რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თელავის №9 საჯარო სკოლა

კახეთი · თელავი · ქ. თელავი ჭავჭავაძის გამზ.№1

რეესტრის კოდი#1164
მოსწავლე947
მასწავლებელი65
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნანა თვალიაშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
21/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
21/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქ. თელავი ჭავჭავაძის გამზ.№1

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
6
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
7
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სსიპ ქალაქ თელავის N 9 საჯარო სკოლის მისია და ხედვა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და განვითარების თანამედროვე გლობალურ ტენდენციებს. იგი შექმნილია სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების თანამშრომლობით. მისი მიზანია: ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება , საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელი , ტოლერანტი, კომუნიკაბელური, სოციალური უნარების მქონე , კანონმორჩილი, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე, დემოკრატიული მოქალაქის აღზრდა, რომელსაც ექნება საბაზო განათლების ცოდნა უმაღლესისათვის, გამომუშავებული ექნება თვითშეფასების უნარი, შემზადებული იქნება შრომისა და თვითდამკვიდრებისთვის არამარტო საქართველოში არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. სკოლის შექმნის მიზეზი იყო ქალაქ თელავის მეგობრობა გერმანიის ქალაქ ბიბერახთან, რომლებიც ითხოვდნენ გაცვლით პროგრამებში თელაველი მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა გუნდი და 1990 წელს გაიხსნა სკოლა გერმანული ენის გაძლიერებული სწავლებით. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ღებულობენ DSD -ს დიპლომს, სწავლას აგრძელებენ ევროპის უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენი მისიაა უფრო მეტი მოსწავლის გააქტიურება ამ მიმართულებით, რათა ეზიარონ ევროპულ კულტურას, მიიღონ განათლება და დაბრუნდნენ სამშობლოში ქვეყნის საკეთილდღეოდ. სკოლის მისიაა:გამოავლინოს თითოეული მოსწავლის ინტერესები,საჭიროებები, მიდრეკილებები და, შესაბამისად, გამოიყენოს ინდივიდუალური მიდგომები და მრავალფეროვანი სტრატეგიები, ხელი შეუწყოს დამოუკიდებელ სწავლებას, სწავლა-სწავლების სიღრმისეულ გააზრება-შემეცნებასა და მიღებული ცოდნის ტრანსფერს, იზრუნოს მოსწავლეთა წარმატებებზე, ჰქონდეს მათი მხრიდან მაღალი მოლოდინები, მოსწავლის ცხოვრება გახადოს საინტერესო, სახალისო , შემოქმედებითი, დატვირთული. სკოლაში განხორციელებული ნებისმიერი ღონისძიება ემსახურებოდეს ამ მიზნებს. შექმნას უსაფრთხო, დისციპლინირებული, პოზიტიური , ჯანსაღი, წამახალისებელი და ინტელექტუალურად მასტიმულირებული გარემო როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე პედაგოგებისათვის. სისტემატურად იზრუნოს სკოლის მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შევსება- გაუმჯობესებაზე. სკოლის ხედვა. სსიპ ქ.თელავის N9 საჯარო სკოლის ხედვაა მიმდინარე და მომდევნო სასწავლო წლებში შეიქმნას უსაფრთხო, ეფექტური , ინკლუზიური სასწავლო და სამუშაო გარემო, რომელშიც მოსწავლეთა უმრავლესობას,კერძოდ 80 %-ს ექნება მაღალი სასკოლო მოტივაცია, სკოლისადმი დადებითი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება , ხოლო 20% თავის უარყოფით დამოკიდებულებას რადიკალურად შეიცვლის. სკოლის ხედვადაფუძნებულია პრინციპზე, რომ იყოს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული, გამჭვირვალე სასწავლო პროცესი, შედეგებზე ორიენტირებული. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო სამუშაოთა ინტეგრაცია სკოლის ხედვით უნდა განხორციელდეს. მოსწავლე უნდა ვითარდებოდეს როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად და სულიერად. მან უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების შეფასება-გადაფასება და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება, ამავე დროს ინტელექტუალური და ტექნოლოგიური მიღწევების საჭიროებისამებრ გამოყენება , ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება-გაფილტვრა და გაანალიზება, საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და რეალიზება, გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება განათლებასა და შრომით საქმიანობაში. სკოლის მისია და ხედვა დაფუძნებულია უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნაზე. სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებლები, მანდატურის სამსახური ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას. სკოლაში იგეგმება და ხორციელდება ღონისძიებები(შემოდგომის ფესტივალი, საშობაო კარნავალი, ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მიზნობრივი ექსკურსიები ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მუზეუმებში და სხვა), მოსწავლეთა მიერ შემეცნებით-კულტურული აღქმის განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ სასკოლო ღონისძიებებსა და პროექტებში მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. სკოლა ახორციელებს გაცვლით სასწავლო პროგრამებს გერმანიისა და ავსტრიის სკოლებთან. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, დირექციის, საგნობრივი კათედრების მუშაობით. სკოლის ღირებულებები: სწავლაზე ორიენტირებული სასკოლო საზოგადოების შექმნა და შენარჩუნება, სადაც სწავლა და მოსწავლე მთავარ სამიზნეს წარმოადგენს; ინკლუზიური გარემო, სადაც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური განსხვავებებისა და საგანმანათლებლო საჭიროებების მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი, ემპათიური დამოკიდებულებაა, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისა და განვითარების თანაბარი პირობებით, ყველას აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სასკოლო საქმიანობაში; სკოლაში ღია მმართველობაა ( გამჭვირვალე და საჯარო ), რომელიც თითოეულ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს და მაქსიმალურად იყოს ჩართული სკოლის ცხოვრებასა და საქმიანობაში; კოლეგიალობა - სკოლაში ( მისი დაარსების დღიდან ) დამკვიდრებულია თანამშრომლობითი გარემო, აქტიურად ფუნქციონირებს “ კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტი”.

