ხონი, სოფ. ჩაის მეურნეობა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
იმერეთი · ხონი · ხონი, სოფ. ჩაის მეურნეობა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია: სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მისია შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აღზარდოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე–ახალგაზრდობა. სკოლის მისიის მიზანია ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფით, ასევე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის სჭირო ყველა პირობის შექმნით, განათლების სფეროში მოქმედი კანონების დაცვით თანაბარი შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, აგრეთვე ტოლერანტული თვისებების მატარებელი, ფიზიკურად და ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდა, მოსწავლე–ახალგაზდობისათვის საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრისა და ამის მიხედვით საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. სკოლის მისია გაცხადებულია სასკოლო სასწავლო გეგმაში და სტრატეგიულ გეგმაში. სკოლის ხედვა: სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ხედვა უკავშირდება შემდეგს: განათლება არის გაზიარებული პასუხისმგებლობა მოსწავლეებს, ოჯახებს, სკოლის პერსონალსა და სასკოლო საზოგადოებას შორის, ყველა მოსწავლისთვის შექმნილია ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, სკოლა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს იმისთვის, რომ სწავლა-სწავლების პროცესს ხელი შეუწყოს, სწავლება და სწავლა არის უწყვეტი პროცესი, სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ წარმატებული მოქალაქეები. სკოლის ღირებულებები: სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის ღირებულებებია: • სამართლიანობა • გუნდურობა/თანამშრომლობა • ზრუნვა • ღიაობა სკოლის მისია გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან. • ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • გუნდურობა: ეფექტურად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია როლების შესაბამისი გადანაწილება. ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაცნობიერებული გვაქვს საკუთარი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ის ოდენობა, რაც კონკრეტულად როლიდან გამომდინარეობს. • გამჭვირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • დემოკრატიული მართვა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების გზებს.
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სტრუქტურა სკოლის დირექცია 1. სკოლის დირექტორი 2 სკოლის ბუღალტერი. ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები 1. პედაგოგიური საბჭო; 2. სამეურვეო საბჭო; 3.მოსწავლეთა თვითმმართველობა 4.დისციპლინური კომიტეტი 5.მრჩეველთა საბჭო 6.კლასის დამრიგებელი 7.კათედრა 8.საქმისმწარმოებელი 9. სკოლის ექთანი 10. სპეციალური მასწავლებელი 11. ბიბლიოთეკარი 12.სსსმ მოსწავლის ასისტენტი 13. დამლაგებელი 14. დარაჯი 15. მუშა 16. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი 17. წრის ხელმძღვანელი
დანართი N1 სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნობის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნობის საჯარო სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ: 1.გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მათ სკოლაში ხდება. თეორიულად, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. სათანადო მართვის შემთხვევაში, მოსწავლეების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩასართავად ბევრი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის, სკოლისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. 1. 1.მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. 1.2 მასწავლებლებს ეს ეხმარება: • მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; • კლასში დისციპლინის გაუმჯობესებაში; • ეროვნული სასწავლო გეგმით მათი საგნისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების მიწოდებაში; • უკუკავშირის უზრუნველყოფაში უფრო საინტერესო და რელევანტური გაკვეთილების დაგეგმვის მიზნით; • მოსწავლეთა მოტივირებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაში. 1.3 დირექტორს ეს ეხმარება: • სკოლაში გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; • პრობლემური ქცევის შემცირებაში, როგორიცაა გაცდენები და ბულინგი; • სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, სადაც ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ექნება მიკუთვნებულობის შეგრძნება; • მოსწავლეთა მიღწევებში უკეთესი შედეგებისა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. 1.4.საზოგადოებას ეს ეხმარება: • აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების მომზადებაში, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალონ სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის აღდგენასა და დემოკრატიის კულტურის განვითარებაში. 2.მოსწავლის ხმა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს არის მისი უფლება. მოსწავლეებზე გავლენას ახდენს განათლებაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოვლენებზე ისეთივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორიც სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აქვთ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები მოსწავლეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი წვლილი ახალგაზრდების დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, ასევე, კომპეტენტური მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებში ეფექტური მონაწილეობა. 2.1. საერთო სასკოლო მიდგომა მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერი, რომლიც წარმოადგენს ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას.
