოს 21-ე საუკუნის ღირებულებების, დამოკიდებულებების და კრიტიკული გააზრების უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი თავის რეალიზებაში, ასევე ეროვნული ფასეულობების, იდენტობის გაგება-გააზრებაში, საქართველოს ადგილისა და როლის დამკვიდრებას მსოფლიოში. მომავლის ხედვა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლის ხედვაა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა 20 % იყოს რეალიზებული და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე, ასევე იყოს აქტიური მოქალაქე, ატარებდეს/იზიარებდეს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ იდეებს. ღირებულებები ინსტიტუციის სტრატეგიულ ჩარჩოებში მოქცეულია ფუნდამენტური ღირებულებები: ღირებულებები: თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს და გამომდინარეობს სკოლის მისიიდან: • თანამშრომლობა; (გამომდინარეობს თანამედროვე მრავალფეროვან გარემოში გლობალური განვითარების უნარიდან) • გუნდურობა; (ეყრდნობა მულტიკულტურული გარემოს ხელშემწყობ ეფექტურ სასწავლო მეთოდებს) • ღიაობა; (გამომდინარეობს თანამედროვე მრავალფეროვან გარემოში გლობალური განვითარების უნარიდან) • დემოკრატიული მართვა; (გამომდინარეობს დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებიდან) • ტოლერანტობა. (ეყრდნობა მიმღებლობას და მულტიკულტრულ გარემოში მშვიდობიან თანაცხოვრებას, როგორც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარს). • გამოცდილების გაზიარება (გამომდინარეობს მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთმანეთთან მიმოცვლის აუცილებლობით, სასკოლო საზოგადოების გაჯანსაღების მიზნით)