დოკუმენტები

სკოლის მისია და ხედვა.docx05/10/2023 16:32:12 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურული ერთეულები თელავი 9.pdf17/10/2023 11:59:19 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის განვითარების სტრატეგილი გეგმა

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წ - ქ. თელავი.pdf16/10/2023 17:54:01 · 0.17 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის განვითარების 1 წლიანი პროგრამა წარმატებით განხორციელდეს ის სიახლეები, რომელსაც გეგმავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ( სადამრიგებლო პროგრამა, სწავლაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა და განვითარება ) დამოუკიდებლად სწავლისთვის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დამკვიდრება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით სკოლის ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება. კოორდინირებული და პარტნიორული თანამშრომლობა მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემთან . მათი აქტიური ჩართვა სკოლის ცხოვრებაში. მოსწავლეთა , პედაგოგთა , მშობელთა მოტივაციის დახვეწილი სისტემა. მჭიდრო თანამშრომლობა სამეურვეო საბჭოსთან, მანდატურის სამსახურთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. მონიტორინგის სისტემის მეტად გაუმჯობესება, დახვეწა. სკოლაში არსებული მოძველებული ტექნიკის განახლება. გაცვლითი პროგრამების გაგრძელება და ახალი პარტნიორების მოძიება . სასკოლო პროექტებში მშობელთა ჩართულობის გააქტიურება. სსსმ და შშმ მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობის გაძლიერება. სსსმ და შშმ მოსწავლეებისთვის სწავლების „უნივერსალური დიზაინის“ შექმნა.