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თავი I.ზოგადი დებულებები მუხლი 1.წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრების განხილვის წესი (შემდგომში წესი) რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენელზე, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ, პირზე, რომელსაც სურს სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში განცხადების საჩივრის მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი2.სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარმოდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის ,მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა რომელსაც აქვს პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე გადაწყვეტილებაზე. მუხლი3.განცხადების /საჩივრის წარდგენის წესი. 3.1 სკოლაში საჩივრის/ განცხადების წარდგენა შესაძლებელია სკოლის კანცელარიაში განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ ჩაბარებით, საფოსტო გზავნილის ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისიტემის (eflow) საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ,რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში (18:00 საათიდან 09:00 საათამდე) შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადება/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • სკოლის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის/საჩივრის ავტორის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით) • მოთხოვნას: • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას. • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის/გადაწყვეტილების დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში) • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს(ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4.განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები. 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია ,მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა ,თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, უფლებამოსილმა პირმა/სტრუქტურულმა ერთეულმა შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 5.საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 5.1 საჩივარს განიხილავს უფლებამოსილი პირი/სტრუქტურული ერთეული/კომისია ,რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება საჩივარზე პასუხის გაცემა. 5.2 საჩივრის განხილვის ვადაა 1 თვე. 5.3 თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისთვის აუცილებელია საჩივრის განსახილველად ერთ თვეზე მეტი ვადა ,შესაბამისი პირი/სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ. წინამდებარე მუხლის პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით ერთი თვით. 5.4 ამ წესის 5.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს ინფორმაცია ვადის გაგრძელებაზე უნდა ეცნობოს საჩივრის სკოლაში რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში. 5.5 საჩივარზე პასუხი უნდა იყოს დასაბუთებული. 5.6 სკოლის მიერ მომზადებული კორესპოდენციაში , საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა ინფრასტრუქტურულად საუკეთესო მდგონმარეობაშია. 2023 წელს დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობა. სკოლა აღჭურვილია wi-fi სისტემით, დაფარვა ხორციელდება სკოლის მთელ ტერიტორიაზე. მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიის აღჭურვა. სკოლას აქვს 5 ახლი კომპიუტერი, და ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ლეპტოპები. გვაქვს პრინტერისა და ქსეროქსის, როგორც შავთეთრი ასევე ფერადი აპარატები და პროექტორები. ციფრული განვითარების გეგმა 1. სკოლა გეგმავს ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიანად და მიზნობრივად, ეთიკური ნორმების დაცვით გამოყენებას რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ხარისხიანად ვაწარმოოთ ინფორმაციის მოპოვება, კვლევა, ორგანიზება, შეფასება და სხვა აქტივობები, რომელიც სწავლა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია. ვგეგმავთ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა სახის ელექტრონული და ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობისა და მასში ჩართვის საშუალებას მოგვცემს. მათ შორის იქნება თანამედროვე საინფორმაციო, შემეცნებითი წყაროები, რომელშიც იგულისხმება როგორც ტექსტური, ისე ვიდეო მასალები, სხვადასხვა განმავითარებელი პროგრამები და ა.შ. სკოლა აქტივობებს განახორციელებს სოციალური, ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ტექნოლოგიების პასუხისმგებლობით გამოყენებით შევქმნით ახალ პროდუქტებს, შევძლებთ კომუნიკაციას და კოლაბორაციას, ინფორმაციის მოძიებას, კვლევა და სხვა. 2. ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი მიდგომების დანერგვის კუთხით შექმნის მასწავლებელთა ჯგუფებს. სკოლაში დასაქმებული მასწავლებლები იყენებენ ტექნოლოგიებს საჭიროებისამებრ, შეუძლიათ ტექნოლოგიების გამოყენება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე რაიმე რესურსების მომზადებასა და პრეზენტაციის წარმართვაში.ტარდება სამუშაო შეხვედრები გამოცდილების გაზიარების მიზნით, მასწავლებლები ესწრებიან საჭირო ტრენინგებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართავენ კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელს 3. ახალი მიდგომების დანერგვის კუთხით სკოლა მოიაზრებს, დამატებითი ონლაინ-ინსტრუმენტების და რესურსების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, სკოლა გეგმავს დაინერგოს ციფრული კულტურა სკოლაში. ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტების, კომპლექსური საშინაო დავალებების შესრულება. სასწავლო პრაქტიკაში ახალი მიდგომების დანერგვა მობილური ტელეფონების, ელ-ფოსტის, ღრუბლოვანი საცავის და პირწიგნაკის ჯგუფების აქტიურად გამოყენება. კლასების მიხედვით შექმნილი ონლაინ საცავის შექმნა, მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალებების ასატვირთად. ასევე სკოლა გეგმავს შექმნას რესურსების ბანკი სადაც საგნის მასწავლებლები ატვირთავენ და გაამზადებენ თემის მიხედვით საჭირო ტუტორიალ-გზამკვლევს და მასალებს. ახალი მიდგომების დანერგვა მიზნად ისახავს წახალისდნენ მოსწავლეები სკოლაში ეფექტურად გამოიყენონ ტექნოლოგიები ყველა საგნის სწავლებისას.
