თელავი, სოფელი რუისპირი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 28
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
კახეთი · თელავი · თელავი, სოფელი რუისპირი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის მისიაა საგანთა საფუძვლიანი სწავლების გზით აღზარდოს კრიტიკულად და გლობალურად მოაზროვნე მოქალაქე. განუვითაროს მას სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციები: (ემპათიურობა, კოლაბორაცია) გადაწყვეტილების მიღების და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების უნარი, რათა შეძლოს: ლოკალური თემისთვის აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირება და ზრუნვა, ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემების გაცნობიერება, მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გაცნობიერება (გლობალური მოქალაქეობა). ჩვენი მიზანია ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებული სწავლების გზით მოსწაველეებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, რათა შეძლონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში. ხედვა მისიის განხორციელება შესაძლებელია სწავლა სწავლების პროცესში მეტი არაფორმალური განათლების აქტივობებით. სწავლა სწავლების პროცესში აქტიურად დავნერგავთ დიფერენცირებული სწავლების პრინციპებს, რაც მოსწავლეს მისცემს საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას. დავგეგმავთ კათედრებს შორის ინტეგრირებულ პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს კოლაბორაციის პროცესს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, გლობალური მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. XXI საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ხანაა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მოსწავლეებმა ინტეგრირებული სწავლების გზით შეძლონ: • მიიღონ თეორიული ცოდნა • შეძლონ საგანთა შორის ინტეგრირება • შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ღირებულებები • ეთიკურობა • ურთიერთპატივისცემა • ტოლერანტობა • პატრიოტიზმი • ტრადიციების პატივისცემა • ურთიერთთანამშრომლობა • სხვისი აზრის პატივისცემა • თანადგომა • უფროსების პატივისცემა • სიყვარული • მეგობრობა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა (2023-2024 წ.წ.) გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
მოსწავლის ქცევის წესები მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. პასუხისმგებლობა ქცევის წესების დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.