დოკუმენტები

სკოლის განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf05/10/2023 16:44:51 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გარემონტებულია ევროსტანდარტის შესაბამისად მილენიუმის პროექტით. სკოლაში სწავლება ორცვლიანია, რადგან სკოლა გათვლილია 600 მოსწავლეზე, სწავლების ხარისხიდან გამომდინარე, სკოლა მოთხოვნადია და დღეს სკოლაში ირიცხება 1050 მოსწავლე. სკოლის საკუთრებაში არსებული ფართი, სასკოლო ოთახები, დერეფნები, ეზო, სასადილო ბიბლიოთეკა, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეძლონ საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, შესვენებაზე კი სრულფასოვნად დაისვენონ. სკოლის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სსსმ და შშშმ მოსწავლეთათვის რესურსოთახი, ლიფტი და სველი წერტილი, რაც მათ საჭიროებას წარმოადგენს. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი, ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. სასკოლო გარემო სწორადააა მოწყობილი, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისა და განვითარებისთვის კომფორტულ უსაფრთხო აკადემიურ სივრცეს. მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომია სკოლაში არსებული ყველა რესურსი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ღია სპორტული მოედანი, რეკრეაციული სივრცეები. რესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი მოტივატორია მასწავლებლებისთვის, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში მეტი დრო დაუთმონ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური განათლების მიღების პირობები. ინკლუზიური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესია, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინების მიღება. სასკოლო გარემო ადაპტირებულია ყველა მოსწავლისათვის. სასწავლო გარემო პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს: ლიფტი, საპირფარეშო, სსსმ მოსწავლეებზე მორგებული ინფრასტრუქტრუა, რესურსოთახი შესაბამისი მოწყობილობით, სპეც მასწავლებლები. სკოლაში 16 სსსმ მოსწავლეა, რომელთა სწავლა - აღზრდას ემსახურება 3 სპეცმასწავლებელი და 2 ასისტენტი. სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლის ინფრასტრუქტრა ქმნის შესაძლებლობას მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე განახორციელონ სოციალური, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, რაც დასტურდება იმ მრავალი ღონისძიებებით, რომლებიც ტარდება სკოლაში როგორც ქართველ, ასევე გაცვლით პროგრამაში მონაწილე ავსტრიელ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც ავსტრიის საელჩოს მიერ მოწყობილია ავსტრიული მხარის კუთხე. საელჩო უზრუნველყოფს კუთხის გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურით მომარაგებას და საქართველოს მასშტაბით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ბიბლიოთეკაში დაცულია სასკოლო წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკა რეგულარულად ასრულებს სასწავლო პროცესის მხარდამჭერ ფუნქციას. დამუშავებულია სასწავლო რესურსების კატალოგი. სწავლა-სწავლების პროცესში სახელმძღვანელოები ერთ-ერთ ძირითად რესურსს წარმოადგენს. სკოლა საქმიანობას ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, ესგ- ით განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. მასწავლებლები ასევე სახელმძღვანელოების გარდა სწავლებისას იყენებენ დამატებით რესურსებს, თვალსაჩინოებებს, სკოლას გააჩნია გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

ქცევის წესები და აპელაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტში!