2024 წლის ბიუჯეტი 1 შემოსავლები 357768.00 1.1 ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება 353568.00 1.11 ვაუჩერული დაფინანსება 192132.00 1.13 სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 161436.00 1.14 სხვა შემოსავლები 1.142 სამინისტროს მხრიდან განხორციელებული პროგრამული დაფინანსება(ექიმი,სსსმ ) 1.143 სხვა საბიუჯეტო შემოსავალი 1.3 ეკონომიკური საქმიანობა (კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები) 4200.00 1.31 შემოსავლები საკუთრებიდან (იჯარა, ქირავნობა) 1.32 საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია (წრეები, გახანგრძლივებული ჯგუფები და სხვა) 1.35 შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები 2 ხარჯები 357768.00 21 შრომის ანაზღაურება 294736.00 211 ხელფასები 294736.00 21111 თანამდებობრივი სარგო 127212.00 211111 დირექციის თანამდებობრივი სარგო 14376.00 211112 პერსონალის თანამდებობრივი სარგო 7200.00 211113 პედაგოგთა შრომის ანაზღაურება 105636.00 21117 სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი 160524.00 21113 პრემია 7000 22 საქონელი და მომსახურება 55182.00 221 შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 34094.00 222 მივლინება 100 223 ოფისის ხარჯები 17590.00 2231 საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენა 1810.00 2233 ნორმატიული აქტების, საცნობარო და სპეციალური ლიტერატურის, ჟურნალ - გაზეთების შეძენა და ყველა სახის საგამომცემლო - სასტამბო (არაძირითადი საქმიანობის ) ხარჯი 990.00 2234 მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების/დემონტაჟის ხარჯი 500 2235 საოფისე ინვენტარის შეძენა დამონტაჟების ხარჯი 4250 2236 ოფისისათვის საჭირო საგნებისა და მასალების შეძენის ხარჯი 500.00 2237 რეცხვის, ქიმწმენდის და სანიტარიული საგნების შეძენის ხარჯი 3100.00 2238 შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების მიმდინარე რემონტის ხარჯი 0.00 22310 კავშირგაბმულობის ხარჯი 150 22311 საფოსტო მომსახურების ხარჯი 150.00 22312 კომუნალური ხარჯი 5500.00 223121 ელექტროენერგიის ხარჯი 3100.00 223122 წყლის ხარჯი 223123 ბუნებრივი და თხევადი აირის ხარჯი 223152 შეშა 2400 22314 ოფისის ხარჯი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული 226 სამედიცინო ხარჯები 790.00 2210 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 3398.00 22101 ბანკის მომსახურების ხარჯი 150.00 22103 ექსპერტიზის და შემოწმებების ხარჯი 22104 კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯი 300.00 22108 აუდიტორიული მომსახურების ხარჯი 500 22109 საარქივო მომსახურების ხარჯი 200 22110 შენობა-ნაგებობების დაცვის ხარჯი 22114 სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი 2248 27 სოციალური უზრუნველყოფა 2900.00 273 დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება 2900.00 31 არაფინანსური აქტივების ზრდა 4950.00 3112 მანქანა-დანადგარები და ინვენტარი 4950.00 3113 სხვა ძირითადი აქტივები 4950.00 ბალანსი 0.00