დოკუმენტები

გასაჩივრების დეტალური პროცედურები .pdf16/11/2023 16:23:57 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამის ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსს მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გარემონტებულია ევროსტანდარტის შესაბამისად მილენიუმის პროექტით. სკოლაში სწავლება ორცვლიანია, რადგან სკოლა გათვლილია 600 მოსწავლეზე, სწავლების ხარისხიდან გამომდინარე, სკოლა მოთხოვნადია და დღეს სკოლაში ირიცხება 1050 მოსწავლე. სკოლის საკუთრებაში არსებული ფართი, სასკოლო ოთახები, დერეფნები, ეზო, სასადილო ბიბლიოთეკა, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს შეძლონ საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, შესვენებაზე კი სრულფასოვნად დაისვენონ. სკოლის ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია სსსმ და შშშმ მოსწავლეთათვის რესურსოთახი, ლიფტი და სველი წერტილი, რაც მათ საჭიროებას წარმოადგენს. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი, ხელმისაწვდომია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის. სასკოლო გარემო სწორადააა მოწყობილი, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების სწავლისა და განვითარებისთვის კომფორტულ უსაფრთხო აკადემიურ სივრცეს. მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომია სკოლაში არსებული ყველა რესურსი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები, ღია სპორტული მოედანი, რეკრეაციული სივრცეები. რესურსებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი მოტივატორია მასწავლებლებისთვის, მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში მეტი დრო დაუთმონ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას. სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური განათლების მიღების პირობები. ინკლუზიური განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესია, რომლის ფარგლებშიც ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყოფილია განათლების ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინების მიღება. სასკოლო გარემო ადაპტირებულია ყველა მოსწავლისათვის. სასწავლო გარემო პასუხობს შემდეგ კრიტერიუმებს: ლიფტი, საპირფარეშო, სსსმ მოსწავლეებზე მორგებული ინფრასტრუქტრუა, რესურსოთახი შესაბამისი მოწყობილობით, სპეც მასწავლებლები. სკოლაში 16 სსსმ მოსწავლეა, რომელთა სწავლა - აღზრდას ემსახურება 3 სპეცმასწავლებელი და 2 ასისტენტი. სკოლის ინფრასტრუქტურა ემსახურება სკოლის სოციო-კულტურულ სივრცედ ჩამოყალიბებას. სკოლის ინფრასტრუქტრა ქმნის შესაძლებლობას მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე განახორციელონ სოციალური, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, რაც დასტურდება იმ მრავალი ღონისძიებებით, რომლებიც ტარდება სკოლაში როგორც ქართველ, ასევე გაცვლით პროგრამაში მონაწილე ავსტრიელ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად. სკოლაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სადაც ავსტრიის საელჩოს მიერ მოწყობილია ავსტრიული მხარის კუთხე. საელჩო უზრუნველყოფს კუთხის გერმანულენოვანი მხატვრული ლიტერატურით მომარაგებას და საქართველოს მასშტაბით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ბიბლიოთეკაში დაცულია სასკოლო წიგნადი ფონდი. ბიბლიოთეკა რეგულარულად ასრულებს სასწავლო პროცესის მხარდამჭერ ფუნქციას. დამუშავებულია სასწავლო რესურსების კატალოგი. სწავლა-სწავლების პროცესში სახელმძღვანელოები ერთ-ერთ ძირითად რესურსს წარმოადგენს. სკოლა საქმიანობას ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, ესგ- ით განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. მასწავლებლები ასევე სახელმძღვანელოების გარდა სწავლებისას იყენებენ დამატებით რესურსებს, თვალსაჩინოებებს, სკოლას გააჩნია გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები. სსსმ მოსწავლეთათვის სკოლას შემუშავებული აქვს ინდივიდაულური სასწავლო გეგმები.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლის ფინანსურ რესურსს შეადგენს ვაუჩერული დაფინანსება, სკოლის ექთნის თანამდებობრივი სარგო, სსსმ მოსწავლეთა დაფინანსება, მასწავლებლების კუთვნილი დანამატისა და ეკონომიკური საქმიანობიდან (იჯარა, ბანკის კაპიტალიზაცია) მიღებული შემოსავლებისაგან. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სკოლაში იქმნება ფინანსური საქმიანობის სამოქმედო გეგმა - საპროგნოზო ბიუჯეტი, რომელიც წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეცვლილი ფინანსური დინამიკის შესაბამისად განიხილება, იცვლება და მტკიცდება სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს მიერ. ფინანსური რესურსი ქმნის შესაძლებლობას უზრუნველყოს სკოლამ კომუნალური გადასახადები, სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები, საკანცელარიო ნივთები, საგნობრივი კათედრების მიერ მოთხოვნილი სასწავლო რესუსები და სხვა, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებელად წარიმართოს. სკოლას აქვს, როგორც ფინანსური რესურსის დაგეგმვის, ასევე მისი განკარგვის და მონიტორინგის სისტემა. სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად აორგანიზებს შეხვედრებს სამეურვეო საბჭოსთან, კათედრის ხელმძღვანელებთან, პედაგოგიურ საბჭოსთან, თვითმართველობასთან, ტექნიკურ პერსონალთან და ვთანხმდებით თუ რა ესაჭიროებათ სამუშაო გეგმის შესასრულებლად. ამის შემდეგ ტარდება საბაზრო კვლევა თითოეულ საქონელზე. ასევე, ყოველი თვის ბოლოს კეთდება საკასო ხარჯი ბანკის ამონაწერის საფუძველზე, ხოლო წლის ბოლოს დგება ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი წლის განმავლობაში შემოსული და გახარჯული ფინანსები. სკოლას ჰყავს ბუღალტერი, რომელიც ფინანსების გათვალისწინებით შეიმუშავებს ბიუჯეტს დირექტორთან ერთად და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭოში, არიან სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და მათი ინტერესებისა თუ აზრების გათვალისწინებით ხდება ბიუჯეტის შედგენა. ბიუჯეტი პერიოდულად საჭიროებს გადახედვას და ცვლილებას, რაც განპირობებულია სკოლის ინტერესებიდან.

დოკუმენტები

2023 წ. ბიუჯეტი.pdf14/11/2023 11:55:07 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე